ვალენტინობა მოდის :)

Approved by Efigenia Doubtfire


ძვირფასო შეყვარებულებო, ვალენტინობა მოდის, საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის გაკეთება ნამდვილად არ აგცდებათ. მინდა რამოდენიმე კეთილი რჩევა მოგცეთ: თუ გინდათ საყვარელ ქალს ასიამოვნოთ შეგიძლიათ მას აჩუქოთ რაიმე ორიგინალური სამკაული, რომელიც ძალიან გაეხარდება და ამასთანავე ყოველ მის გაკეთებაზე თქვენს თავს ხშირად გაახსენებს.
გავიგე თურმე ბაკარას ქსელში ვალენტინობასთან დაკავშირებული ფასდაკლებებიც დაწყებულა. მათ კოლექციასაც გადავხედე და მინდა გითხრათ რომ ამ სამაკაულებიდან რომელიმეს არც მე დავიწუნებდი. ქალისთვის კარგი საჩუქარია თმის სამაგრები, საკმაოდ ორიგინალურ სამაგრებს აღმოაჩენთ ევიტა პერონის მაღაზიათა ქსელში, სადაც 40% ფასდაკლებას გვთავაზობენ. თუკი თქვენს რჩეულს ბიჭური ვარცხნილობა აქვს და თმის სამაგრი არ სჭირდება, ამასთანავე არც სამკაულებს ხმარობს მაშინ შეგიძლიათ
 სუნამო ან ტანის მოვლის კომპლექტი აჩუქოთ. ამჯერად ძალიან აქტუალურია LADY MILLION By PACO RABANNE. ისე შეყვარებულო ქალებო, სიმართლე გითხრათ პაკო რაბანეს კომპლექტს არც მამაკაცები დაიწუნებენ. ასე მათაც ასიამოვნებთ და თქვენც ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ :-) მამაკაცებისთვის საუკეთესო საჩუქრები შეგიძლიათ აგრეთვე მაღაზია ”ართ თაიმშიც” შეიძინოთ, სადაც საკმაოდ საინტერესო ბრეილის ფირმის საათებს შემოგთავაზებენ. იხილეთ ეს საითი :http://www.breil.com/it-IT/prodotti/orologi/ .
ჩემს მიერ შემოთავაზებული საჩუქრები ცოტა ძვირი სიამოვნებაა. თუ ადამიანს ნამდვილად უყვარხართ თქვენგან მირთმეული სულ უბრალო იების თაიგული ან თუნდაც ერთად გატარებული ლამაზი დღეც დიდი სიმოვნების მომგვრელი იქნება. დამერწმუნეთ ყველაფერი კარგად იქნება. ყველას გისურვებთ თქვენს რჩეულთან გაგეტარებინოთ არა მხოლოდ ვალეტინობის დღესასწაული, არამედ მთელი ცხოვრება!









კეთილი სურვილებით, იფიგენია დაუთფაიერი

0 კომენტარი.:

Post a Comment