21.2.11
ფეისბუქის მოკრძალებული ხიბლი
Approved byდღეს სინათლე ჩაქრა. მეგობართან საქმე მქონდა, დავურეკე და მისი ხმა რომ გავიგონე, მეუცნაურა. მერე მივხვდი - რა ხანია, ნაცნობ-მეგობრების უმრავლესობასთან ინტერნეტის საშუალებით ვურთიერთობ: სათქმელი გაქვს? მაილი მისწერე! სალაპარაკო გაქვს? ჩატი ჩართე.. მოკლედ, უშუქობამ კომუნიკაციის ძირითად წყაროს ძალაუნებურად მომწყვიტა და ურთიერთობის მოძველებულ, სამაგიეროდ უფრო ცოცხალ საშუალებას მიმაბრუნა.
არა, ინტერნეტის ფუნქციასა თუ მის ავ-კარგიანობაზე ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებ (თუნდაც იმიტომ, რომ ის ჩემთვისაც „მარჯვენა და მარცხენა ხელია“). მე სხვა რამემ დამაფიქრა - რა შეცვალა ე.წ. „სოციალური ქსელების“ გაჩენა-დამკვიდრებამ ჩვენს ცხოვრებაში და როგორ შევიცვალეთ ჩვენ.

უნდა ვთქვა, რომ ასეთი „ქსელების“ უმრავლესობა გამოვცადე, ზოგი მეტად მომეწონა, ზოგი - ნაკლებად, ყველაზე მეტად ფეისბუქს შევეჩვიე, რომელსაც ვიღაცამ (არ ვიცი, ქართულის დიდი სიყვარულით თუ ხუმრობით) „პირწიგნაკი“ შეარქვა და ეს მეტსახელი სხვებმაც აიტაცეს. სხვა ანალოგიური სისტემებიგან განსხვავებით, ფეისბუქი კლუბს მაგონებს, რომელსაც შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად ეწვიო, „სამყაროც დაინახო და საკუთარი თავიც დაანახო“, ქვეყნის ამბავ-ხაბარი გაიგო (მე, ალბათ ისევე, როგორც ბევრ სხვას, ჟურნალ-გაზეთებსაც მიცვლის და ტელევიზორსაც) და საკუთარიც გააგებინო (მერე რა, რომ სხვებს შეიძლება სულაც არ აინტერესებდეს). მოკლედ, ფეისბუქმა სამზარეულოში „პოსიდელკები“ შეცვალა, როცა იგივე თემებზე და იგივე ემოციებით (ოღონდ მიკრომაშტაბით) ცოცხალი ადამიანები „ვბჭობდით“.
ფეისბუქის პროფილი შენი ის სახეა, რომელიც გინდა სხვებს დაანახო. ანუ გალამაზებულ-გაკეთილშობილებული ნიღაბი, ხშირად რეალობისგან ძალიან შორს მყოფი. ეს საკუთარი კომპლექსებისგან გათავისუფლების ერთგვარი, და ამავე დროს, ახალი კომპლექსების შეძენის უეჭველი საშუალებაა.
ერთი ასეთ ქსელს რაღაცის (საკუთარი სახის, ნააზრევის, ნამუშევრის - ზოგადად, პროდუქტის) რეკლამისა და პოპულარიზაციისთვის იყენებს,
მეორისთვის ის იდეოლოგიის გავრცელების მასობრივი საშუალებაა,
მესამეს ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს,
მეოთხე რეალობაში აუსრულებელ ოცნებას ისრულებს - ვირტუალურ ფერმას (კაფეს, აკვარიუმს, ა.შ) უვლის,
მეექვსე თანამოაზრეების (უფრო თაყვანისცემლების) შეძენაზე ზრუნავს, მერე „ინტრიგას შემოაგდებს“, მის „კედელზე“ ატეხილი ყაყანით დატკბება და ამით „იქ“ (ანუ რეალურ ცხოვრებაში) არარეალიზებულ ეგოს „აქ“ დაიკმაყოფილებს...
მეშვიდე გამალებით აგროვებს ფრენდებს, ამ მანიას „ადამიანების შეცნობის სურვილით, ფართო ინტერესებით და ყოვლისმომცველი და ყოვლისგამგები მსოფლმხედველობით“ ხსნის, სინამდვილეში კი საკუთარ მარტოობას ახშობს და აჩუმებს...

ბევრი ადამიანი, ვისაც პირადად კარგად ვიცნობ, ფეისბუქში სულ სხვანაირია:
უფრო ლამაზი (შეარჩევ საუკეთესო და მომგებიან ფოტოსურათს, ცოტას „დაამუშავებ“ და..),
უფრო ჭკვიანი და ენამოსწრებული (მერე რა, რომ „იქ“ იმ ორ კინკილა ხუმრობას იმდენჯერ იმეორებ, რომ გარშემომყოფებმა ზეპირად იციან),
უფრო საინტერესო (კომენტარი უმარილო გამოგივიდა? რა პრობლემაა, წაშალე),
უფრო „გახსნილი“ და ლაღი („იქ“ ასეთებს ხალხის ყურადღების ცენტრში მოქცევა უნდათ, მაგრამ ერიდებათ. „აქ“ კი თამამად და თავისუფლად საუბრობენ იმ თემებზე, რომლის ხსენებას „იქ“ ვერ ბედავენ). მოკლედ „უფრო“...
ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა ჩემეული შეფასება - ფეისბუქში პიროვნების ასეთ რადიკალურ გარდასახვას „მენტალური სტრიპტიზი“ ვუწოდე, - „მენტალური ეგზიბიციონიზმით“ შემიცვალა.
კიდევ ერთი რამ. ფაქტია, რომ ინტერნეტთან მეგობრობამ მეტყველება შეგვიცვალა. მე არც ლინგვისტი ვარ და არც ენის ფსიქოლოგი, და ამ ფენომენს „დიაგნოზს“ ვერ დავუსვამ. დაბეჯითებით ვერც იმას ვიტყვი, ეს ჩვენი ლექსიკური მარაგის დაბინძურებაა თუ გამდიდრება - ბუნებრივი და ნორმალური მოვლენა, რომელიც დრომ და გარემოებებმა მოიტანა. ერთი ვიცი, რომ ახლა წავალ, ჩემს პროფილში ჩავიხედავ, სხვების ვოლებს დავათვალიერებ, ფრენდებს დავთაგავ, ვიღაცას დავბლოკავ, ერთს დავურექვესტებ, მეორეს დავუკონფირმებ, რაღაცას დავალაიქ-დავაკოპი-გადმოვიპოსტავ და დროც გავა...

კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
1 კომენტარი.:
აუუუ, გეთანხმები ყვლა პუნქტში! თუმცა, ხანდახან დალაიქება-დარექვესტების ისეთ ქართულ ექვივალენტს წაიკითხავ, თვალების სიმწრისგან დაგცვივდება.მაგალითად, ერთხელ ერთმა აქტიურად მოთამაშე "ფბ"-ელმა მომწერა:"გოგო მაქვს გამოვდგმული და აიღე!" თურმე "გამოდგმა" ე.წ. "დაპოსტვას" ანუ გამოქვეყნებას ნიშნავს :)
Post a Comment