French Crullers - მოხარშული ცომის პონჩიკები

Approved by Natia Jinjolava


French Crullers - მოხარშული ცომის პონჩიკები

გამიდი 16 ცალი
ცომისთვის: ¼ ლ წყალი, 60 გრ კარაქი, მწიკვი მარილი, 150 გრ ფქვილი, 3-4 კვერცხი
სარკალასთვის: 150 გრ შაქრის პუდრა, 3 ს/კ რომი
1 ლ ზეთი ან ერბო ფრიტიურისთვის
პონჩიკების მოსახარში ქვაბის ან საფრიტიურეს ზომაზე გამოვჭრათ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ კარაქი. პატარა ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავაგდოთ კარაქი და წამოვადუღოთ. ჩავყაროთ ფქვილი და დაბალ ცეცხლზე ენერგიულად ვურიოთ სანამ ერთგვაროვან და პრიალა ცომს არ მივიღებთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, სულ ოდნავ შევაგრილოთ და გადავურიოთ კვერცხები სათითაოდ. სანამ ერთ კვერცხს არ შეიზელს, მეორეს ნუ დაუმატებთ, შეიძლება მეოთხე კვერცხი სულ არ დაჭირდეს. ცომი მოვათავსოთ ვარსკვლავის ფორმის თავიან საკონდიტრო ტომსიკაში. 
ზეთი ჩავასხათ ფართო ქვაბში და გავახუროთ 175°C-მდე. (ხის კოვზს რომ ჩავყოფთ, ცხელმა ზეთმა ბუშტები უნდა გაიკეთოს). პერგამენტის ქაღალდზე დავსვათ ცომის რგოლები და ქაღალდიანადვე ფრთხილად ჩავუშვათ მდუღარე ზეთში. რგოლები პერგამენტს მოშორდება თუ არა, პერგამენტი ამოვიღოთ. თავად რგოლები კი ერთი მხრიდან რომ დაიბრაწება, გადავატრიალოთ და მეორედანაც დავბრაწოთ. დაბრაწული პონჩიკები ამოვიღოთ ქაფქირით და ზედმეტი ცხიმის დასაწრეტად ქაღალდის ხელსახოცზე დავყაროთ.
შაქრის პუდრა, რომი და 1 ს/კ წყალი გავქნათ ჩანგლით და მოვასხათ ცოტათი შეგრილებულ რგოლებს, რგოლები გასაშრობად ცხაურზე დავალაგოთ, მერე კი მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment