28.12.10
ვარიაცეიები ტირამისუს თემაზე
Approved byძველ რეცეპტებს ვათვალიერბდი და საინტერესო დესერტს გადავაწყდი: იულია ვისოცკაიას ტირამისუს. თუმცა, ამ ნამცხვარს კლასიკურ ტირამისუსთან, ინგრედიენტების გარდა, საერთო არაფერი აქვს. მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია და თან ადვილად, პრაქტიკულად უშრომლად კეთდება.
მინდა ავღნიშნო, რომ ნამდვილ ტირამისუს კიდევ უფრო ცოტა შრომა სჭირდება. რეცეპტის აქვე მოწოდებას ვაპირებდი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ბლოგს იტალიას ნაზიარები და, კლასიკურ და არმხოლოდ, ტირამისუ ნაჭამი მკითხველები შემოეჩვივნენ. მე კი შრომის დანაწილების პრინციპის მომხრე ვარ. მარტო მე წერით და თქვენ მარტო კითხვით - შორს ვერ წავალთ... ვიმეგობროთ, ვითანამშრომლოთ და მივირთავთ ტირამისუ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
2 კომენტარი.:
როგორც იქნა, საკუთარ თავს ვაღირსე და დავრეგისტრირდი. ამინ! ტირამისუს დანახვაზე ავღელდი და ვეღარ მოვითმინე. ტირამისუს რეცეპტების მთელი დასტა მაქვს და გაგიზიარებთ.
ჩვენც გაგვიზიარეთ....
Post a Comment