10.9.11
საქორწილო ბეჭდები
Approved by
როგორც დაგპირდით, ისევ დაგიბრუნდებოდით.
ოღონდ ამჯერად საქორწილო ბეჭდების შესახებ მოგიყვებით. ბევრს ვერაფერს გეტყვით, შემოგთავაზებთ
სურათებს, რომლითაც შეგიძლიათ დატკბეთ. ნიშნობის ბეჭდები და საქორწინო ბეჭდები ერთმანეთისგან
განსხვავდებიან. ევროპაში იმისათვის რომ
მომავალმა საქმრომ საცოლე დანიშნოს, საქმრო უპირატესობას თეთრი ან ყვითელი ოქროს
ბრილიანტის ბეჭედს ანიჭებს. წარმოდგენა რომ
შეგექმნათ შეგიძლიათ ჩემს შემოთავაზებულ კოლექციას თვალი გადაავლოთ.
ხოლო საქორწილო ბეჭედი კი ე.წ. კალიცოა. მოდიდან გადავიდა სტანდარტული
ბაჯაღლოს საქორწილო ბეჭედი. წყვილები ეხლა უპირატესობას ანიჭებენ სხვადასხვა ფერის
ოქროს, ორიგინალური ფორმის და ორნამენტებით დამშვენებულ საქორწილო ბეჭდებს.
ეხლა კი შემოგთავაზებთ 10 ყველაზე ძვირფას საქორწილო ბეჭედს. 1. პირველ
ადგილზე არის პარის ჰილტონის 24 კარატიანი
ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები 4.7 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.
2 მეორე ადგილი უჭირავს დონალდ ტრამპის მეუღლეს. მას ნამდვილად არ გაუჭირდებოდა საკუთარი
მეორე ნახევრისთვის ასეთი ძვირფასი ბეჭდის მირთმევა. ეს ბეჭედი 15 კარატიანი უზარმაზარი
ბრილიანტის თვლით არის შემკობილი და ზუსტად 3 მილიონი აშშ დოლარი ღირს. 3. ჟაკლინ კენედი
ონასისის ბეჭედი, რომელიც 1996 წელს იქნა დამზადებული სპეციალურად ჟაკლინისთვის. იგი
40
კარატიანი ბრილიანტის თვლით არის დამშვენებული და სულ მცირე 2,6 მილიონ აშშ დოლარი
ღირდა თავის დროზე. დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ბეჭდების სიაშია. 4. კეტრინი ზეტა
ჯონსის 10 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მაიკლ დაგლასმა დიდი სიყვარულის ნიშნად
აჩუქა სულ მცირე 2 მილიონი დოლარი ღირს. 5. ტომ კრუზმა თავის მეუღლეს აჩუქა ბრილიანტის
1,5 მილიონ დოლარად შეფასებული საქორწილო ბეჭედი.
6. ჯენიფერ ლოპესის ვარდისფერი 6.1 კარატიანი ერთ-ერთი საქორწილო ბეჭედი ბენ ეფლეკს
სულ მცირე 1,2 მილიონი დოლარი დაუჯდა. 7. ძალიან გამიკვირდებოდა ამ სიაში კამილა პარკერის
ოთხკუთხედი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი რომ არ მოხვედრილიყო. ამ ბეჭდის შეძენა პრინც
ჩარლზს სულ მცირე 1 მილიონი დოლარი დაუჯდა. 8. გაგეცინებათ ალბად და შედარებით მოკრძალებული
ფასი ღირს ჩარლი შინის მიერ თავისი მეუღლისთვის
შეძენილი ყვითელი ბრილიანტის ბეჭედი. არც მეტი არც ნაკლები 500.000 აშშ დოლარი.
9.
მე-9 ადგილზე გასული ბეჭედიც 500.000 აშშ დოლარი ღირს. იგი ეკუთვნის ევა ლონგორიას.
10. და ბოლოს ჯენიფერ გარნერის ბეჭედი, რომელიც ასევე 500.000 აშშ დოლარი ღირს. ეს
ბეჭედი მას სწორედ ბენ ეფლეკმა უძღვნა.
მოკლედ თავს აღარ შეგაწყენთ და გიტოვებთ სურათების კოლაჟს.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი
0 კომენტარი.:
Post a Comment