საქორწილო კაბები

Approved by Natia Jinjolava




მოკლედ დადგა შემოდგომა და დაიწყო  ქორწილების სეზონი. ვინც საქორწილო კაბის ძიებაში ხართ მინდა საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ და რამოდენიმე მოდელი შემოგთავაზოთ კოლაჟის სახით. ამ მოდელების  შეძენა ინტერნეტის საიტების საშუალებითაც შეგიძლიათ.










არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ყველაზე ძვირფასი საქორწილო კაბა შეფასებულია არც მეტი არც ნაკლები 12 მილიონ აშშ დოლარად. ამ კაბის სურათებიდან გამომდინარე დიდად არ აღვფრთოვანებულვარ მისით. პირიქით ისიც კი გავიფიქრე: „ ნეტავ არ დაენანათ ამ კაბისთვის  150 კარატიანი ბრილიანტები, 1000 ცალი ოკეანის მარგალიტი, სხვა მრავალი ძვირფასი ქვა და უამრავი თეთრი ოქრო-მეთქი. ეს კაბა რენე სტრაუსის მიერ არის შექმნილი.
თუ პატარძალი ასეთი კაბით გამოცვეცხადება სიძემ რაღა დააშავა. ბევრი ვეძებე და როგორც იქნა მივაკვლიე სიძის ყველაზე ძვირადღირებულ კოსტუმს. ეეჰ, ამ კოსტუმის ფასი არც 12 მილიონია და არც 10. იგი სულ რაღაც 100.000 დოლარი ღირს. შეკერილია ოქროსა და პლატინის ძაფებით და შემკობილია ალმასის ღილებით.
დღეისთვის სულ ეს იყო.



კეთილი სურვილებით, იფიგენია დაუტფაიერი

0 კომენტარი.:

Post a Comment