28.9.11
ტორტი „ჟირაფი“
Approved by
ინგრედიენტები: ბისკვიტისთვის - 350 გრ ფქვილი, 175 გრ კარაქი, 1 მწიკვი მარილი, 100 გრ შაქარის პუდრა, 3 კვერცხის გული; გულსართისთვის - 6 კვერცხი და 9 კვერცხის გული, 7 ლიმონის ცედრა, 7 ლიმონის წვენი, 300 გრ შაქარი, 300 გრ კარაქი
გავცრათ ფქვილი, ჩახახეხოთ 175 გრ კარაქი და ჩავაყაროთ მარილი. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ (ბურბუშელას მსგავსი ფხვიერი მასა უნდა მივიღოთ). დავამატოთ შაქრის პუდრა და 3 კვერცხის გული. მოვზილოთ ფხვიერი ცომი, გავაკეთოთ გუნდა (ძალიან ფხვიერი ცომი თუ გამოვიდა და არ შეიკრა, სულ ცოტა კარაქი ან წყალი დავამატოთ და კიდევ ერთხელ მოვზილოთ), გავახვიოთ ცელოფანის პარკში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთი-1 საათით.
სანამ ცომი ცივდება, ჯამში ჩავასხათ 9 კვერცხის გული და 6 კვერცხი და ავთვიფოთ კარგად. დავუმატოთ ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრა და შემდეგ ლიმონის წვენი. ავთქვიფოთ კარგად, ბოლოს დვუმატოთ შაქარი. კვერცხის მასა შემოვდგათ წყლის აბაზანაზე და ვთქვიფოთ თხელი არაჟნის კონსისტენციის კრემის მიღებამდე (არ აგიდუღდეთ, თორემ კვერცხი შეიკვრება!). შაქარი რომ გადნება, სათქვეფი გვერდზე გადავდოთ და მორევა დიდი კოვზით გავაგრძელოთ. კრემი ცოტათი რომ შესქელდება (ჯერ კიდევ წყლის აბაზანაზე), დავუმატოთ კარაქის ნახევარი. კარაქი რომ გალღვება, მერე კარაქის მეორე ნახევარიც ჩავამატოთ. კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ცოტა შევაგრილოთ.
სანამ კრემი ცივდება, მაცივრიდან გამოვიღოთ ცომი. გასახსნელ ტორტის ფორმას წავუსვათ ცხიმი. გაცივებული ცომი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. გახეხილი ცომი ჩავყაროთ ტორტის ფორმაში და ხელით ამოვტკეპნოთ ფსკერზე და გვერდებზეც. ცომი დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდგათ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. გამომცხვარი ბისკვიტი გამოვიღოთ ღუმელიდან და დავასხათ ლიმონის კრემი. 5-8 წუთით შევაბრუნოთ ღუმელში (თავზე კრემი ალაგ-ალაგ უნდა დაიწვას).
ტორტი გააგრილეთ გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment