19.6.12
hoOnly Book ... და არანორმალური სამუშაო დღე
Approved by
რა ვქნა, მიყვარს ეს თემა და საითაც არ უნდა გავუხვიო,
მაინც აქ ვბრუნდები. ავი დედამთილი და ლოთი ქმარი მე არ მაწუხებენ, შვილები მისახედი
მე არ მყავს (წელს მეზობელსაც კი არ დაუტოვებია თავისი თუთიყუში), ვალები არ მაქვს,
ზოგადსაკაცობრიო პრობლემევზე ფიქრით თავს არ ვიღლი და ერთადერთი ისღა მრჩება, ცხოვრებით ტკბობის პროცესში გარემოს მახვილი მზერა მოვავლო და კვლავაც და კვლავაც სხვი შეცდომებსა და არაპროფესიონალიზმზე ვიქილიკო.
მე შენ გეტყვი და ქართველებს შრომა და საქმე ისე გვიყვარს,
რომ ჩემს თვალსა და გონებას საზრდო გამოაკლდბა. თუმცა, დღეს ჩემს ყურადღებას ცოტა სხვა
კუთხით მივმართავ და აქცენტს პროფესიონალურ ეთიკაზე გავაკეთებ. ანუ რას ვგულისხმობ
ამაში: იმას რომ ჩვენს გარდა, არცერთ ქვეყანაში არცერთი მეზობელი, გამვლელი და შემთხვევითი
ნაცნობი, რა ნაცნობი, ოჯახის წევრიც კი არ მისცემს თავის თავს უფლებას შეგეკითხოს რამდენი
გაქვს ხელფასი.
საკმარისია რამდენიმე თვის უნახავ საზოგადოებაში მოვხვდე, პირველი იმით ინტერესდებიან შემოსავალი რამდენი მაქვს. მე კარგი, არ მრცხვენია, მაგრამ ჩემი მეგობარი სკოლის მასწავლებელი ძალიან უხერხულად გრძნობს ამ დროს თავს, მით უმეტეს, რომ ყველას ვერ აუხსნის კიდევ რამდენი დამატებითი შემოავლის წყარო აქვს. და, კაცმა რომ თქვა, ვისი რა საქმეა? ჩემზე ზრუნვის მიზნით რომ კითხულობდნენ, ან ჩემი ბედი აღელვებდეთ კიდევ არა უშავს, მაგრამ აშკარაა, რომ უბრალოდ, საკუთარ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებენ. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია - სხვისი ფულის თვლას ვერ ვიშლით და რა ვქნათ.

ახლა ექიმები. ნაცნობ-მეგობრებში ისე ჭორაობენ საკუთარ
პაციენტებზე, გეგონება მათი მოვალეობა ავადმყოფის მკურნალობა კი არა, ანამნეზის საქვეყნოდ
გამოცხადებაა. მერე მე შენ გეტყვი, ისეთი შენებული საზოგადოება გვყავს, რომ უბრალო
ინფექციას მუნად და პატარა კისტას კიბოდ არ გიქცევს. ფაქტია, რომ სასიკვდილო დიაგნოზების
ერთი ხელი მოსმით დასმა, არავისთვის გვენანება. ამას წინათ მეგობარს გინეკოლოგთან გავყევი
და სანამ ექიმის კაბინეტში (!) რიგს ველოდებოდით, ჩემს მეგობარზე აღარ ვლაპარაკობ,
იმან ნებაყოფილებით დამასწრო გასინჯვის პროცესს, ათიოდე პაციენტის დიაგნოსტირების მოწმე
გავხდი. სულ ზეპირად ვიცი ვის სოკო აქვს, ვის საკვერცხეების ანთება, ვინ აბორტი გაიკეთა
და ა.შ. ჩემი აზრით, რამდენიმე პაციენტის ერთდროულად მიღებაზე არაეთიკურობა არ არსებობს.
მაგრამ ამასაც უსიტყვოდ ვიტანთ.
თუმცა, რა პრეტენზია უნდა გქონდეს ქვეყანაში, სადაც
კოკა-კოლის მფლობელს წილი აქვს პეპსი-კოლას საწარმოში და ადიდასის და პუმას მაღაზიები
ერთ კაცს ეკუთვნის. არებობს პროფესიონალური თავმოყვარეობა და კონკურენცია. როგორც არ უნდა მოეწონოს,
კოკო შანელის სახლის მეპატრონე ან სახე, კრისტიან დიორის ნაწარმს არ იხმარს, მაკდონალდსის
დამლაგებელიც კი არ ისადილებს ბურგერკინგში სულ რომ შიმშილით კვდებოდეს. ქართველებს
ეს არ გვეხება. დარწმუნებული ვარ, BMW-ს
ქარხანა ქართველმა რომ იყიდოს, სამსახურში მერსედესის ბოლო მოდელით ივლის.
ამას წინათ ლიბერთი ბანკის ცენტრალურ ოფისთან გავიარე და დიდხანს ვიცინე: ზუსტად მოპირდაპირე მხარეს (სადაც სხვათა შორის ლიბერთი ბანკი გენერალური დირექტორი ცხოვრობს), ზუსტად ბანკის ცენტრალური შესასვლელის პირდაპირ რესპუბლიკა ბანკის ორი სარეკლამო ბანერი დგას. მსოფლიოს ვერცერთ სოფელში, ვერცენთი ბანკის ყველაზე პატარა ფილიალის წინ ვერ ნახავთ სხვა ბანკის რეკლამას - ბანკს, რომელსაც საკუთარ კართან მდგარი სარეკლამო ბანერის ქირაობის ფული არ აქვს, იმის საქმე წასულია. ჩვენთან ასე არაა, ჩვენთან უბრალოდ, მთელი ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელობას, სარეკლამო სამსახურს და მენეჯმენტს თვალები დათხრილი აქვთ ან ძინავთ. უფრო სწორად, ხელფას ისედაც ხომ იღებენ და დანარჩენი კიდიათ.

ეს რისთვისაც მე "დავისაჯე" აქ ბიბლიაზე ანუ Holy Book-ზეა საუბარი |
ცოცხალი თავით არ ასწორებენ |
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment