2.6.11
ღვინის ფესტივალი თბილისში
Approved byმიუხედავად იმისა, რომ ღონიძიება საკმაოდ პრეზენტაბელურად გამოიყურებოდა და ექსპონანტების ნაკლებობას აშკარად არ უჩიოდა, საქმეში ჩახედულმა და სარწმუნო წყაროებმა, იქვე წამჩურჩულეს: „ბევრი წამყვანი ფირმა არაა წარმოდგენილიო“. ნამდვილად არ ვიცი ვინ არ იყო, ან რატომ არ იყო... თუმცა, დაახლოებით ვხვდები და ვუწყი კიდეც რატომაც „დაეზარათ“ თავის შეწუხება - უკვე სახელმოხვეჭილ კომპანიებს ქართველი მყიდველი, დამთვალიერებელი და ადგილობრივი ბაზარი არ აინტერესებს (ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ).
ასე იყო თუ ისე, ფრიად ვისიამოვნე. ძალიან კარგად ორგანიზებული იყო და საზოგადოებაც ბახუსისა თუ სასიამოვნო ატმოსფეროს გამო, თავს ძალიან ლაღად და თავისუფლად გრძნობდა. ბარემ აქვე ვიტყვი, გამოფენის დადებით მხარეზე - როგორც იქნა, ქართველი მეღვინეები მიხვდნენ, რომ ჯეროვანი დეგუსტაციისთვის მისატანებელიც საჭიროა (ისევ და ისევ ღვინის ბუკეტისთვის ხაზის გასასმელად და მისი ღირსებების უკეთ შესაფასებლად) და თითქმის ყველგან გვთავაზობდნენ ღვინოზე დასაყოლებლად კანაპეს და ლეღვის ჩირს (უფრო ხელგაშლილები), ან თხილსა და ქიშმიშს (უფრო მომჭირნეები). კარგი იქნებოდა, ღვინის ჭიქებიც რომ სამყოფი ყოფილიყო. რასაკვირველია, მინის ფუჟერი ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მე ჩემდათავად, ერთჯერადი პლასტმასის ჭიქა მირჩევნია არაერთი სტუმრის ბაგეშენახებ და დორბლდადენილ თუნდაც ბოჰემურ ბროლს.
მოკლედ, ახლა თავად ღვინის ასორტიმენტს რაც შეეხება: ამ საქმის ექსპერტი ნამდვილად არ გახლავართ და ჩემთვის მხოლოდ ორი მარტივი კატეგორიის ღვინო არსებობს: 1. მომწონს და 2. არ მოწონს. ფესტივალზე გასინჯული ღვინოებიდან რამოდენიმე, ჩემთვის განსაკთრებულად დასამახსოვრებელს გამოვყოფ: პირველ რიგში კი კომპანია „ხარებას“. რამდენიმე საკმაოდ გემრიელი ღვინის დაჭაშნიკების შემდეგ, ჩემს მახვილ თვალს ღვინის უცნაური ბოთლი მოხვდა მხედველობის არეში, რომლითაც „ხარების“ უცხოელი პარტნიორი ასევე უცხოელ სტუმრებს უმასპინძლდებოდა. არ დავიზარე და მოგებულიც დავრჩი.
განსაკუთრებულ ჭურჭელს შიგთავსიც განსაკუთრებული აღმოაჩნდა. ნამდვილად არ ვიცი, როგორ ახერხებენ ქართველი მეღვინეები გასაყიდი „უსახელოურის“ ჩამოსხმას (ძალიან ცოტა მოდის), მაგრამ ამ სახელით რაც დაგვალევინეს, ჩემს გემოვნების რეცეპტორებს ძალიან ეამა და ესიამოვნა. თურმე, დიდი ხნის წინათ დადიანების სიძეს, პრინც მიურატს გლეხი გაექცა, რომელიც რაჭაში გადასახლდა და თან ფრანგი ბატონის მიერ ოჯალეშზე დამყნობილი უცხო ჯიშის ვაზის ნერგი გაიტაცა. ვაზმა მხოლოდ ერთ სოფელში და ძალიან პატარა ტერიტორიაზე გაიხარა და მიურატს უკან რომ არ მოეთხოვა, უსახელოური დაარქვეს. ამ ისტორიის სიმართლეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვაზი რომ მართლაც ძალიან ცოტაა და თავის დროზე სტალინს ყვარებია მეტისმეტად (ამბობენ, სხვა ღვინოს არ სვამდაო) - ზუსტად ვიცი. ამიტომ, ამ საქმეში ჩემზე მეტად ჩახედული ხალხი ირწმუნება, რომ „უსახელოურის“ გასაყიდად ჩამოსხმა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჩემს მიერ გასინჯული ღვინის აუთენტიკურობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელი იყო და ლამაზი 50 ლარიც ღირდა (1 ბოთლი).

შორიახლო ასევე „უსახელო“ დახლი იყო (მცდელობის მიუხედავად ვერ დავადგინე ვინ იყვნენ), რომელზეც ალბათ 10 წლის მანძილზე ნაგროვები მოსავლისგან დაწურული „უსახელოური“ იყო წარმოდგენილი და გულუხვადაც არიგებდნენ. შეიძლება სპეციალისტები არ დამეთანხმონ, მაგრამ „ხარების“ უფრო ცოტა, მაგრამ ბევრად უფრო გემრიელი იყო.
გარდა იმისა, რომ „ხარებას“ ძალიან დიდი და საკმაოდ გემრიელი არჩევანი ჰქონდა, განსაკუთრებით მის დახლზე დანახულმა წიბწის (ყურძნის კურკის) ზეთმა გამახარა. ეს ზეთი საკმაოდ სასარგებლოა და ძალიან უხდება საზაფხულო სალათებს. აქამდე თილისში სულ რამდენიმე ადგილას და ისიც იტალიური ან ფრანგული იყიდებოდა. ძალიან მიხარია, როგორც მე ვეძახი ხოლმე - „ცივილიზაციის პატარ-პატარა ნიშნები“ (ანუ მასკარპონე, ესპრესო, ვოირჩესტერის სოუსი, ტრიუფელი ზეთი და ა.შ.) ნელ-ნელა საქართველომდეც რომ აღწევს. თუმცა, ჩემს სიხარულს ორი პატარა ნიუანსი ცოტათი ანელებს: მართლა ვერ ვხვდები რატომ ღირს უცხოეთიდან შემოტანილი იგივე პროდუქტი სამჯერ უფრო იაფი და რატომ იყიდება მარტო მცხეთაში ან თერჯოლაში (კომპანიის საფირმო მაღაზიებში).
ძალიან გემრიელი ღვინოები ჰქონდა გამოფენილი „კორპორაცია ქართულ ღვინოსაც“, მაგრამ ქართველი მომხმარებლისთვის მაინცდამაინც ვერ ემეტებოდათ. მაგალითად, თეთრი ღვინის „ქვევრის“ გასინჯვაზე ცივი უარი გამოგვიცხადეს: ვერ გაგიხსნით, ძვირი ღირს და უცხოეთში მიგვაქვს გასაყიდადო. მაშინ ეგებ ის მაინც გვითხრათ, ყიდვა სად შეიძლებაო - ჯიუტად არ შევეშვი მე. ეს ქართველებისთვის არ არისო... „კორპორაცია ქართული ღვინო სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც უპირველეს ყოვლისა, სწორი მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიით არის განპირობებული“ - გვამცნობს კომპანიის ბუკლეტი. მე არ ვიცი რას ეძახიან ჩვენთან მარკეტინგს, მაგრამ არც ერთი უცხოელი ბისნესმენი არ იკადრებს, გამოფენაზე გაიტანოს საქონელი და თითო ბოთლი არ გაიმეტოს გასახსნელად.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, კიდევ ერთი სტენდი, სადაც ძალიან ზრდილობიანი და სანდომიანი ახალგაზრდა კაცი იდგა და ყველა გამვლელ-გამომვლელს გულუხვად სთავაზობდა ერთადერთი სახეობის წითელ მშრალ ღვინოს. დავინტერესდი და არც ვინანე. ბაღდათელ გიორგი სოფრომაძეს თავისი ხელით დაწურული და ქვევრში დაყენებული „ჩხავერი“ ჰქონდა გამოტანილი. გამოფენაზე თუ მოხვდებით, არ დაიზაროთ და გასინჯეთ - ნამდვილად არ ინანებთ. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ღვინის ყიდვაც მხოლოდ ბაღდათში შეიძლება.

აქვე უნდა გამოგიტყდეთ, რომ სამელზე მეტად უამრავ ღვინის სტენდებს შორის გაშლილმა ყველის ორმა სექციამ გამახარა. ქართული ყველის სახლი და ფოკის წმინდა ნინოს მონასტრის ყველი ყველაზე მეტ სტუმარს იზიდავდა.
მონასტრის წარმომადგენლები მნახველს ნაცარში შენახული ჯავახური ცისფერი, მონასტრული ცისფერი, კლასიკური ცისფერი, წაბლის ხის ფოთოლში დამწიფებული, წიწაკიან და სანალებლებიან ზეთში დამწიფებული ყველით, აბულით, თეთრი აბულით, პირამიდითა და მონასტრული ქართული ყველთ უმასპინძლდებოდა. შთაბეჭდილებას და აღტაცებას ვერ გადმოგცემთ. თავად უნდა გასინჯოთ, მაგრამ ამისთვის ფიკში წასვლა მოგიწევთ - თბილისელებისთვის ეს ნუგბარიც მიუწვდომელია. რა მიკვირს იცით? დანიიდან ბრინზის (ბერძნული ყველი) და შვედეთიდან მოცარელას (იტალიური ყველი, რომელიც სინამდვილეში სამეგრელოში კარგად ცნობილი კამეჩის სულგუნია) შემოტანა ხერხდება და ფოკიდან თბილისში არამალფუჭებადი ყველის ჩამოტან რა პრობლემაა? ეტყობა ფინანსურადაა წამგებიანი...
რაც შეეხება, ქართულ ყველის სახლს, იქაც ძალიან გემრიელი და საინტერესო ასორტიმენტი იყო: პიტნიანი, დაჩეჩილი, წიწაკიანი, ყურძნის მარინადში, ნიგვზიანი ყევლი. მაგრამ სხვა სტენდებისგან განსხვავებით, მომსახურება მოიკოჭლებდა. საბჭოთა მაღაზია გამახსენდა: დახლუკან გადადებული ყველის გროვები დამთვალიერებლისთვის აშკარად არ ემეტებოდათ (თვალსა და ხელშუა მომსახურე პერსონალის ჩანთებში ქრებოდა) და გასასინჯად ჩამოჭრა ენანებოდათ. თუმცა, ამაყად გამომიცხადეს, რომ მათი პროდუქცია „გუდვილში“ იყიდება (კვირაში ორჯერ მაინც დავდივარ და დღესაც ვიყავი - არაფერი მსგავსი არ ყოფილა) და სულ ერთ კვირაში ნუცუბიძის ქუჩაზე საფირმო მაღაზიასაც გახსნიან. აუცილებლად ვეწვევი.

ერთი სიტყვით, ძალიან კარგი იყო, ბევრი რამ მომეწონა, მაგრამ მომავალ გამოფენას თუ დაველოდები, თორემ, ყველაფერზე პასუხად მივიღე, რომ თბილისში არაა და როდის იქნება არ იციან...
ველოდოთ და იმედი ვიქნონიოთ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მსუბუქად შეზარხოშებული მერი პოპინსი
2 კომენტარი.:
"მეღვინეობა ხარება"-ს მაღაზია 1 წელია, რაც გაიხსნა თბილისში. ეს გახლავთ პრემიუმ კლასის საფირმო მაღაზია, სადაც კვალიფიცური პერსონალი დაგეხმარებათ ღვინის არჩევაში და შესაძლებელია სხვადასხვა ღვინის დეგუსტაცია.
აქ შეგიძლიათ შეიძინოთ უიშვიათესი სახეობის ქართული ღინოებიც, რომლებსაც მხოლოდ "ხარება" აყენებს და ასხავს.
თბილისის მაღაზიის მისამართი: რუსთაველის გამზ. N50 მაღაზია ზენიას და გარდერობს შორის). მაღაზიაში იყიდება როგორც ბოთლის ასევე ჩამოსასხმელი თეთრი და წითელი ღვინოები.
დიდი მადლობა, საჭირო და საინტერესო ინფორმაციისთვის, გეწვევით აუცილებლად!
Post a Comment