12.6.11
ყავის ნაყინი
Approved by
ინგრედიენტები: 1ლ 33%-იანი ნაღები, 3 სკ ყავა ნალექიანი ყავა, დაახლოებით 100 მლ მდუღარე წყალი, 7 ც კვერცხის გული, 150 -200 გრ შაქარი (სასურველია ლერწმის)
ნაღები ჩავასხათ ქვაბში და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავაყენოთ მაგარი ყავა „ფრენჩ პრესში“ ან მოვადუღოთ მაგარი ესპრესო. კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ კარგად შაქრის ბოლომდე გადნობამდე. უკვე დაყენებული ყავა გადავწუროთ წვრილ საცერზე და ჩავასხათ ცხელ ნაღებში. ნაღების მასა წვრილი ნაკადით ჩავათქვიფოთ კვერცხის გულებს. ჯერ კიდევ ცხელი გოგლიმოგლიან ჯამს გადავაფაროთ პოლიეთილენის პარკი და შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში რამდენიმე წუთით შესასქელებლად, ან შემოვდგათ ცეცხლზე (რასაკვირველია პარკგადაუფარებლად) და მორევა მორევით გავაცხელოთ 80-82°C ტემპერატურამდე.
გამზადებული მასა გადავასხათ პლასტმასის კონტეინერში, რომელსაც თავი მჭიდროდ ეხურება და შევდგათ მაცივარში დაახლოებით 4 საათით. ნაყინის კრისტალიზაცია რომ არ მოხდეს, ნახევარ საათში ერთხელ გამოვიღოთ და კოვზით კარგად მოვურიოთ ხოლმე.
გემრიელად მიირთვით!
ვიდეოთვალსაჩინოება:
(იულია ვისოცკაიას რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment