2.2.11
„ჩინური ტორტი“ ჩინური ახალი წლისთვის
Approved byმე |
არ ვიცი ამ „ჩინურ ტორტს“ ჩინეთთან რაიმე კავშირი აქვს თუ არა, მაგრამ ძალიან გემრიელია. ნებისმიერი შემთხვევით ვსარგებლობ და გაკეთების შანსს არ ვუშვებ ხელიდნ. ლამის ჩემს საფირმო ნიშნად იქცა. თანაც ჩემს ლეკვუნიასაც უყვარს საშინლად. ამ ნამცხვრის გაკეთება ყველაზე ადვილი დღესასწაულებზეა. იმიტომ რომ, სხვა ნამცხვრებზე მორჩენილი რაღაც-რუღაცეებით სულ ადვილად შეგიძლიათ დაამზადოთ.
კრემისათვის: ნახევარ ლიტრ მოხარშულ კრემს, ჩაათქვეფთ 1 კარაქს და 1 შესქელებულ რძეს ანუ „სგუსჩონკას“. დაუმატებთ ვანილს.
ჩემი ლეკვუნია |
მსხვილად დაჭრით მოხალულ ნიგოზს. დაარჩევთ ქიშმიშს. ფორთოხალს გათლით, მერე თეთრ აპკსაც გააძრობთ და დაწეწავთ. „იდეალის“, ან „მედოკის“, ან ნებისმიერი თაფლიანი ნამცხვრის ფირფიტების ჩამოჭრილ კიდეებს მომსხვილო ნატეხებად დაფშვნით და ამ ყველაფერს ერთმანეთში აურევთ.
აიღეთ ლამაზი ჭურჭელი (შეიძლება გამჭვირვალეც), ჩაასხით ცოტა კრემი, მოაყარეთ ნიგვზიანი ნარევი, მერე ისევ კრემი, ისევ ნიგვზიანი ნარევი და ასე ფენა-ფენა აავსეთ, სანამ კრემი და მოსყრელი არ გაგითავდებათ. ზემოდან მოაყარეთ ნიგვზის ნაჭრები და ფორთოხლის კანის ნახეხი.
ჩინური ტორტი |
საკმაოდ უხდება ბანანი და ვაშლი, კურაგაც. შეგიძიათ მოაწუწოთ გამდნარი შოკოლადიც. ოღონდ, არ შეცდეთ და კივი არ დაამატოთ, საშინლად არ უხდება.
ჰო, თუ გააკეთეთ, ჩემი დაპატიჟებაც არ დაგავიწყდეთ, ძალიან მიყვარს!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი
0 კომენტარი.:
Post a Comment