2.4.12
რას არ გაიგებ ამ პირველ აპრილს?!
Approved by
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პირველ აპრილს სტუდენტებზე
და მოზარდებზე უფრო ხშირად და „საფუძვლიანად“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხუმრობენ.
ამ დღეს პრესასა თუ ტელევიზიაში გავრცელებული სანქცირებული ტყუილების შედეგი, ხშირად
სულაც აღარ არის სახუმარო. ამის ნათელ და მხატვრულ მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ჩვენი
ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოცხადებული ომის დაწყების და პრეზიდენტის გარდაცვალების
მაგალითიც კმარა, როცა არცერთ ქართველ ჟურნალისტს არ უფიქრია, სანამ მათი „გონებამახვილი“
ოხუნჯობის აზრს ჩაწვდებოდნენ რა ემოცია უნდა ქონოდა ომახალგადატანილ მოსახლეობას, ან
იმ დედებს, ვისი შვილებიც იმ წუთას ჯარში იყო. ასეთ ხუმრობებზე საქართველოს საზღვრებს
გარეთ ძალიან მკაცრი კონტროლია და თანაც, არცერთი, რესპექტაბელურობაზე პრეტენზიის მქონე
მასმედიის საშუალება და მისი წარმომადგენელი არ მისცემს თავს უფლებას იხუმროს სამშობლოს
საზღვრების ხელშეუხებლობის, ომის ან სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე. სწორედ ამით განსხვავდება
სერიოზული პრესა და ჟურნალისტი ყვითელი და ბულვარულისაგან. მსგავსი ხასიათის ხუმრობა
ერთადერთხელ გავიდა 1941 წლის 31 მარტს ფრანკლინის ინსტიტუტის პრეს-რელიზის სახით,
სადაც სამყაროს დასასრულის თაობაზე იუწყებოდნენ და მისი ავტორი მეორე დღესვე
გაათავისუფლეს სამსახურიდან.
მეოცე საუკუნის მასმედიის ყველაზე წარმატებულ საპირველაპრილო
ხუმრობად (და ზოგადად, ამ ჟანრის ფუძემდებლადაც) 1957 წელს „BBC“-ის ეთერში გასული
საიახლე ითვლება, როცა ახალი ამბების წამყვანმა მოსახლეობას შცეიცარიაში მაკარონის
უჩვეულოდ უხვი მოსავლის აღების თაობაზე აცნობა. რეპორტიორი იუწყებოდა, რომ შვეიცარიელმა
ფერმერებმა აღარ იცოდნენ რა უნდა ექნათ „თბილი ზამთრითა და მაკარონის გრძელცხვირას
დამარცხებით“ გამოწვეული მაკარონის არნახული რაოდენობისთვის. ინფორმაციამ ისეთი ინტერესი
გამიწვია, რომ ტელეკომპანიაში მაკარონის საკუთარ ეზოში და სახლის წინ გაზონზე მოყვანის
მსურველთა არმიის ზარები არ წყდებოდა. რაზეც „BBC“-ის წარმომადგენლები დიპლომატიურდ
პასუხობდნენ, რომ „მაკარონი დასაფესვიანებლად პამიდორის სოუსიან ქილაში უნდა ჩადოთ
და მერე იღბალს მიენდოთო“.
1962 წელს შვეიცარიის ერთადერთ სატელევიზიო არხზე ახალ
ამბებში გამოაცხადეს, რომ შავ-თეთრი გამოსახულების გასაფერადებლად ტელევიზორის ეკრანისთვის
ნეილონის წინდა უნდა ჩამოგეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ ასი ათასობით შვედმა დაიჯერა
ტელეწამყვანების რჩევა, ნეილონის წინდაჩამოცმულ შვედურ ტელევიზორებში ფერადი მაუწყებლობა
მხოლოდ 1970 წლის პირველი აპრილიდან დაიწყო.
1976 წლის მარტის ბოლოს ბრიტანელმა ასტრონომმა პატრიკ
მურმა, „BBC”-ის რადიო ორის ეთერში გამოაცხადა, რომ „ასტრონომიის ისტორიაში გრადნიოზული
მოვლენა“ უნდა მომხდარიყო. როგორც ასტრონავტი ირწმუნებოდა, 1 აპრილს დილის ათ საათზე
პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან დადგებოდა, რაც დედამიწის მიზიდულობის ძალას შემაცირებდა
და შედეგად შესაძლებელი გახდებოდა რამდენიმე წუთით უწონადობის შეგრნება. მურის მიერ
დასახელებული საათის დადგომისთანავე, დამჯერმა ბრიტანელებმა სტუდიაში დაიწყეს რეკვა
და მოყოლა, რომ საკუთარ თავზე გამოსცადეს ფრენის საოცარი ეფექტი. ერთი ქალი
იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ თავის 12
სტუმართან ერთად ლივლივებდა ჰაერში.
1980 წელს კვლავაც „BBC“-იმ გაახარა თავისი მოსახლეობა
და გამოაცხადა, რომ ლონდონის ლეგენდარული საათი „ბიგ-ბენი“ მალე ელექტრონული გახდებოდა:
„დროისათვის ფეხის ასაწყობად მოძველებული მექანიკური საათი ელექტრონული გახდება“. თავისი
კონსერვატორულობით მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელები აღშფოთების გამოსახატავად რედაქციაში
რეკავდნენ, თუმცა რამდენიმე მათგანი იმითაც კი დაინტერესდა, როგორ და სად შეიძლებაოდა შეეძინათ „ბიგ-ბენის“ ძველი მექანიზმი. სხვათა შორის, ალბათ ამ ინფორმაციის დამსახურებაა
კიდევ ერთი ჭორი, რომ ვითომ, „ბიგ-ბენი“ აღარ არსებობს, რაც უკვე რამდენიმე „ინტერნეტნაკითხმა“
ადამიანმა მითხრა თბილისში. ყოველ ჯერზე ვამოწმებ ბრიტანულ „გუგლში“ და ჯერ-ჯერობით
ყოველ ჯერზე თავის ადგილას მხვდება, რა ვიცი...
1986 წელს პარიზულმა გაზეთმა „Le Parisien“-მა სენსაცია
გამოიწვია, როცა თავის მკითხველებს ეიფელის კოშკის დემონტაჟის გადაწყვეტილების თაობაზე
აცნობა. სტატიაში იუწყებოდნენ, რომ დემონტირებულ კოშკს პარიზის დისნეილენდში გადაიტანდნენ
და ისევ ააწყობდნენ, მის ადგილას კი პარიზის ცენტრში 1992 წლის ოლიმპიური თააშენისთვის
სტადიონს ააგებდნენ.
1994 წელს ერთ-ერთმა გერმანულმა რადიოკომპანიამ ერთ-ერთი
პტარა გერმანული ქალაქის მცხოვრებებს პარკში ფეხით მორბენალთათვის სირბილის სიჩქარის
6 კმ/სთ-ით შეზღუდვის თაობაზე აცნობა, ვითომდა ფეხების ტყაპა-ტყუპს ადგილობრივი ციყვებისთვის
გამრავლების პროცესში ხელი რომ არ შეეშალა.
1995 წელს გაზეთმა „Irish Times“-მა გამოაქვეყნა სტატია,
რომ ლენინის მუმიას მალე პარიზის გასართობ პარკ „დისნეილენდში“ გამოფენდნენ. ჟურნალისტი
ირწმუნებოდა, რომ თურმე „დისნეილენდის“ ადმინისტრაცია წლების მანძილზე აწარმოებდ მოლაპარაკებას
რუსეთის მთვრობასთან და პროლეტარიატის ბელადსაც და მის მავზოლეუმსაც მალე გასართობ პარკში გადაიტანდნენ, სადაც ლელნინის მკვდარივით ფერმკრთალ სახეს, საგანგებო ფერადი განათებით "გამოაცოცხლებდნენ".
როგორც ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალი ირწმუნებოდა, „ამერიკელმა მეცნიერებმა მონტანას შტატის ტერიტორიაზე
ნაპოვნი დინოზავრის ჩონჩხიდან მოპოვებული უჯრედებიდან ნამდვილი ტირანოზავრის კლონირება
მოახერხეს“! რეპორტაჟში საუბრობდნენ, რომ დინოზავრის ნარჩენებიდან „დნმ“-ს მოლეკულების
ამოღება მოახერხეს და მერე ლაბორატორიაში პატარა დინოზავრის კლონირებაც მოახდინეს: „სინჯარაში
დაბადებული ურჩხულის ადგილმდებარეობა მკაცრადაა გასაიდუმლოებლი ამერიკის მთავრობის
მიერ. მაგრამ სარწმუნო წყაროებისგან ცნობილი გახდა, რომ ტირანოზავრების გამოყვანის
პროგრამისთვის ა.შ.შ-ს მთავრობამ 2 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყო“. გარდა იმისა,
რომ ცნობამ მთელი მსოფლიოს რისხვა და წყენა გამოივია, ამ უჩვეულო ახალ ამბავს ინდოეთში
ამერიკის საელჩოს წინ პიკეტებისა და დემონსტრაციების უწყვეტი ტალღაც მოყვა. პატრიოტი ინდოელები „მხეცის“ ისტორულ სამშობლოში დაბრუნებასა და ახალშობილის ინდოეთისათვის გადაცემას
ითხოვდნენ, იმდენად რამდენადაც ინდოეთი ტირანოზავრების გავრცელების არეალად ითვლება.
1995 წელს საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა,
რომ აღმოჩენილია სოკრატეს სამარხი, მეცნიერის ნარჩენებითა და ნაწილებით. რის მერც კარგა
ხანი სერიოზული პრობლემები ქონდა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს -პრეს“-ს რომელიც სახელმწიფო
ორგანოს ენდო, ეს ცნობა დაიჯერა და გაავრცელა.
1995 წლის ჟურნალი „Discovery“-ის აპრილის ნომერში „ღრმადპატივცემული
ბიოლოგი“, მეცნიერებათა დოქტირი ეპრილ პაცო საზოგადოებას ანტარქტიდაზე თავცხელა ტანშიშველი თხუნელა-მბურღავების (Hot-headed
Naked Borer) აღმოჩენის თაობაზე აცნობებდა, რომლები საკუთარი კინკრიხოს მაღალი ტემპერატურის
წყალობით რამდენიმე მეტრის სისქის ყინულს თავისუფლად ბურღავდნენ და ისე ნადირობდნენ.
თხუნელები მსუქანა პინგვინის ქვეშ ყინულს ადნობდნე, მერე ელოდებოდნენ, გათხრილ ორმოში
პინგვინი როდის ჩავარდებოდა და გემრიელად მიირთმევდნენ. დოქტორი პაცო თვლიდა, რომ 1837 წელს
ანტარქტიდაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული მკვლევარი პუასონიც, რომელიც თავისი ჩაცმულობით
პინგვინს წააგავდა, მტაცებლებს პინგვინი ეგონათ და სწორედ ღორმუცელა თხუნელების მსხვერპლი გახდა. სტატიამ გამოხმაურებების
რაოდენობით ჟურნალის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.
1997 წელს ინტერნეტმომხმარებლების დიდიმა ნაწილმა მიიღო
წერილი, რომელშიც იტყობინებოდნენ, რომ 31 მარტიდან 2 აპრილამდე ინტერნეტი „შაბათობაზე“
იკეტებოდა. სხვათა შორის, ეს სატელეფონო ხაზების დალაგებასთან დაკავშირებული საკმაოდ
ძველი ხუმრობის თანამედროვე ვარიანტი გახლდათ, როცა ტელეფონის პატრონებს დაურეკეს და
მტვრის მთელ სახლში მიმოფანტვის თავიდან ასაცილებლად ტელეფონის აპარატებთან სანაგვე
პარკების მიმაგრება სთხოვეს.
1998 წელს ჟურნალ „New Mexicans for Science and
Reason“-ში გამოქვეყნდა სტატია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ალაბამას შტატის
მთავრობა მათემატიკური მუდმივა პის მნიშვნელობის დამრგვალებას და 3,14159-ის 3,0-ით
შეცვლას აპირებდა. სტატიში საუბრობდნენ, რომ ხელისუფლების აზრით პის არსებული მნიშვნელობა
მეტისმეტად „არაქრისტიანული“ იყო და მის „ბიბლიურ მნიშვნელამდე“ დაყვანას აპირებდნენ.
ჟურნალიდან სტატია ინტერნეტში მოხვდა და მალე მთელ მსოფლიოს მოედო. ალაბამის შტატის
ხელმძღვანელობამ საკუთარი ხუმრობის „სერიოზულობა“ მხოლოდ მაშინ შეიგნეს, გაალმასებული
ქრისტიანების და მეცნიერების წყრომა აღშფოთებული წერილების და ზარების სახით მთელი
მსოფლიოდან რომ დაატყდათ.
1998 წელს სწრაფი კვების კაფე „ბურგერ კინგმა“ ცაციებისათვის
საგანგებო სენდვიჩების გამოშვების თაობაზე განაცხადა, რომლებშიც გულსართი, ჩბეულებრივისგან განსხვავებით, 180 გრადუსით
შეტრიალებული იდებოდა.
2002 წელს კვლავაც ბრიტანეთში სუპერმარკეტების ერთ-ერთმა
ქსელმა გაყიდვაში ნახვრეტიანი სტვენია სტაფილოების გამოტანა დააანონსა. როგორც მყიდველებს
გამოუცხადეს, გენეტიკურად მოდიფიცირებული სტაფილო,
რომ მოიხარშებოდა თუ არა, ყველა ნასვრეტიდან ჩაიდანივით უსტვენდა...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment