ინტერნტის საერთაშორისო დღე და წმინდა ისიდორე

Approved by Natia Jinjolava


ბოლო წლების ყველაზე დიდი დავისა და უთანხმოების საგანი ნავთობზე ფასების ზრდასა და რუსეთის გაზსადენის გარდა ინტერნეტიც გახდა - რა არის ის, წყალობა თუ ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე დიდი ჭირი? ჩემი აზრით არც ერთი და არც მეორე ან ორივე ერთად. გააჩნია როგორ გამოიყენებ. არადანიშნულებისამებრ გამოყენებული სამზერულოს დანაც მკვლელობის იარაღი შეიძლება გახდეს, მაგრამ ეს იმას არ ნისნავს, რომ დანა აღარ უნდა ვიხმაროთ და პური და ყველი ხელით ვგლიჯოთ. მთვრალი და უპასუხისმგებლო მძღოლის ხელში მანქანაც მომეტებული საფრთხის წყაროა, მაგრა ამიტომ ცხენზე გადაჯდომისაკენ არავინ მოგვიწოდებს და ნურავის გონია, რომ ინტერნეტის გამო აღარ კითხულობენ წიგნებს - ინტერნეტში რომაა განთავსებული იმდენი ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკა და იმდენი წიგნი სხვაგან არსად მეგულება. მისი წყალობით ისეთი ნაწარმოებები ჩავიგდე ხელში, ოცნებაც კი რომ არ შემეძლო. 
ოდესღაც კინოსაც და ტელევიზორსაც აბრალებდნენ, წიგნებს განდევნისო, მაგრამ ვერ შეძლეს. სხვათა შორის, ევროპასა და ამერიკაში სწორედ ახლაა ნაბეჭდი წიგნის კითხვის ბუმი, თავად დააკვიდრით იქაური მეტროსა და ავტობუსის მგზავრებს - უმეტესობას გადაშლილი წიგნი უჭირავს ხელში. ამიტომ, თქვენი შვილი წიგნს თუ არ კითხულობს, კომპიუტერს ნუ დააბრალებთ. სცადეთ, გამოურთეთ და ნახავთ, წიგნის ნაცვლად, ეზოშ წავა საყიალოდ - სხვაგან დახარჯავს თავისუფალ დროს.
ერთი სიტყვით, გააჩნია რისთვის იყენებ, თორემ ცალსახად ცუდი ან კარგი არაფერია. ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ დღეს ინტერნეტის საერთაშორიოს დღეა. ამ დიდებული დღესასწაულისთვის კი ეს თარიღი იმიტომ აირჩიეს რომ... ამ დღეს ინტერნეტის მფარველი წმინდა ისიდორე სევილიელი გარდაიცვალა. დიახ, დიახ, ევროპაში ინტერნეტს და კომპიუტერულ ტექნიკას უკვე თავისი წმინდანი ყავს.
წმინდა ისიდორე დაახლოებით 560 წელს დაიბადა და 600 წლიდან სევილიის არქიეპისკოპოსი გახლდათ, სახელი კი მეცნიერების დიდი სიყვარულით გაითქვა. არისტოტელეს ნაშრომები ესპანეთში სწორედ მან შეიტანა.
არც მეტი, არც ნაკლები, 20 ტომიან „ეტიმოლოგიაში“, რომლის ავტორიც თავადაა, ისიდორე სევილიელმა გოთთა მეფეების, ვანდალებისა და სვევების პოლიტიკური და საეკლესიო ისტორია მოგვითხრო. წმინდანი, 636 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. კათოლოკურმა ეკლესიამ იგი ინტერნეტის მფარველად, პირველ რიგში მისი პროგრესული აზროვნების გამო შერაცხა, მსოფლიო ქსელი კი კაცობრიობის ცოდნის უდიდეს საცავად მიიჩნია. ერთ-ერთ კათოლიკურ ვებ-გვერდზე „ინტერნეტში შესვლის წინ წასაკითხი ლოცვაც დევს, რომელშიც წმინდა ისიდორე ონლაინ რეჟიმში მყოფი ყველა კეთილი ქრისტიანის მფარველადაა მოხსენიებული. 
თავად ლოცვა კი დაახლოებით ასე ჟღერს: „ყოვლიშემძლე ღმერთო... ინტერნეტში ხეტიალისას ჩვენი ხელი გავიწვდინოთ და ჩვენი მზერა მივაპყროთ მხოლოდ შენთვის საურველისკენ...“



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი







P.S.  ეს სტატია უკვე დაწერილი მქონდა, ქართულ ინტერნეტ სივრცეში მორიგი ქართულ ისაოცრების - i-ლოცვანის რეკლამას რომ გადავაწყდი 

0 კომენტარი.:

Post a Comment