15.2.13
Bomboloni alla crema - იტალიური პონჩიკები კრემით
Approved by
Bomboloni
alla crema - იტალიური პონჩიკები კრემით
ცომისთვის:
500 გრ ფქვილი, 25 გრ საფუარი, 2 ს/კ შაქარი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, 3 საშუალო
ზომის კვერცხი, 250 გრ არაჟანი, 1 მწიკვი მარილი
კრემისთვის:
½ ლ რძე, 100 გრ შაქარი, 4 კვერცხის გული, 75 გრ ფქვილი, 1 ს/კ კარაქი, 1 ლიმონის გახეხილი
ცედრა ან ვანილი
ასევე:
არაქისის ზეთი პონჩიკების დასაბრაწად და შაქარი პონჩიკების ამოსაგანგლავად
პირველ რგში მოვამზადოთ კრემი: სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ
რძე, კარაქი და ლიმონის ცედრა. გადმოვგათ ცეცხლიდან. ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გულები
და შაქარი. მასა რომ გაღიავდება გადავურიოთ ფქვილი და წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ჯერ
კიდევ ცხელი რძე. კვერცხის და რძის მასა დავაბრუნოთ რძის ქვაბში, შემოვდგათ საშუალო
ცეცხლზე და მორევა-მორევით წამოვადუღოთ. ვადუღოთ 2 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. უფრო
მალე რომ გაგრილდეს გადავასხათ ფართო ჯამში. ქერქი რომ არ გაიკეთოს, ცელოფანი გადავაკრათ
(ცელოფანი კრემის ზედაპირს უნდა ეხებოდეს). სანამ კრემი გრილდება, მივხედოთ პონჩიკებს.
ცოტაოდენ თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და შაქარი, გავაჩეროთ
10-15 წუთი და საფუარი ბუშტებს რომ გაიკეთებს, დავუმატოთ ჯამში ერთმანეთში გადარეულ
ფქვილს, მარილს, კვერცხებს, ლიმონის ცედრასა და ნაღებს. მოვზილოთ ცომი. ვზილოთ სანამ
ცომი არ შეიკვრება, პრიალა არ გახდება და ჯამის კედლებს არ მოშორდება. მერე გადავაფაროთ
ჩაის ტილო და თბილ ადგილას გავაჩეროთ 1 საათით. ამოსული ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ
დაფაზე და საბრტყელებლით გავაბრტყელოთ 1,5 სმ-ის სისქეზე. 7-8 სმ დიამეტრის ჭიქით ან
საგანგებო საჭრელით ამოვჭრათ წრეები. გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ სანამ ცომის
წრეები ზომაში არ გაორმაგდება. ფართო ქვაბში გავაცხელოთ ზეთი 175°C-მდე და თითო ჯერზე
3-4 პონჩიკი მოვხარშოთ - ერთი მხრიდან რომ დაიბრაწება, კოვზით ან ჩანგლით გადავატრიალოთ
და მეორედანაც დავბრაწოთ. ამოვიღოთ ქაფქირით და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი
ცხიმისგან დასაწრეტად. ცხელივე ამოვგანგლოთ თეფშზე დაყრილ შაქარში და საკონდიტრო შპრიცის
მეშვეობით დავტენოთ მოხარშული კრემით. მივირთვათ ცხლად.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment