28.2.11
პასუხი მკითხველის შეკითხვაზე:
Approved byძვირფასო გოგა,
ფილოდენდრონი |
თქვენ გაინტერესებდათ ოფისისთვის რომელი ფოთლოვანი ყვავილები გამოდგება.
იმის გათვალისწინებით, რომ ოფისში გასახარებელი ყვავილი გამძლეობით უნდა გამოირჩეოდეს და თანაც თბილისშიც იშოვებოდეს, რამდენიმე სხვადასხვა ზომისა და ფაქტურის ვარიანტს გირჩევთ:
დიფენბახია |
მოვლის სიმარტივიდან გამომდინარე დიფენბახია - რაციონში ზედმეტი არაფერი უყვარს. თუმცა შეგიძლიათ კირიანი წყლით (კირს წყალი დაასხით, რამდენიმე დღე გაჩერეთ, გადაწურეთ და ნაწური წყლით მორწეთ ყვავილი) ან ყავის ნალექით გაანებივროთ. ის ხომ მჟავე ნიადაგის მოყვარულია. ზამთარში, როცა გათბობა ჩართულია, დაუნამეთ ფოთლები (შეძლებისდაგვარად). შემდეგ წელს გრუნტის გამოცვლას თუ დააპირებთ ტორფი არ დაგენანოთ. უფრო ადვილი კი სპეციალური პაკეტირებული გრუნტის ყიდვა იქნებოდა მაღალი მჟავიანობის შემცველობით. (ჰიპერმარკეტებში გამოჩნდება ხოლმე). დიფენბახიის ნაისახეობებიდან ამ სეზონში ჩვენს მაღაზიებს „მოდაში“ რომელი ეყოლებათ, ნამდვილად არ ვიცი.
ოთახის ბამბუკი |
ოთახის ბამბუკი - ნამდვილ ბამბუკთან არაფერი საერთო აქვს, დრაცენაა სინამდვილეში. ორჯერ ფართე ქოთანი ესაჭიროება, ვიდრე თვითონაა, არ უყვარს ორპირი.
აგლაონემა - გადასარევი რამეა, თბილისში თუ არის - საკითხავი აი ეს არის.
პეპერომია |
პეპერომია - აქვს უამრავი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული სახეობა. კარგად ექვემდებარება ფორმირებას, როგორც სიმაღლეში, ასევე სიფართეში. ანუ რა ფორმასაც გინდა იმას მისცემ.
ფილოდენდრონი -ხანდახან საკმაოდ დიდ ზომებსაც აღწევს.
საგოს პალმა |
საგოს პალმა - ძალიან ლამაზი ფოთოლი აქვს და ვენეციის პალმის რტოს პროტოტიპია. მასაც „მჟავე“, ანუ ყავის ნალექით განოყიერებული ნიადაგი უყვარს.
აგლაონემა |
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment