8.2.13
„თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო...“
Approved by
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და სულ ახლახანს ახალი წელი
დაუდგათ... ხეებს. - რაო? - იკითხავთ თქვენ. დიახ, ოთხი ებრაული კალენდრიდან ერთით თუ ბი-შვათი ანუ ხეების ახალი წელი დადგა, რაც ჩვეულებრივ ენაზე იმას ნიშნავს,
რომ ისრაელში წვიმების სეზონი დამთავრდა და ბუნებამ გამოიღვიძა. იუდაიზმის ოთხი ქრონოლოგია
და ოთხი კალენდარი ოთხი სხვადასხვა სამყაროს ასაკს ცალ-ცალკე აღრიცხავს. ერთი კალენდრით
(რომლის პირველი თვეც ნისანია) ისრაელის ისტორიას ითვლიან; მეორეთი (რომლის პირველი
თვეც ტიშრეია) - კაცობრიობის ისტორიას; მესამეთი (რომელის პირველი თვეც ელულია) ცხოველთა
ასაკი იზომება; მეოთხეთი კი (რომლის პირველი თვეც შვათი გახლავს) ხეების.
აუ, ისე მაგარი საინტერესოა, არა? ნამდვილად არ ვიცი,
რომელი კალენდრით რომელი წელია ისრაელში და საერთოდ რა სისტემით იზომება დრო (შეიძლება
დიდი სისულელეც დავაბრეხვო), მაგრამ ალბათ
ერთ დღეს და ერთ საათში დაბადებული ადამიანი და თხა, დაარსებული ქალაქი და დარგული
ხე, ზოგი 20 წლის იქნება და ზოგი ოთხის.
ერთი სიტყვით, ძველ ებრაულ სახელმწიფოში ხიდან დაკრეფილი
ყოველი წლის მოსავლიდან ერთი მეათედი ღატაკების წილში მიდიოდა, მეორე მეათედი კი
მღვდლებისა და ლევიტების იყო. ერთი წლის მოსავალი მეორისაში რომ არ არეულიყო, ბრძენმა
და მუყაითმა ებრაელებმა თუ ბი-შვათი მოიგონეს. თანაც, უძველესი კანონების თანახმად,
ახალდარგული ხის ან მცენარის ნაყფის ჭამა პირველი სამი წლის მანძილზე სასტიკად იყო
აკრძალული და ამიტომ პატიოსანი კაცის სახელის შესანარჩუნებლად ხის ზუსტი ასაკის ცოდნას ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობა ქონდა.
მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“ გახოვთ? პირველად
სწორედ მანდ წავიკითხე, რომ ძველად საქართველოში ფერისცვალებამდე ხილის ჭამა აკრძალული
იყო და დიდხანს ვშოთავდი და ვვიშვივებდი ხეზე ფუჭად შემხმარი ივნისის გოგრა ბლისა და
ჩიტებისგან დაკენკილი დაუკრეფავი მაისის მარწყვის გამო.
ასეა თუ ისე, 70 წელს, მეორე ტაძრის დაქცევის შემდეგ (არ მკითხოთ რაა, არ ვიცი), ებრაული სახელმწიფო დაიშალა, გამანადგურებელმა ომებმა ტყეები და მცენარეები მოსპო, ებრაელებმა მშობლიური მიწა მიატოვეს და თუ ბი-შვათის აღნიშვნის ტრადიციაც გაქრა.
ასეა თუ ისე, 70 წელს, მეორე ტაძრის დაქცევის შემდეგ (არ მკითხოთ რაა, არ ვიცი), ებრაული სახელმწიფო დაიშალა, გამანადგურებელმა ომებმა ტყეები და მცენარეები მოსპო, ებრაელებმა მშობლიური მიწა მიატოვეს და თუ ბი-შვათის აღნიშვნის ტრადიციაც გაქრა.
სიონისტური მოძრაობის განვითარებასთან და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებასთან
ერთად ხრიოკ უდაბნოდ ქვეული მიწის გამწვანება-განაშენების საკითხი კვლავაც აქტიურად
დადგა და 1890 წლის 15 შვათს ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა თავის მოსწავლეებთან ერთად
ნერგები ჩარგო და ასე იქცა ხეების დარგვა ამ დღესასწაულის ტრადიციად, აყვავებული ნუშის
ხე კი მის სიმბოლოდ.
ხეების ახალ წელს ებრაელები თორას იხსენებენ, სადაც
წერია რომ ნაყოფისმსხმელი ხის მოჭრა, მისი ტოტის მოტეხვა და დაზიანება დიდი ცოდვაა და რომ ხე ადამიანს გავს და მისი ყველაზე მთავარი ნაწილი ფესვებია. საზეიმო სუფრაზე კი ხორბალი, ზეთის ხილი, ფინიკები, ლეღვი და ბროწეული გამოაქვთ. სხვადასხვა
კუთხის ტრადიციის თანახმად, ამ დღის ნადიმს შვიდი, თხუთმეტი და ორმოცდაათი სხვადასხვა
ჯიშის ხილი უნდა ამშვენებდეს. თქვენი არ ვიცი და 50 ჯიშის ხილის ჭამა კი არა, ჩამოთვლაც
კი მიჭირს, მათ სახლში მოზიდვაზე რომ აღარაფერ ვთქვა...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment