11.8.12
კენკრისა და შამპანურის სუპი „მცურაცი კუნძულებით“
Approved by
მცურავი კუნულები საკმაოდ პოპულარული ფრანგული დესერტია,
რომელიც ინგლისურ მოხარშულ კრემში მოტივტივე ბეზეს „კუნძულებისგან“ შედგება. ინგლისურენოვანი
სამყარო ამ დესერტს ერთადერთი სახელით - Floating Islands (მცურავი კუნძულები) იცნობს,
თავად ფრანგები კი მის ორ სახეობას ასხვავებენ oeufs à la neige (კვერცხები თოვლში)
და île flottante (მცურავი კუნძულები), მათ შორის კი ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს,
რომ დათოვლილი კვერცხებისგან განსხვავებით, კრემში შეიძლება ბეზეს გარდა რაიმე სხვა „მასალის“,
მაგალითად ალკოჰოლით დანამული ბისკვიტის კუნძულებიც დაცურავდეს.
დღეს ამ ჰაეროვანი დესერტის გორდონ რამზისეულ რეცეპტს
შემოგთავაზებთ:
მცურავი
კუნძულები შამპანურისა და ზაფხულის კენკრის სუპში კარამელის სოუსით
კარამელის
სოუსისათვის:
250 გრ შაქარი, 3 ს/კ წყალი, 75 გრ ცივი კარაქი კუბიკებად დაჭრილი, 125 მლ ცხიმიანი
ნაღები, 2 ს/კ შესქელებული რძე
ბეზე: 2 კვერცხის ცილა, ნახევარი ლიმონი
წვენი, 100 გრ შაქარი, 300 მლ რძე, 1 ვანილის ჩხირი, პიტნის რამდენიმე ფოთოლი
სუპისთვის: 250 გრ მაყვალი, 125 გრ წითელი მოცხარი, 125 გრ მოცვი, 125 გრ ჟოლო, 3 ს/კ შაქარი, პიტნის ფოთლები, 200 მლ მაწონი, 200 მლ ცხიმიანი ნაღები,
300 მლ შამპანური ან შუშხუნა ღვინო
კარამელისათვის: წყალი და შაქარი მოვათავსოთ სქელძირიან
ქვაბში და გავადნოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. ამას დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება. შაქარი
რომ გადნება და სიროპი დაიწმინდება, ცეცხლ ავუწიოთ და ვადუღოთ სიროპის გაოქროსფერებამდე.
გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავათქვიფოთ კარაქი. მერე დავუმატოთ ნაღები და შესქელებული
რძე და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. გადავდგათ გვერდზე.
რძე, პიტნის ფოთლები და შუაზე გაჭრილი ვანილის ჩხირი
მოვათავსოთ ქვაბში და შემოვდგათ ცეცხლზე. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და
ლიმონის წვენი. ბეზე ფორმის შენარჩუნებას, რომ დაიწყებს, თანდათანობით ჩავათქვიფოთ შაქარი.
ბეზე რომ გამზადდება, 2 სუფრის კოვზით ამოვიღოთ პორციები და მოვხარშოთ მდუღარე რძეში
2 წუთის განმავლობაში. მოტივტივე ბეზეს კოვზით მდუღარე რძე ზემოდანაც გადავასხათ. მოხარშული
ბეზე რძიდან ამოვიღოთ და გავაგრილოთ.
სუპისათვის ბლენდერში მოვათავსოთ კენკრა, პიტნის ფოთლები,
შაქარი, იოგურტი, ნაღები, შამპანური და ავთქვიფოთ. გადმოვასხათ ჭიქაში. ზემოდან მოვათავსოთ
ბეზეს „კუნძული“, მოვასხათ კარამელი და მივირთვათ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment