18.12.10
ახდა, ასრულდა ოცნება!
Approved byროგორც იქნა, უბრალო მოკვდავ-მკითხველებსაც მოგვეცა თავის გამოჩენის საშუალება! მადლობა, მადლობა და დიდზე დიდი მადლობა! რას ვეღირსე! თქვენისთანა გამოჩენილი ადამიანების გვერდით მოკრძალებულად ავიტუზე და ვაქვეყნებ ჩემს ნამუშევარს. ეს დიდი პრივილეგია რომ არ ჩამომართვათ, ხომ ხედავთ, წერის სტილშიც გბაძავთ და ვცდილობ დაგემსგავსოთ.
ვხვდები, უკვე ზედმეტი მომდის და სანამ გამაპანღურებთ, აჯობებს საქმეზე გადავიდე.
შეპირებული ალუბლის ნაყენი ლიონებერგადან:
3კგ ალუბალი, 1 კგ შაქარი, 0,5 ლ სპირტი. ალუბალი ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, მოაყარეთ შაქარი. დოლბანდი გადააფარეთ და დადგით მზეზე 6 კვირით, ალუბლის კარგად დასადუღებლად. გადაწურეთ ალუბლის წვენი, ჩაასხით ბოთლებში, დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ გრილ ადგილას. თუ ხუტორი ლიონებერგას მცხოვრები ხართ, გადაყარეთ ალუბალი (ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით), წინააღმდეგ შემთხვევაში, ალუბალს კიდევ ერთხელ დაასხით სპირტი, თავი კარგად დაახურეთ და 2 თვე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. გადაწურეთ და გაფილტრეთ. 5-6 თვის შემდეგ დალიეთ.
p.s. ჰა, შექებას ველოდები ცალკე სტატიაში თუ არა, კომენტარების სახით მაინც. ჩემი არჩეული სურათებიც ხომ მაგარია?!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა
(ხომ ხედავთ, აქაც არ ჩამოგრჩით)
2 კომენტარი.:
გილოცავ! ესეც მკითხველის პირველი წერილი! განსაკუთრებით მიხარია, შენი რომაა (თუმცა, ვინ დაგასწრებდა)...
მაგრამ ბოლო სიტყვა შენი მაინც არ იქნება :)აი, კიდევ ერთი საინტერესო რეცეპტი:
Наливка "Печеная вишня"
Водка, вишня, сахар. Разложить спелые, очищенные от веточек вишни на дощечке и положить их в печь, чтобы вишни немного поморщились, но не высохли. Остудить их наполнить ими приготовленный бочонок или бутыль. Когда бочонок будет совсем полон, влить в ягоды водку, дать постоять в холодном погребе 10 дней. Затем всю жидкость налить в отдельную бутыль, ягоды же залить водкой во второй раз, оставить на две недели, слить жидкость, залить ягоды в третий раз и дать постоять 7 недель. Потом все три наливки смешать вместе, подсластить по вкусу, закупорить, засмолить и держать в погребе.
სხვათაშორის, ლიქიორი და ნაყენი განსაკუთრებით გემრიელი გამოდის, ნაყოფის გარდა ალუბლის კურკებს თუ დაჩეჩქვავ და დაამატებ. ძალიან მაგარ გემოს აძლევს:)
კურკებს შეეშვით და მე დამიტოვეთ - ის უნდა ავისრულო, რასაც მე მიკრძალავდნენ და კარლსონს არა! თუმცა ამ უწესო საქციელისთვის ალბათ ჯარიმას ვერ ავცდები:)))
Post a Comment