17.2.13
Oliebollen - ჰოლანდიური პონჩიკი
Approved by
Oliebollen - ჰოლანდიური პონჩიკი
375
გრ ფქვილი, 25 გრ საფუარი, 2 ს/კ შაქარი, 1/8 ლ თბილი რძე, ½ ჩ/კ მარილი, 3 კვერცხი,
4 ს/კ ყავიფერი ქიშმიში, 4 ს/კ ყვითელი ქიშმიში, 4 ს/კ ფორთოხლის კანის ცუკატები,
1 ს/კ ლიმონის გახეხილი ცედრა, 1 ლ ზეთი, შაქრის პუდრა მოსაყრელად
ფქვილი გავცრათ და ჩავყაროთ ჯამში, შუაში გავუკეთოთ
ჩაღრმავება, ამ ჩაღრმავებულში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი. დავასხათ ცოტაოდენი რძე
და მოვურიოთ საფუარი კარგად რომ გაიხსნას, ოღონდ მთელ ფქვილს ჯერ ნუ შევურევთ და გავაჩეროთ
თბილ ადგილას სანამ საფუარი ბუშტების გაკეთებას არ დაიწყებს. მერე დავუმატოთ დარჩენილი
რძე, კვერცხები, მარილი და მოვზილოთ ცომი.
ცომი პრიალა რომ გახდება და ჯამის კედლებიდან მოშორებას დაიწყებს, გადვაფაროთ სუფთა
ჩაის ტილო და 60 წუთით დავდგათ თბილ ადგილას. ამოსული ცომი ზომაში 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.
დიდი ქვაბით დავადგათ ზეთი ცეცხლზე და გავაცხელოთ 160°C-მდე (ხის კოვზს რომ ჩავყოფთ,
ცხელმა ზეთმა ბუშტები უნდა გაიკეთოს). ცომს სწრაფად დავუმატოთ ქიშმიში, წვრილ კუბიკებად
დაჭრილი ფორთოხლის ცუკატები და ლიმონი ცედრა. ცომისგან დავაგორგოლაოთ ბურთულები, თითო
დაახლოებით 4 ს/კ ცომის ოდენობის და დაახლოებით 5 წუთი ვხარშოთ ზეთში (გადავატრიალოთ
ხოლმე). ერთ ჯერზე, ბერვს ნუ ჩაყრით, 3-4 ჩააგდეთ. დაბრაწული პონჩიკები ამოვიღოთ ქაფქირით და ზედმეტი ცხიმის დასაწრეტად ქაღალდის ხელსახოცზე დავყაროთ. ცხლადვე მოვაყაროთ ბლომად
შაქრის პუდრა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment