7.8.12
„პავლოვას“ რულეტი ატმით და ჟოლოთი
Approved by
მოგეხენებათ, რომ „პავლოვა“ ბეზეს და ხილის ტორტია,
მისი რულეტი კი საკმაოდ საკლაოზნიკო დასამზადებელია, ამტომ სანამ მის შექმნას შეუდგებით,
საურველია რომ გამომცხვარი ბეზე და ჩვეულებრივი ბისკვიტის რულეტი სიცოცხლეში ერთხელ
მაინც გქონდეთ გაკეთებული. ან არადა, უნდა გარისკოთ, აი, შედეგი კი მართლა დაუვიწყარი
და შესანიშნავი იქნება.
„პავლოვას“ რულეტი ატმით და ჟოლოთი
(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)
ინგრედიენტები: 4 კვერცხის ცილა, 200 გრ შაქარი, 2 ჩ/კ
გაცრილი სიმინდის სახამებელი, 1 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი, 1 ს/კ შაქრის პუდრა და ცოტა
კიდევ ნამცხვარზე მოსაყრელად, 250 გრ მასკარპონე, ¼ ჭ ცხიმიანი ნაღები, 2 ატამი, გათლილი,
კურკაგაცლილი და კუბიკებად დაჭრილი, 125 გრ ჟოლო, ½ ჭ წვრილად დაჭრილი დაკარამელებული
კაკალი მაკადამია, პიტნის ფოთლები მოსართავად
გავახუროთ ღუმელი 160°C-მდე. დავცხიმოთ 32სმX26სმ-ზე
საცხობი ფირფიტა, ფსკერზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, ისე რომ ქაღალდი 5 სმ-ით გრძელი
იყოს საცხობი ფირფიტის გრძელ მხარეზე.
მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხის ცილა. ბეზე ფორმის შენარჩუნებას
რომ დაიწყებს თანდათანობით დავუმატოთ შაქარი. ბეზე ბოლომდე რომ გამაგრდება დავუმატოთ
სიმინდის სახამებელი და ძმარი, კარგად გადავურიოთ. ბეზე გავანაწიოლოთ საცხობ ფირფიტაზე
დაგენილ პერგამენტზე და თხელ ფენად მოვასწოროთ. ვაცხოთ დაახლოებით 10 წუთი სანამ არ
შემაგრდება. მაგიდაზე დავაფინოთ ჩაის ტილო, ზემოდან გადავაფაროთ პერგამენტი. მოვაფრქვიოთ
შაქრის პუდრა. გამომცხვარი ბეზე შაქარმოყრილ ქაღალდზე გადმოვაბრუნოთ და უკანა მხრიდან
დაფენილი პერგამენტი ავაცალოთ. გადავდოთ გვერდზე და ოთახის ტემპერატურამდე გავაგრილოთ.
მასკარპონე, ნაღები და შაქრის პუდრა ჯამში მოვათავსოთ
და კარგდ გავთქვიფოთ. წავუსვათ ბეზეს ფირფიტას ისე რომ ირგვლივ თითო სანტიმეტრიანი დაუკრემავი
კიდე დავტოვოთ. კრემზე დავყაროთ ჟოლოს და ატმის კუბიკები. ქვემოდან დაფენილი პერგამენტის
მეშვეობით დავიწყოთ ბეზეს რულეტად დახვევა უფრო ვიწრო მხრიდან. დახვეულმა რულეტმა ფორმა რომ
შეინარჩუნოს მჭიდროდ შემოვახვიოთ ჩაის ტილო და მაცივარში შევდგათ 1 საათით. ჭამის წინ
რულეტს ტილო შემოვაცალოთ, ლანგარზე გადავიტანოთ და დაჭრილი მაკადამიას კაკლით და პიტნის
ფოთლებით გავაფორმოთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment