27.2.11
ქალის ჩანთები
Approved byქალის ჩანთის ისტორია მამაკაცის ჯიბიდან იწყება. მე-15 საუკუნეში მამაკაცები ოქროს მონეტებს ტომრით დაატარებდნენ, რომელიც ქამარზე ქონდათ მიკრული, ხოლო ქალები თასმებით იმაგრებდნენ მას. მე-16 საუკუნეში მამაკაცებმა გაითავისუფლეს ხელები და გადავიდნენ ჯიბეზე. პირველი ჯიბე ლუდოვიკო მეთოთხმეტემ შექმნა. მოგვიანებით ისინი ჟილეტებს მიაკერეს და ბოლოს გამოჩნდა შარვალშიც. ქალებისთვის შეიქმნა პატარა ხელის ტომრის ჩანთები, რომელიც სხვადასხვა მოსართავებით იყო მორთული. მას რედიკულს უწოდებდნენ. მე-18 საუკუნეში ქსოვილისგან შეკერილი ქალის ჩანთები გამოჩნდა, რომელიც ძირითადად ხავერდის იყო და მხოლოდ კოსმეტიკას იტევდა. მას საფრანგეთის მეფის საპატივსაცემოდ პომპადურს ეძახდნენ.
ქალის პატარა ტყავის ჩანთები მე-20 საუკუნეში გამოჩნდა. ამავე დროს ჩანთების მეორე დიდი ისტორია დაიწყო. კლასიკური ჩანთები გეომეტრიული ფორმის იყო, რომელიც დღესაც მოდაშია. ჩანთა ყოველთვის ქალის გარდერობის მთავარ აქსესუარს წარმოადგენდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დიდ ბრიტანეთში 4 ოქტომბერს ჩანთის დღეს აღნიშნავენ. ჩვენს დროში ჩანთა როგორც მოდური, ასევე საჭირო ნივთიცაა. ჩანთები ძალიან ბევრი სახის არსებობს. ყველა სტილის ჩანთა მოდაშია რომელსაც თქვენ და თქვენი ჩაცმის სტილი მოიხდენს. არსებობს ძალიან ზვირფასი, ზომიერად ძვირფასი და ფართო მასისთვის ხელმისაწვდომი ჩანთები. გთავაზობთ რამოდენიმე ვარიანტს.
ეს ჩანთა Chanel -ის მარკისააა, მისი სახელია Chanel Diamond Forever Classic Bag და ღირს 261 000 $. იგი ალიგატორის ტყავისაგანაა შეკერილი და მისი ლოგოს - ორი C - შესაქმნელად 3.56 კარატიანი 334 ბრილიანტია გამოყენებული. ამ ხელჩანთის შარმი აქ არ მთავრდება და სახელურებზე 18 კარატიანი თეთრი ოქრო დაყვება. მხოლოდ 13 ასეთი ჩანთა შეიქმნა, რათა ყველაზე ძვირი გემოვნების მქონე კლიენტების მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ... :) Chanel Diamond Forever Classic Bag ყველაზე ძვირადღირებული ჩანთაა მსოფლიოში.
ზომიერად ძვირფასი ჩანთების კატეგორიას განეკუთვნება Louis Vuitton-ის ჩანთები, რომლებიც „სულ მცირე“ 500-2000 ევრო ღირს. Louis Vuitton-ის კოლექციაში ორიგინალური კომბინაციის ჩანთებია წარმოდგენილი. შემოდგომა-ზამთრის მიმდინარე და 2011 წლის კოლექციის მიხედვით ახალი ტენდენცია გამოიკვეთა, მოდაში ჩანთის ხელით ტარებაა მისი ზომისდა მიუხედავად. გამოგიტყდებით ასეთი სტილის ჩანთები ძალიან მიყვარს .
იტალიის ერთ-ერთ მყუდრო ქალაქში 1925 წელს, ახალდაქორწინებულებმა ედუარდო და ადელ ფენდიმ ჩანთების და ტყავსაგალანტერიო პატარა მაღაზია გახსნეს. თავიდან ფირმა უშვებდა ტყავის ჩანთებს და საზაფხულო ჩანთებს, მაგრამ შემდეგ ლიდერები გახდნენ ბეწვეულის წარმოებაში. საქონელს ქმნიდნენ ხელით, პატარა ლაბორატორიაში რომელიც იქვე მაღაზიასთან ახლოს მდებარეობდა. საქონლის ხარისხმა უმალვე მოუტანა კომერციული წარმატება ახალგაზრდა წყვილს.
არ შემიძლია არ შევეხო ორიგინალური დიზაინის ჩანთებს, რომელთაც ხან ქათმის, ხან ლოკოკინას და ხან კიდევ მაგნიტოფონის ფორმა აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ჩანთებით ხელდამშვენებული ქალიც ბევრი მინახავს. ასეთი სტილის ჩანთა მისი პატრონის ორიგინალობაზე მეტყველებს.
არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა ჩემს საყვარელ ბრენდ FURLA- ზე. პირადად მე FURLA- ს მაღაზიაში ყოველთვის იმას ვპოულობ რაც მინდა. ბრენდი შექმნილია 1927 წელს. მისი უპიერატესობა სხვა ბრენდებთან შედარებით არის ის რომ, თვითონ ამუშავებს ტყავს და ქმნის მოდელებს.
მთელს მსოფლიოში არის FUR-LA-ს 740 მაღაზია. შექმნილია სხვადასხვა სტილის და გემოვნების მომხმარებლისთვის! საქართველოში კი FURLA- ს მაღაზია პეკინზე მდებარეობს.
დევიდ ჯონსი აწარმოებს როგორც ტყავის, ასევე სინთეტიური ტყავის და ნაჭრის ჩანთებს.
დევიდ ჯონსის მომხმარებელს გააჩნია დიდი არჩევანის საშუალება, ვინაიდან კომპანია ერთ სეზონზე აწარმოებს 400 მოდელზე მეტს. გარდა ამისა თითოეულ მოდელს გააჩნია 4-5 ფერი. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ყველაზე მოდური ჩანთები კლასიკურიდან -ელეგანტურამდე. კომპანიას აქვს ფილიალები 30-ზე მეტ ქვეყანაში. დევიდ ჯონსის ჩანთაც ისევ და ისევ პეკინზე შეგიძლიათ შეიძინოთ.
და ბოლოს, HERMES, რომელიც ჩემი აზრით ლიდერია ჩანთების წარმოებაში. Hermes-ცნობილი ფრანგული ბრენდია და განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. "სელებრით" ქალბატონებში.
კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუთფაიერი
2 კომენტარი.:
აუ, გაიხარეთ, "შანელის" ეგ ჩანთა ყურმოკვით ვიცოდი. მევთქვი, რა არის ეგეთი ასეთი ფასი რომ ღირსთქო :)))))))))))))
ამ, ბლოგმა "ვიკიპედია" ჩაძირა :)))))))))
"ვიკიპედიისა" რა მოგახსენო და ქართული "გუგლი" მადლობას ნამდვილად უნდა გვიხდიდეს. "ელექტოენერგიის ინტერნეტით გადახდის" და "ცხოველი ერლემალის" შესახებ ინფორმაციის მძებვნელთათვისაც კი ჩვენს ბლოგს აგდებს :))))))))))
Post a Comment