10.4.12
დაწნული კალათა აღდგომის კვერცხებისთვის
Approved by
საფუარიანი ცომისაგან სააღდგომო კალათის დაწვნას არქიტექტორის
დიპლომი ნამდვილად არ ჭირდება, მაგრამ საკმაოდ მარჯვე ხელებს, დიდი მოთმინებას და სხარტ გონებას
მოითხოვს, ამიტომ, სანამ მის გამოცხობას განიზრახავთ, საკუთარი შრომისმოყვარეობა და
ძერწვა-კონსტრიუქტირებისადმი მიდრეკილება კარგად აწონ-დაწონეთ.
ინგრედიენტები: 1 კგ ფქვილი, 40 გრ საფუარი, 80 გრ შაქარი,
½ ლ თბილი რძე, 50 გრ კარაქი, 1ჩ/კ მარილი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, 3 კვერცხის გული,
200 გრ შაქრის პუდრა, კარაქი საცხობი ფირფიტის დასაცხიმად
მაგიდაზე დავყაროთ ფქვილი, გავუკეთოთ ჩაღრმავება,. ჩაღრმავებაში ჩავყაროთ შაქარი და საფუარი, დავასხათ თბილი რძე და 15 წუთი გავაჩეროთ. რძეზე საფუარის
ბუშტები რომ გაჩნდება, დავუმატოთ მარილი, ლიმონის ცედრა, დარბილებული კარაქი და მოვზილოთ
ცომი. კარგად დავაგუნდაოთ, ტილო გადავაფაროთ და ნახევარი საათი თბილ ოთახში გავაჩეროთ.
ამოსული ცომი, კიედვ ერთხელ მოვზილოთ, კარგად ვაგორაოთ, ვაგუნდაოთ, ვწერლოთ და ვაწვალოთ
(ეს ყველაფერი ცომს ძალიან უხდება), მერე დავაგუნდაოთ და ძერწვის საკმაოდ ხანგრძლივ
და შრომატევად პროცესს შევუდგეთ.
კალათის დასაწნავი სქემა |
ფეხი და სახელური |
დარჩენილი ორი გუნდისაგან გრძელი ჟგუტები დავაგორგოლაოთ, ერთმანეთზე გადავგრიხოთ და ჩვენს დამხობილ კალათას ირგვლივ, კიდეზე შემოვაკრათ, ბოლოები კარგად შევკრათ (მერე კალათის ბორტი რომ გამოვიდეს). წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. ღუმელი 220°C-მდე გავახუროთ. კალათა გამოვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. ცხობის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ კალათის ნაწილებს პერგამენტის ქაღალდი გადავაფაროთ (რომ არ მიიწვას). კალათის სახელურს გამოსაცხობად 25 წუთი ეყოფა.
შაქრის პუდრა მცირეოდენ წყალში ან ლიმონის წვენში გავქნათ და უკვე გამომცხვარ და გაგრილებულ კალათას აქა-იქ გადავუსვათ. კალათა ავაწყოთ სურათის მიხედვით და შიგნით წითელი კვერცხები ჩავალაგოთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი
მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment