თევზის მოყვარულთათვის

Approved by Natia Jinjolava

თქვენი არ ვიცი და სიცივეში ცხელი კერძები ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ე.წ. "запеканка". ისე, ეგებ ვინმე დამეხმაროთ და მითხრათ ქართულად როგორ არის? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაიმე მაჭკატისდამაგვარი სახელი ექნება. თვითონ სახელწოდება უნდა იყოს გემრიელი და ინტრიგის შემცველი.
რაც შეეხება ამ რეცეპტს, მართლა ძალიან არომატული და ნაზია. ვისაც თევზი უყვარს, უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩება. ჰო, ცოცხალ კიბორჩხალას მე კონსერვირებულით ვცვლი. მოგეხსენებათ, ჩვენი სუპერმარკეტები ახაი ზღვის პროდუქტებით ჯერ-ჯერობოთ არ გვანებივრებენ. თუმცა, ამ ვიდეოში პირადად ჩემთვის, თავად კერძზე უფრო მეტად საინტერესო კიბორჩხალის გაწმენდის წესი იყო.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

2 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    ჩემო მერი, запеканка-ს ქართულად "მობრაწულა" ჰქვია (მარტივი და ადვილად გასაგები სახელი). აი, пикша-ს ქართული შესატყვისი არ ვიცი...

  1. Natia Jinjolava

    ვააა რა მაგარია! მობრაწულა უკვე გემრიელად ჟღერს. ასეთი სახელიც უნდა ჰქონოდა - მადლობა ჩვენს ენის პალატას! რაც შეეხება ზემოხსენებულ თევზს, მეც არ ვიცი რომელია. მე მარტივად ვცვლი შებოლილი თევზით,ცოცხალ კრევეტს გაყინულით,ნატურალურ კიბორჩხალას კი კონსერვით:) ჩემს მომზადებულ მობრაწულასა და ამ ვიდეოში ნაჩვენებ კერძს შორის ზუსტად იგივე სხვაობაა, რაც ჩემსა და მაგ მზარეულს შორის. თუმცა, კაცმა არ იცის, რეალურად რომლის უფრო გემრიელი გამოვა!

Post a Comment