11.6.11
ნაყინი ლაიმით და შაშკვლამით
Approved by
ინგრედიენტები: 2 ჭიქა (400 გრ) შაქარი, 200 მლ წყალი, 5-6 ცალი ლაიმი, 1 საშუალო კონა შაშკვლამი
ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, იგივე ჭიქა ავავსოთ წყლით და დავასხათ შაქარს. მერე ლაიმებს ცედრა ავათალოთ ლამაზ ბურვუშელებად და ჩავყაროთ შაქარში, შაქრიანი ქვაბი შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე. ცეცხლი დავუწიოთ და ვხრშოთ დახლოებით 5 წუთი. გადავდგათ გასაგრილებლად. ლაიმებიდან გამოვწუროთ წვენი და დავუმატოთ უკვე გაციებულ სირიოპს. შაშკვლამის საშუალო ზომის კონა დავნაყოთ (ან დავაქუცმაცოთ ბლენდერში) და მიღებული მასა დავუმატოთ სიროპს. კარგად მოვურიოთ და გადავწუროთ წვრილ საცერზე. მიღებული მასა შევდგათ საყინულეში გასაყინად. დაახლოებით 45 წუთის მერე გამოვიღოთ და კარგად ავთქვიფოთ. შევაბრუნოთ საყინულეში კიდევ 30 წუთით.
გემრიელად მიირთვით!
ვიდეოთვალსაჩინოება:
(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment