17.4.12
მოხარშული კვერცხი ფრიტიურში ორნაირი სოუსით
Approved by
9 კვერცხი, 2 ს/კ მაიონეზი, 150 გრ მაწონი, ½ ჩ/კ კარი,
1 მჟავე ვაშლი, 1 პატარ ზომის ბანანი, 2 ნაჭერი ანანასი, 8 ს/კ კეტჩუპი, 1 ფესვი ჯანჯაფილი
(ან ¼ ჩ/კ დაფქული ხმელი ჯანჯაფილი), ¼ ჩ/კ კაიენის წიწაკა (იგივე ჩვენებური ცხარე
წიწაკა), 1 მწიკვი დაფქული ხმელი ქინძი, 2 ს/კ ფქვილი, 100 გრ ქოქოსის ფანტელი, 1 ლ
ზეთი ფრიტიურისთვის
8 კვერცხი მოვხარშოთ, გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გავაგრილოთ
და გავფცქვნათ. სოუსი კარისთვის - ერთმანეთში ავურიოთ მაიონეზი, მაწონი და კარის ფხვნილი.
ვაშლი გავხეხოთ და ისიც სოუსში ჩავამატოთ. გავფცქვნათ ბანანი, დავჭრათ პატარა კუბიკებად
და ისიც სოუსში ჩავამატოთ. შევასუნელოთ მარილით და შაქრით. ანანასის სოუსისთვის - გავთალოთ
ანანასი და ორი დიდი ნაჭერი დავჭრათ წვრილად. დავასხათ კეტჩუპი, დავუმატოთ გახეხილი
ჯანჯაფილი, ჩავაყაროთ წიწაკა და ხმელი ქინძი და კარგად გადავურიოთ. პატარა ქვაბში გავახუროთ
ზეთი 175°C-მდე. უმი კვერცხი ავთქვიფოთ პატარა ფიალაში. მოხარშული კვერცხები ჯერ პატარა
ლამბაქზე დაყრილ ფქვილში ამოვგანგლოთ, მერე ათქვეფილ კვერცხში ამოვავლოთ და ბოლოს ქოქოსის
ფანტელში ამოვგანგლოთ. ფრთხილად ჩავუშვათ მდუღარე ზეთში და 2-3 წუთი ვხარშოთ, სანამ
ქოქოსის ფანტელი არ გაოქროსფერდება.
ეს აზიური კერძია და განსაკუთრებულად უხდება მოხარშული
ბრინჯი.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment