29.12.10
ნაძვის ხის ქვეშ დამალული სურვილები
Approved byმოგესალმებით ჩემო ძვირფასებო!
ალბად ახალ წელს თქვენც ისევე მოუთმენლად ელით, როგორც მე. სურვილებიც გექნებათ მომზადებული. მინდა სურვილებთან დაკავშირებული ორი წლის წინანდელი ისტორია გავიხსენო. როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს სჯერათ, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. ან კიდევ შეიძლება სულაც არ სჯერათ, მაგრამ ჩვენ გვარწმუნებენ, ვითომ ძალიან უხარიათ თოვლის ბაბუა საჩუქარს რომ მოუტანთ და ამგვარად უფროსებს გვაბრიყვებენ. ჩვენი ბიჭუნა ყოველთვის ჩამოწერდა ხოლმე სურვილებს, ჩადებდა კონვერტში და ნაძვის ხის ქვეშ ტოვებდა ხოლმე ამ მაგიურ ბარათს. მერე კი ყოველ დილით ამოწმებდა, თოვლის ბაბუამ წაიღო თუ არა მისი სურვილები. ამ შემთხვევაში, თოვლის ბაბუის ფუნქციას ჩემი მშობლები ასრულებდნენ. მეც ერთხელ გადავწყვიტე, რომ მეხუმრა და ჩემს მშობლებს საჩუქრების მოკრძალებული ჩამონათვალი გავუმზადე, ჩავდე თეთრ კონვერტში, მაგრად დავლუქე და ნაძვის ხის ქვეშ დავდე. ხოლო თუ რა ეწერა იმ ჩამონათვალში, ამ წერილის ბოლოს გაიგებთ. ჩემგან განსხვავებით, ბიჭუნას ყველა სურვილი აუსრულეს, ჩემი სურვილების სია კი ნაძვიხსესთან დარჩა და, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა კითხულობდა და გულში ფიქრობდა ”ვაი შენს პატრონსო”:)). ახლა აღარ დაგღლით და მოკლედ გეტყვით, რომ ჩამოწერილი ოთხი სურვილიდან სამი ნამდვილად ამიხდა მომდევნო წელს: 1. ვიყიდე ახალი მანქანა, სწორედ ის ბრენდი, რომელიც მინდოდა (მართალია, სხვა ფერის, მაგრამ ასეთ უმნიშვნელო უზუსტობებზე პრეტენზია არ მაქვს); 2. ვიყავი ჩემს საყვარელ ევროპის ქვეყანაში; 3. ვიშოვე ისეთი სამსახური, როგორიც მინდოდა, თან პრესტიჟულ კომპანიაში. ხოლო იმ მეოთხე სურვილს რაც ეხება, ისევ ნაძვისხის ქვეშ თეთრ კონვერტში დევს. დღეს თუ ხვალ თოვლის ბაბუა მოაკითხავს და წაიღებს:). ვიცი, რომ 2011 წელს ამისრულდება. ასე რომ, ხანდახან უწყინარი ხუმრობა შეიძლება რეალობადაც იქცეს!
კეთილი სურვილებით, თქვენი ეფიგენია დაუთფაიერი
6 კომენტარი.:
მოკლედ, სურვილების სია გავაშანშალე და ნაძვის ხის ქვეშ სათუთად მოვათავსე. ვაიიი, ნაწილი მაინც თუ არ ამისრულდა, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, მომავალი წლის ბოლოს შენ მოგაკითხავ მაგ სიით! :)))))))))
უკან ჩემი სიით მე მოგყვები!:)))ვცადოთ, ჩვენი რა მიდის? ერთი ფურცელი (მკაცრი გაფრთხილება: ნუ გადაამლაშებთ და ძალიან გთხოვთ, თქვენი სურვილები ერთ ფურცელზე დაატიეთ. ჰა,ჰა, მეორე გვერდზე ერთი აბზაცი დაამატოთ)
ჩემი სიაც გამზადებულია და ახლა ყურადღებით წამკითხველს და მერე მონდომებით შემსრულებელს ვეძებ!
აუ, კონვერტი არ მაქვს. მაგრამ მაქვს წებო! შემიძლია ჩემი ხელით დავამზადო. მემგონი წვალება და შრომა უფრო უნდა დამიფასდეს :)))))))))
მოკლედ, მეგობრებო, მომავალი წლის ბოლოსთვის ველოდები ფაქტებს და თქვენს მოხსენებებს ახდენილი სურვილების შესახებ:–)
მოხსენებებზე მეტად პრეტენზიების მოსასმენად მოემზადე, თუ არ აგვისრულდა!
Post a Comment