ქართული საბანკო საქმის თავისებურება, ტამპლიერები და ყალბი ფული...

Approved by Natia Jinjolava

ჩემს ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ქართულ საინფორმაციო გამოშვებებს არ ვუყურებ - ნერვებს ვუფრთხილდები. რაიმე მართლა სიანტერესო თუ მოხდა, ვინმე გულისხმიერი „ფეისბუქზე“ დაპოსტავს და მაინც გავიგებ. დანარჩენი კი, ქვეყანაში, რომელშიც კორუფცია დიდი ხანია მოვსპეთ, ქრთამის აღებისა და თანხების მითვისებისთვის რამდენი ჩინოვნიკი დაიჭირეს, კოლუმბიაში ვიღაც გლეხმა სიმინდის ყანაში თოხნისას ფეხი როგორ მოიტეხა ან გერმანიაში ტურისტი ველოსიპეტიდან როგორ ჩამოვარდა, არ მაინტერესებს. ჩემი ბინა კი დავიცავი, როგორც ამ არხის ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი ეძახდა, „მგრუზავი-2“-ისა და სხვა ქართული ტელეარხებისგან, მაგრამ სტუმრად ყოფნისას ეთერიდან მომავალი დამთრგუნველი ცნობები მაინც აღწევს ჩემს მახვილ ყურამდე.
Templars
რამდენიმე დღის უკან, მეზობლის ტელევიზორში ქართველი ტამპლიერების კურთხევის ცერემონიას შევესწარი. თქვენი არ ვიცი და მე თმა ყალყზე დამიდგა. ჩემდა საუბედუროდ, ხან მასონებად და ხან სექსტანტებად წოდებული ამ ორდენის ისტორია ძალიან კარგად ვიცი და როგორ არ ვეცადე, საქართველოსთან ვერაფრით დავაკავშირე. არასწორად არ გამიგოთ, ტამპლიერების ორდენმა თვის დროზე ევროპაზე ძალიან დიდი და გარკვეულწილად კარგი გავლენა იქონია და ძალიან საინტერესო ხალხიც იყვნენ, მაგრამ დღეს, საქართველოში... მაპატიეთ, ჰალსტუხ და ხმალ ერთდროულად შებმულო ულვაშდამშვენებულო და ღიპგაბზეკილო „არისტოკრატო და აბსოლუტურად წესიერო“ ბიძიებო, მაგრამ თქვენი ორდენი და გეგმები რატომღაც ლამაზად შეფუთულ „მხედრიონს“ მაგონებს! ღმერთმა ჰქნას, ჩემი ეს პროგნოზი ტყუილი გამოდგეს, თორემ საქართველოს სამხედრო გზით „საწინამძღოლოებად“ დაყოფისას, ალბათ ერთ-ერთ პირველს ჩემს სახლს ააშიშხინებენ და მეც ზედ მიმაყოლებენ.
დღეს ტამლიერები სულ სხვა რამემ გამახსენა: საბანკო სიტემის და საბანკო კრედიტის ავტორები სწორედ ტამლიერები გახლდნენ. ანუ, უძველეს ევროპაში, რომის ერთ-ერთ ტამპლიერულ ტაძარში ფულს შეიტანდი და იგივე თანხას პარიზის ან მადრიდის ან ნებისმიერ სხვა ტამლიერულ ეკლესიაში გამოიტანდი. ხომ ვამბობდი, ჭკვიანი ხალხი იყო-მეთქი. მაგრამ ქართულმა ბანკებმა ტამპლიერებიც უკან მოიტოვეს და მსოფლიო ეკონომიკაც. ახალ წელს სხვა ბანკის ფერებში გამოწყობილ ფიფქიებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკის თოვლის ბაბუა მთლად ღირესულ რამეს რომ არ უპირებდა, აი, იმ ბანკში დღეს მოლარემ ხურდაში ყალბი რკინის ლარიანი დამიბრუნა. მეტყვით, ლარიანის გულისთვის ასეთი ამბის ატეხა რად გინდოდაო. რად და იმ ბანკიდან მეორე ბანკში შევიარე და იმ ლარიანით გადასახადების გადახდა დავაპირე. ჰოდა, გვერდზე ოთახში გამიყვანეს და ქეციანი ლარის გულისთვის ოქმიც შემიდგინეს და ჩემი მონაცემები საეჭვო პირთა სიაშიც შეიტანეს. დიახ, დღეიდან ყალბი ლარიანების გამსაღებლის ამაყ სახელს ვატარებ!
ბანკის მენეჯმენტის და სარეკლამო სამსახურის საყურადღებოდ: სირცხვილი იმ ბანკს, რომელის მოლარეც დაბალი ხელფასის გამო ყალბი ლარიანების გასაღებაზე რომ გადავა! სირცხვილი იმ ბანკს, რომელიც პოპულარულობის მოსაპოვებლად თუნდაც ძალიან ხარისხიან სკაბრეზულ რეკლამას იღებს! ასეთი რეკლამა ფართო მასებში პოპულარულია, მაგრამ ზოგადად, ძალიან დაბალ დონედ ითვლება, ბანკი კი ცოტა სხვა კლასის დაწესებულებაა! სირცხვილი იმ ბანკს, რომლის მოლარეც მოქალაქის კომუნალური გადასახადებიდან თავის კრედიტს ფარავს! არ გეგონოთ რამეს ვიგონებდე, ელექტროენერგიის დავალიანება ვადის ამოწურვამდე 1 კვირით ადრე დავფარე და დენი მაინც გამითიშეს. საჩხუბრად გამზადებული ჩემი ქვითრიანად „თელასს“ მივადექი, თანხა არ დამჯდარაო და აღშოთებულმა ბანკს მივეშურე. მიქექ-მოქექეს და როგორც გაირკვა, მოლარემ 1 კვირის „ფორა“ რომ ნახა, ჩემი თანხით თავისი კრედიტი დაფარა, მე ყალბი ქვითარი გამომატანა და ჩემი „დენი“ თავის ხელფასზე გადაიხადა...
არ გეგონოთ მარტო ამ ბანკში ხდებოდეს მსგავსი კურიოზები. ახლა მუშათა კლასთან ძალიან რომ იყო დაახლოებული და გათავისუფლებისდა მიუხედავად, დღესაც საბჭოთა შემნახველი სალაროების სისტემაზე რომ მუშაობს იმ ბანკზე მოგითხრობთ. ჩემს ახლობელს „გაუმართლა“ და ხელფასს მაგ ბანკში ღებულობდა. ერთ დღესაც, საფულე მოპარეს და საფულესთან ერთად სახელფასო ელექტრონული ბარათიც. შეწუხებულმა ქალმა ბანკში დარეკა, ბარათი დამიბლოკეთო. შანსი არააო, მაინცდამაინც ცენტრალურ ოფისში პირადად თუ არ მოხვალთ ვერაფერს გიშველით და თან იჩქარეთ, თორემ შეიძლება ფული სხვამაც გაიტანოსო (!). ამის მოსმენით დაზაფრუქლი ქალი უფროსთან შევარდა, მაგრამ სამსახურიდან არ გამოუშვეს. სასოწარკვეთილს გაახსენდა, რომ ბანკთან ახლოს ვცხოვრობდი და დამირეკა, ეგებ რამე მიშველოო. მისი პირადი ინფორმაცია დაწვრილებით ჩავიწერე, გამოკითხვისთვის საგანგებოდ მოვემზადე და ბანკში მივედი: ბარათი მომპარეს-თქო. რა გამოკითხვა, რის საბუთების მოთხოვნა, ვინ ვიყავი ისიც არ უკითხავთ, ჩემი მეგობრის ერთი ბარათი გააუქმეს, მეორე შეუკვეთეს და... ანგარიშზე არსებული თანხის გამოტანაც კი შემომთავაზეს. მათ კლიენტზე 15 წლით უმცროსი რომ ვიყავი ისიც კი არ შეუმჩნევიათ. ნეტა, კაცი რომ მისულიყო ჩემს მაგივრად, მაშინ მაინც თუ მიხვდებოდნენ რომ რაღაც ვერ იყო რიგზე? ამას წინათ, ამ ბანკის სარეკლამო პლაკატი ვნახე: ბანკირით დამთავრებული ადამიანის განვითარების დარვინისეული ევოლუციური რიგი. ეჰ, ბატონო ლადო, ტყუილია, ეგ! თქვენი ბანკის თანამშრომლები, ჩვენდა, კლიენტთა სანწუხაროდ, განვითარების პირველ, ჰა-ჰა მეორე საფეხურზე არიან ჯერაც. ერთი კაცი ვიცი, საპენსიო ბარათი მეხუთე წელია არ აქვს, რატომ? ექვსი ცალი დაუმზადეს და ვერც ერთზე ვერ დაწერეს სახელი და გვარი სწორად.
Giacomo Casanova
ლუდოვიკო მეთხუთმეტეს სამეფო კარს ძალიან რომ გაუჭირდა, ჯაკომო ჯერონიმო კაზანოვამ ხაზინის შესავსებად მსოფლიოში პირველი ლატარიის ჩატარება შესთავაზა. დიახ, დიახ, სწორედ იმ კაზანოვამ, რომელიც გასაოცრად ნიჭიერი კაცი იყო, ძალიან ბევრი საინტერესო რამ გამოიგონა და რომელის ყველაზე ნაკლები მიღწევაც ქალებში წანწალი გახლდათ. ჩვენს ბანკებსა და ტელევიზიებში მომრავლებულმა ათასი სჯულის ლატარიებმა და ლოტოებმა ფიქრისთვის ახალი საბაბი გამიჩინა...
რადიოში ერთი გაქართულებული ევროპული ბანკის რეკლამა მოვისმინე, დაახლოებით ასეთი შინაარსი ჰქონდა: „ინგლისში ვერ ნახავთ ასეთი ნომრით სახლებს, საფრანგეთში ეს ნომერი ხმარებიდან ამოიღეს, სადღაც კიდევ (აღარ მახსოვს) ამ რიცხვს საერთოდ არ ახსენებენ... ჩვენ გთავაზობთ სესხს ცამეტ პროცენტად!...“  no comment…


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

6 კომენტარი.:

  1. mamihlapinatapai

    qartul medias rac sheexeba absoliturad getanxmebi sruli sigijea da yvelaze mtavari is aris, rom iq momushave adamianebma chvenze kargad ician rasac aketeben da am patara sopelshi amodena konkurenciis gadamkide iset siujetebs amzadeben, rom qveynad tu rame seriozuli televizia arsebobs imatac ki sheshurdebat chvenebis gambedaoba. chvenebi imitac gamoirchevian , rom magalitistvis micvalebulisganac ki aigeben intervius, an tu vinmes gaaupatiureben dawvrilebit gamikitxaven detalebs:)

  1. mamihlapinatapai

    tamplierebi magari ambavia:) jer arcerts ar vicnob magram minda ert gamochenil choxosanze da mis bankshi momushave magali donis tanamshromelze mogitxrot, es is bankia mplobelia romelmac tavisi qveynis didi nawili valshi chaagdo da tavis droze mitvisebuli pulit egret wodebuli imperia sheqmna, bevri am braldebas ver gadaurcha da pasuxic ago.
    ertma xanshi shesulma qalbatonma mteli tavisi danazogi 20000 $-i 5 wlian anabarze dado, gavida dro da gadawyvita sarecxi manqana ganvadebit gamoetana da miakitxa tavis banks:) ertma mshvenierma gogonam anu kreditopicerma tu ra hqviat kide:) uari utxra da mizezad asaki dausaxela, es qalbatoni dasabmeli gaxda da logikuri kitxva dausva ukve ganyopilebis upross, tu asakis gamo 700 lars ar madzlevto mashin 20000 dolari rom shemomqonda rato ar gamaprtxilet tu vkvdebodio:)))))))))

  1. mamihlapinatapai

    xo exla getyvit witel bankze ase mardad rom vitardebian:) adre yvitels patronobda:) da chven ubadruk qveyanashi saxeli imit gaitqva, rom ar arsebuli aqciebi inglisi birjaze gayida anu imit mogvawones tavi, rom seriozuli afiora chautarebia, ise mainc yochag:) tan ashkaraa rom es ori pinansuri giganti ertad ver dzovs, ubralod turme saqme imashia, rom erti dzaan qartvelia meore dzaan evropeli:))) arada orive bedkruli saqartvelos shvilebi arian,araushavs.

  1. mamihlapinatapai

    gecodinebat, rom eleqtronul baratebze seriozuli nadiroba midis da ragacnairad akopireben am baratebs da sheidzleba tqven saxlshi iyot da baratic tan gqondet magram tqveni angarishidan tanxa moxsnan, xoda chemi nacnobis angarishidan sakmaod soliduri tanxa gaqra, mivida cisper bankshi sadac puli eguleboda da sanam angarishis gauqmeb ar daemuqra manamde im tanxis dabrunebaze seriozuli kamati gaimarta, getyvit rom adamiani romelic tbilisshi imyopeboda egvipteshi moixsna baratit tanxa bankomatidan, da amis miuxedavad dzalian gachirda da sakmaod didi dro daschirda puli rom daebrunebinat.

  1. Natia Jinjolava

    სხვათაშორის,ელექტრონულ ბარათებთან დაკავშოირებით რუსებმა ძალიან მაგარი აფიორა მოიფიქრეს. ორი მეგობარი ერთმანეთს საკრედიტო ბარათებს უცვლიდა და ერთი, ვთქვათ, საფრანგეთში მიდიოდა, მეორე კარიბის კუნძულებზე. იქ ერთმანეთის ბარათებიდან ფულს ხსნიდნენ, კარგადაც ერთობოდნენ. მერე მოსკოვში ბრუნდებოდნენ და ბანკს საკუთარი ბარათიდან მოხსნილი თანხის ანაზღაურებას თხოვდნენ და ღებულობდნენ კიდევაც... ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსხვერპლის როლში ბანკი გამოდის.

  1. mamihlapinatapai

    xoo :)eg albat banks gamodzieba daezara torem maset ragaceebs zogadad pouloben mere icheren ajarimeben da taglitobis muxlit wurma:)

Post a Comment