კურდღლის წელი და ლეგენდა ჩინურ ჰოროსკოპზე

Approved by Natia Jinjolava

„ერთხელაც ბუდამ თავისთან ცხოველები მიიწვია, ყველა - ვინც კი მისვლას მოისურვა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი არც მივიდა: ძალიან ციოდა, ბუდასთან მოსახვედრად კი საკმაოდ ფართო მდინარე იყო გადასაცური. ისინი ვისაც ზრდილობა თუ „პათხალიმობის“ გრძნობა აღმოაჩნდა, არ დაიზარა და გამოცხადდა, და ბუდამაც საჩუქრად თითო წლის მართვის უფლება უბოძა ყველას.  პირველი ვირთხა მივარდა - და თორმეტწლიანი მართვის ციკლის პირველი წელიც მას ერგო. ოპერატიულობისა და მოხერხებულობისთვის კარგად დააჯილდოვეს. როგორც ამბობენ, კამეჩს ზურგზე შეაცოცდა, ასე კომფორტულად იმგაზვრა და ზედ ნაპოირთან თავზე გადაურბინა, წინ გადაუხტა და ისე აჯობაო. აბა, ვისრთხისგან უკეთესს რას უნდა ელოდე? ჯერ ზურგზე შეგაჯდება და მერე შენს ადგილსაც დაიკავებს! რიგში მეორე, კამეჩი იყო. სულცოტათი ჩამორჩენილ ვეფხვს კი მხოლოდ მესამე წელის ერგო.
კამეჩისა და ვეფხვის პაექრობის ცქერამ (რომლებიც მას მერე სიცოცხლეშიც ერთმანეთს გაუთავებლად ეჯიბრებიან) გულშემატკივრები ისე გაიტაცა, რომ წესიერად ვეღრ დაინახეს მეოთხედ ვინ მივიდა: კატა, კურდღელი თუ ბოცვერი. ისტორიის სიძველისდა გამო დღეისათვის ჭეშმარიტების დადგენა შეუძებელია, ამიტომაც აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში მეოთხე წელის მბრძანებლად სხვადასხვა ცხოველს აცხადებენ. შემდეგი დრაკონი მიბრძანდა, მეექვსე გველი იყო, მეშვიდე - ცხენი. ამ დროს მდინარეზე ნისლი ჩამოწვა და გაუგებარი ვინ გახდა მერვე - თხა, ცხვარი თუ ერკემალი. რიგში მეცხრე მაიმუნი იყო, რომელმაც თავიდან გარისკვა არ ისურვა და მოცურავეებს შორიდან ყურადღებით აკვირდებოდა. რომ დარწმუნდა, არაფერი მემუქრებაო, მხოლოდ მას შემდეგ შევიდა წყალში. მეათედ მამალმა მიირბინა (ან იქნებ ქათამიც კი იყო). ცოტა დააგვიანდა. თავის მრავალრიცხოვან ოჯახს დიდხანს და დაწვრილებით არიგებდა ჭკუას, როგორ უნდა ეცხოვრათ მის არყოფნაში. მეთერთმეტე ძაღლი იყო. დილიდან უამრავი საოჯახო საქმე ჰქონდა, როგორც კი მოითავა, მაშინვე წყალში გადაეშვა. ამბობენ, წყლიდან ამოსული დიდხანს ქოშინებდაო.
სულ ბოლოს ტახიც გამოჩნდა (ან სულაც ღირი). სულ არ ეჩქარებოდა: არც პატივმოყვარეა, არც ამპარტავანი, სხვებისგან დაწუნებულს და დაგდებულსაც მარტივად სჯერდება. ბუდამ მას ბოლო წელი აჩუქა, ყველაზე მშვიდი და ბარაქიანობით გამორჩეული. ასე დაჯილდოვდა ღორის შესანიშნავი ზნე - თავშეკავებით და მშვიდად რომ ელოდა საკუთარ რიგს“.


რაც შეხება კურდღლის წელს - კურდღელი ოჯახური ცხოველია, ნაყოფიერების, შთამომავლობისა და სიმშვიდის სიმბოლო. ვეფხვის 2010 წლის შემდეგ, უფრო მშვიდი ცხოვრების დრო დგება. კურდღლის წელი ნიჭიერი, ხელოვანი და ინტელიგენტი ხალხისაა. კურღდღელი გარშემომყოფების ნდობით სარგებლობს, ხშირად ეკითხებიან რჩევას, კონსულტაციასაც თხოვენ.
კურდღელი - ზოდიაქოს ღია ნიშანია. ამ წელს მრავალ მეგობრული შეკრებებს უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით კარგი იქნება ერთობრლივი მოგზაურობა და დროსტარება. კურდღლის სიმბოლოთი დახასიათებული წელი ურთიერთობის, უწყვეტი კომუნიკაციის, მოლაპარაკებების, გადაწყვეტილების მიღების და  საქმიანი შეხვედრებისკენ გვიბიძგებს. ამასთან, კონფლიქტები მინიმუმადე დავა, ასე რომ, კურდღელი - ნამდვილი დიპლომატია და ყველა პრობლემას ადვილად მოაგვარებს.
ამ წელს გაკეთებული სიკეთე, გაცემული მადლი და სხვისთვის გაწეული დახმარება გაასმაგებული დაგვიბრუნდება. ამასთანავე, თქვენი გეგმები და განზრახვები ვერავინ რომ ვერ დაგირღვიოთ, საიდუმლოდ შეინახეთ. ისე, ყოველი შემთხვევისთვის, მერე რომ არ ინანოთ.
მოქმედებაზე მეტად, ფიქრისა და სამომავლო გეგმების დასახვის წელია. სამოქმედოთ გარკვეული ფუნდამენტი უნდა გქონდეთ, რომლის ჩადების დროც სწორედ ახლა დგება!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი!

0 კომენტარი.:

Post a Comment