3.8.12
მსხლის და ამარეტოს ჩიზქეიქი
Approved by
კიდევ ერთი ძალინ მარტივი და ძალიან ეფექტური ჩიზქეიქი,
ყოველგვარი ცხობისა და ზედმეტი წვალების გარეშე გორდონ რამზის რეცეპტებიდან:
მსხლის
და ამარეტოს ჩიზქეიქი
8-10 პორცია
მსხლებისთვის:
2 დიდი ზომის
მსხალი, 50 გრ შაქარი, 100 მლ წყალი, 1 ვანილის ჩხირი
ბიკვიტისთვის:
150 გრ ფხვიერი
პეჩენია, 50 გრ კარაქი, 2 ს/კ შოკოლადი კარაქი (მაგალითად ნუტელა)
კრემისათვის: 200 გრ ნაღების ყველი (მაგალითად
„ფილადელფია“), 125 გრ შაქარი, 550 მლ ცხიმიანი ნაღები, 3 ს/კ ლიქიორი ამარეტო,
100 გრ პეჩენია „ამარეტინები“ დაფშვნილი
მოსართავად: 120 გრ მაღალი ხარისხის შავი შოკოლადის
ფილა, შაქრის პუდრა მოსაფრქვევად
დავიწყოთ მსხლის მომზადებით: გავთალოთ, ოთხად გავჭრათ,
გული ამოვჭრათ და დავჭრათ 1 სმ-იან კუბიკებად. პატარა ქვაბით შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე
შაქარი და წყალი. ვანილის ჩხირი გავჭრათ ორად და დიდ ჯამში ჩავაფხიკოთ ვანილის თესლი.
გადავდგათ გვერდზე. თესლგაცლილი ვანილის ჩხირი მდუღარე სიროპში ჩავაგდოთ და ვადუღოთ
ორიოდე წუთი. ცხელ სიროპში ჩავყაროთ მხლის კუბიკები და ვთუშოთ 3 წუთი. გადავწუროთ
და გავაგრილოთ.
ბიკვიტისთვის დავაბლენდეროთ პეჩენიები, გადმოვყაროთ
ჯამში. კარაქი გავადნოთ და გადავურიოთ შოკოლადის კარაქში. დავუმატოთ დაფშვნილ პეჩენიას
და კარგად მოვურიოთ. მიღებული „ცომი“ 23-24 სმ დიამეტრის გასახსნელ ტორტის ფორმაში
გადავიტანოთ და ფსკერზე ჩავტკეპნოთ. ძალიანაც ნუ დავაწვებით. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 20 წუთით.
კრემისათვის ნაღების ყველი და შაქარი მოვათავსოთ ვანილის
თესლიან ჯამში. ავთქვიფოთ კარგად (ხელის სათქვეფით). დავუმატოთ 450 მლ ნაღები და ლიქიორი
და გავაგრძელოთ თქვეფა სანამ კრემი ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს. დავუმატოთ დაფშვნილი
ამარეტინები და დაკარამელებული მსხალი. კრემი ჩავასხათ ბისკვიტიან ტორტის ფორმაში და
მინიმუმ ნახევარი საათით შევაბრუნოთ მაცივარში (ან სანამ კრემი არ შემაგრდება). ნამცხვარს თავზე დარჩენილი ნაღები მოვასხათ და ისევ
მაცივარში შევდგათ.
მოსართავად: გავადნოთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე და დავასხათ
მარმარილოს დაფაზე ან საცხობი თუნუქი ფირფიტის ზურგის მხარეზე. შოკოლადი რომ გამაგრდება,
ბასრი დანით ავათალოთ ბურბუშელები.
ჭამის წინ, ჩიზქეიქი გამოვიღოთ მაცივრიდან, ცხელ წყალში
გაცხელებული დანა ჩემოვატაროთ კიდეზე და მერე ამოვიღოთ ფორმიდან და გადავიტანოთ თეფშზე.
ზევიდან შოკოლადის ბუბუშელით მოვრთოთ და მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა. (ასეთი ნამცხვარი
მაცივარში ორი დღე ინახება).
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment