ტორტი "Semifreddo" პრალინეთი

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები პრალინესთვის: 200 გრ შაქრის პუდრა, 3-4 სკ წყალი, 2,5 ჭ მოხალული და კანგაცლილი თხილი
ტაფაზე დავყაროთ შაქრის პუდრა დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე (შიგადაშიგ შეანჭყრიეთ, რომ არ მიიწვას). მოვამზადოთ საკმაოდ სქელი, ოქროსფერი კარამელი და როცა შესქელდება ჩავყაროთ თხილი. რამდენიმე წუთი ასე დავტოვოთ და ფრთხილად მოვურიოთ ხოლმე. გადმოვასხათ ცხიმწასმულ ფაიფურის თეფშზე ან მეტალის ლანგარზე და  თხილი გასაშრობად ერთ ფენად გავშალოთ. გაციებული პრალინე დავტეხოთ და ბლენდერში დავფქვათ.
კრემის ინგრედიენტები: 4 კვერცხი, 50 გრ შაქარი, 1ღერი ვანილი, 500 მლ ასათქვეფი ნაღები, 1 მწიკვი მარილი
კვერცხი და შაქარი ვთქვიფოთ, შაქრის გადნობამდე, დავუმატოთ ვანილის თესლი (შეგიძლიათ შეცვალოთ ვანილიანი შაქრით) და  გავაგრძეოთ თქვეფა. დავუმატოთ ნაღები და თხელი არაჟნის კონსისტენციამდე ვთქვიფოთ. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები მარილთან ერთად. ბეზე რომ აითქვიფება, პრალინეს უმეტესი ნაწილი ნაღებიან მასაში გადავურიოთ. მერე ბეზეც დავუმატოთ და ძალიან ნაზად და ფრთხილად მოვურიოთ. მიღებული მასა გადავიტანოთ დეკორატიულ ფორმაში. ცოტა მოვასწოროთ, თავზე დარჩენილი პრალინე მოვაყაროთ და შევდგათ საყინულეში.
ტორტი სემიფრედო ანუ ნახევრადგაყინული 40 წუთში მზად იქნება, ბოლომდე გაყინული თუ გირჩევნიათ, მაშინ 2 საათით დატოვეთ საყინულეში.
გემრიელად მიირთვით!

ვიდეოთვალსაჩინოება:

(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment