5.2.13
შავი გველი და ნამდვილი ჩინური ახალი წელი
Approved by
პირველ იანვარს ჩვენგან უკვე მიღებული და გულუხვად გასტუმარმასპინძლებული
შავი გველის წელი თავის ჩინურ ახალ წელთან ერთად სინამდვილეში კვირას, ანუ 10 თებერვალს
დგება. ამიტომ, ვისაც მისი გულის მოგება გულით გსურთ, 31 დეკემბერს ჩაცმული შესაფერისი
ფერის ტანისამოსი და სუფრაზე დალაგებული ნუგბარ-ნუგბარები არ გიშველით, თავი ათშიც
უნდა შეიწუხოთ.
ამისთვის პირველ რიგში შავი გველის ხასიათსა და მოთხოვნებში
უნდა გავერკვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის, მზის კალენდროთ მცხოვრებთათვის,
რბილად რომ ვთქვათ, გველი მაინცდამაინც კარგ
ასოციაცია არ იწვევს (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო პირველი ქალისა და გველის
შეხვედრა როგორ დამთავრდა ყველამ კარგად ვიცით), აზიაში მას მომაჯადოებელი სილამაზის,
ნაყოფიერების, დღეგრძელობის, სიბრძნისა და გონიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ. უფრო მეტიც,
გველის სისხლს და ხორცს კულინარიაში აქტიურად იყენებენ. ითვლება, რომ გველის ხორცი
ადამიანს ძალ-ღონეს მატებს, სისიხლი კი ხვადასხვა
დააავადებებისგან კურნავს. ასე რომ, ჩინურ ჰოროსკოპს თუ ვენდობით, შავი ანუ წყლის გველის
წელი გამორჩეულად მშვიდი და ბედნიერი უნდა იყოს. განსაკუთრებულად კი დინჯ, გაწონაწორებულ
და გამრჯე-შრომისმოყვარე ადამიანებს გაუმართლებს.
შავი გველის წლის შესახვედრად რომ შავშებში ან მეტალიკ
ფერებში უნდა გამოეწყოთ ამაზე აღარ ვილაპარაკებ და პირდაპირ გველის კულინარიულ
მოთხოვნილებებზე გადავალ. რას ჭამს გველი? უცერემონიოდ და მთლიანად ყლაპავს ნებისმიერ პატარა
ზომი ცხოველს. ამიტომ უპრიანი ოქნება მთლიანი თევზის, ქათმის, იხვის (ალბათ ჩინელ გველს
ყველაზე მეტად ეს უკანასკნელი ესიამოვნება) ან კურდღლი მომზადება. იგივე მოვალეობას
შესანიშნავად შეასრულებს ჩვენებური დაბრაწული გოჭიც, მით უმეტეს, რომ ასეთი კერძების
მომზადებას დიდი ხლაფორთი არ უნდა - შეაგდე ღუმელში და წადი, მშვიდად უყურე ტელევიზორს ან დალიე ყავა.
დიდი-დიდი ქათამზე ან გოჭზე აჯიკის გადასმით შეიწუხო თავი. უკვე გამზადებული კერძი
კი ფართო ლანგარზე მოათავსეთ და ირგვლივ ფერად-ფერადი ბოსტნეული შემოულაგეთ (პამიდორი,
კიტრი და სალათის ფურცლები). დარწმუნებული ვარ, ლამაზად გაფორმებული, ეფექტური და გემრიელი
საჭმელი გველს ძალიან ეამება.
გველისთვის შებოლილი თევზის, ბეკონისა და ყველის სტილის
ცივი „ზაკუსკაც“ გამოდგება და ნურც ქათმისა და ზღვის პროდუქტების სალათებზე (მოგეხსენებათ,
გველი წყლისაა) დაიშურებთ ენერგიას. და, რაც მთავარია, ხილი! უხილობას გველის დახვეწილი
და სათუთი გული ვერ აიტანს.
შავი გველის წელი ინის ანუ ქალური საწყისის ენერგიით
ხასიათდება და ამიტომ სასმელების შერჩევასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქვიოთ: ჩვეულებრივი
ღვინო და ლუდი დაივიწყეთ. არისტოკრატი წყლის გველაძუის კეთილგანწყობისთვის კარგი კონიაკი,
ვისკი, ხარისხიანი არაყი, ფრანგული ღვინოები და რასაკვირველია ფრანგული ან იტალიური
შუშხუნა ღვინოები დაგჭირდებათ. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ძვირია.
და ბოლოს, რასაკვირველია ჩაი! არცერთი თავმოყვარე ჩინური
ჰოროსკოპის სიმბოლო არ აიტანს მის საპატივცემულო სუფრას კარგი ჩინური ჩაის გარეშე, კეთილგანწყობის გამოვლენაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია! ასე რომ, ჩაი და ტკბილეულიც უნდა მოიხაზიროთ.
გინდა ჩინურ და გინდა ჩვენებურ ახალ წელს რომ მხიარულად
და სასიამოვნო ხალხში უნდა შეხვდეთ ეს ისედაც იცით. ჰოდა, მეც ბედნიერ და წარმატებულ
გველის წელს გისურვებთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment