5.6.12
სუნხუადანი (松花蛋) ანუ საუკუნის კვერცხები
Approved by
ჩინელები რომ ოდითგანვე ათას უცნაურობას მიირთმევენ,
ყველასათვის ცნობილია - გნებავთ მერცხლის ბუდეების სუპი აიღეთ და გნებავთ ბალუტი (იხვის კვერცხი 12 დღის ჩანასახით). მანდარინების მენიუს კიდევ ერთი დელიკატესია საიმპერატორო
ანუ საუკუნის (ასი წლის, ასი დღის, დაკონსერვებული და უცხოელების აზრით, გალაყებული)
კვერცხები. სიტყვა სიტყვთ თარგმანით ჩინურიდან „სუნხუა“ ფიჭვი ყვავილს, „დანი“ კი კვერცხს
ნიშნავ. საქმე იმაშია, რომ საუკუნის კვერცხები დროთა განმავლობაში ფიჭვის ტოტების მიმსგავსი
ნახატებით იფარება ხოლმე. და, რაც უფრო მდიდრულადაა „მოხატული“ კვერცხი, მით უფრო მაღალია
მისი ფასი.
საუკუნის კვერცხებს ტრადიციულად იხვის კვერცხისაგან
ამზადებდნენ, რომელსაც კირის, მარილისა და წყლის ნაზავში დიდი ხნი განმავლობაში ალბობდნენ. დღესდღეობით, უკვე მოხარშულ ან უმ კვერცხებს მთლად ასი წლით აღარ, მაგრამ 40-60 დღით დებენ
სითხეში, რომელიც კაუსტიკური სოდის, მარილისა და ჩაის ფოთლებისგან შედგება. ჩინეთის
ზოგიერთ რეგიონში კვერცხებს მარინადში კი არ დებენ, არამედ მოუხარშავად და ნაჭუჭშივე"აბათქაშებენ" კაუსტიკური სოდის, მარილის, ხორბლის ჩენჩოსა და ნახშირის ნაზავში და 2-3 კვირით
მიწაშიც კი მარხავენ, სანამ კვერცხი გამჭვირვალე ყავისფერი არ გახდება. წესისა და რიგის მიხედვით
დამზადებული საიმპერატორო კვერცხების ცილა ჟელესავით პრიალა და დრეკადი უნდა იყოს,
გული კი მომწვანო მუქი ნაცრისფერი. ასეთ კვერცხებს ჯანჯაფილითა და ძმრით დამზადბულ სოუთან ერთად
მიირთმევენ.
სუნხუადანი
ანუ საუკუნის კვერცხები
წიწვოვანი ხეების ნაცარი, მუხუდოს ჩენჩოს, კირის,
სოდის, მარილისა და მაგარი ჩაის ნაყენისაგან მოვამზადოთ თაბაშირისმაგვარი მასა. ამ
მასით 2-3 სმ-ის სისქეზე დავფაროთ კარგად გარეცხილი იხვის კვერცხები. შემდეგ გავახვიოთ
ბრინჯის ან ხორბლის ჩენჩოში, ჩავალაგოთ თიხის ქოთნებში, თავი მჭიდროდ დავახუროთ და შევინახოთ 80-100 დღის განმავლობაში. ჰერმეტულობა თუ არ დაირღვა, ასეთი კვერცხები რამდენიმე
წელი ინახება.
საიმპერატორო
კვერცხები მეორენაირად
კარგად გარეცხილ უმ კვერცხებს წავუსვათ მიწის, მარილის,
კირისა და სოიოს სოუსის ნარევი და დავმარხოთ. 60 დღის მერე ამოვთხაროთ, გავტეხოთ და გული მომწვანო
შავი და ცილა ჟელისებური და გამჭვირვალე ყავისფერი თუ დაგვხვდა, მაშინ ჭამა უკვე შეიძლება.
ასი წლის კვერცხები მესამენაირად
ძალიან მაგარი შავი ჩაი, 1/3 ჭ მარილი, 2-2 ჭ ფიჭვის
ხის ნაცარი და ნაცარი ბუხრიდან, 1 ჭ ლაიმის წვენი, 12 ცალი იხვის კვერცხი
ჩაი, მარილი, ნაცარი და ლაიმის წვენი ერთმანეთში აურიეთ.
თითო კვერცხისთვის ნახევარი ჭიქა ნაზავი გამოიყენეთ და ყველა კვერცხი სათითაოდ ამოგანგლეთ
ნაზავის სქელ ფენაში. ფართო ყუთი მიწით აავსეთ და ზემოდან ნაზავში ამოგანგლული კვერცხები
ფრთხილად ჩაალაგეთ. ზემოდან ისევ მიწა მიაყარეთ და მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას დადგით
100 დღით. გამზადებული კვერცხები გამდინარე ცივ წყალში გარეცხეთ და ფრთხილად გაფცქვენით.
მიირთვით ნებისმიერი ბოტნეულის მწნილთან ერთად.
სოუსი: 2 ს/კ ძმარი, 2 ს/კ სოიოს სოუსი, 2 ს/კ ბრინჯის ღვინო და 1 ს/კ გახეხილი ჯანჯაფილი.
(მარგარეტ ჯინისა და ალფრედ კასლის წიგნიდან „ჩინეთის
რეგიონალური სამზარეულო“, 1975წ.)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
2 კომენტარი.:
კირველი კომენტარითანხა მოვგებთ1×2(32)
კირველი კომენტარითანხა მოვგებთ1×2(32)
Post a Comment