28.8.12
კინო და ავტომობილები
Approved by
კონო-დევნი გახენებამ კი მისი ყველაზე ცნობილი მომენტები. და, რაკი კონოს ეხება საქმე, ბევრ ლაპარაკს მემგონი პირდაპირ მოქმედებაზე გადასვლა
და ჩემი მოგონებების თქვენთვის გაზიარება აჯობებს.
მიუხედავად უზარმაზარი არჩევნისა, ჩემი აზრით, ამერიკული
კინოს ყველაზე შთამბეჭდავი დევნა 1968 წელს შედგა Ford Mustang GT 390 V8-სა და Dodge Charger V8-ს შორის (Bullit). მუქ მწვანე მუსტანგს
რასაკვირველი „კეთილი“ გმირი ლეიტენანტი ფრენკ ბულიტი (სტივ მაკქვინი) მართავდა, დოჯით
კი ბოროტმოქმედები დაქროდნენ სან-ფრანცისკოს ქუჩებში. სხვათა შორის, ფილმის მონტაჟისას სტივ მაკქვინმა მანქანების ძრავების ლაივის ხმა რომ მოისმინა, ისე აღფრთოვანდა,
რომ რეჟისორ პიტერ იეტსს მისი უცვლელად დატოვება მოთხოვა და შედეგად, თითქმი 7 წუთი ფილმში ქუჩი კამერები ჩაწერილი ძრავების შეულამაზებელი ღმუილი
ისმის.
კვლავაც 1968 წელს, არანაკლებ შთამბეჭდავია ინგლისური
Mini Cooper-ი ევროპულ
კინოში (The Italian Job).
სხვათა შორის, 2008 წელს, ამ ფილმის ამერიკული რიმეიქის გადაღების მერე, Mini Cooper S-ი ერთ-ერთმა პოპულარულმა ავტოჟურნალმა
მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო „კინომსახიობად“ დაასახელა.
საბჭოთა კინოს შედევრალური ავტოდევნა ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ 1966 წელს შედგა რეჟისორი ელდარ რიაზანოვის ფილმში „Букугись автомобиля“ , სადაც კეთილ „ვოლგის“ გამტაცებელს მოტოციკლეტიანი კეთილი მილიციელი მისდევს.
რაც შეეხება ქართულ ფილმებს, მანქანასთან დაკავშირებით,
პირდაპირი ასოციაცია დევნასთან არა, მაგრამ ბონდოს სიმღერასთან მაქვს კინოფილმიდან "განგაში". მინდოდა ეს სიმღერაც დამედო, მაგრამ ვერც სიმღერა ვიპოვე იუთუბზე (ერთადერთი ვერსიაა და იმდენად ცუდი ხარისხისაა, რომ არ გუგლი არ ცნობს) და ვერც ფილმი რომ გადმომექაჩა და ჩემი ხელით ამომეჭრა...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment