26.6.11
ხილის პუდინგი „რიყის ქვები“
Approved by
ინგედიენტები: 6 თავშედგმული დესერტის კოვზი შაქარი, 1 კგ კენკრისა და ხილის ნარევი, 2 ს/კ ბალზამიკური ძმარი. ცომისთვის: 110 გრ კარაქი, 225 გრ თვითაფუებადი ფქვილი, მარილი, 75 გრ შაქარი, 140 გრ მაწონი ან არაჟანი.
შაქარი დავყაროთ სქელძირიან ტაფაზე, დავასხათ ბალზამიკური ძმარი და დავაყაროთ ხილის ნარევი (მსხალი, ატამი, გარგარი და სხვა დიდი ზომის ხილი წინასწარ გავთალოთ და დავჭრათ) და შემოვდგათ ცეცხლზე. პერიოდულად მოვურიოთ და 4-5 წუთი ვთუშოთ, ხილმა რომ წვენი გამოუშვას, მაგრამ ფორმა არ დაკარგოს.
კარაქი და ფქვილი ერთმანეთში ავურიოთ (თვითაფუებადი ფქვილის მაგივრად, ფქვილს შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა სოდა) ფხვიერი ბურბუშელის მიღებამდე. ცომს დავუმატოთ ცოტა მარილი, შაქარი, მაწონი და მოვზილოთ ცომი. ცომი გადმოვიტანოთ ხის დაფაზე, ცოტა ფქვილი მოვაყაროთ და კიდევ ერთხელ კარგად მოვზილოთ.
უკვე მოთუშული ხილი დაგმოვიღოთ რაიმე ცეცხლგამძლე ფართო ჭურჭელში. ცომისგან მოვამზადოთ პინგ-პონგის ბურთის ზომის გუნდები და ჩავყაროთ ხილთან, ისე რომ ცომის გუნდებს შორის პატარა ადგილები დარჩეს. თავზე შაქრის პუდრა მოვაყაროთ და შევდგათ 190°C-მდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.
გემრიელად მიირთვით!
(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment