20.8.12
შარლოტა ვარდისფერი შამპანურით ერიკ ლანლარდისგან
Approved by
Charlotte au Champagne Rose
ბისკვიტებისთვის: 4 კვერცხი, 100 გრ შაქარი, 50 გრ
შაქრის პუდრა, 125 გრ ვანილის შაქარი, 100 გრ ფქვილი
შამპანურის
შარლოტასთვის:
15 ცალი გამომცხვარი ბისკვიტი, 250 გრ ენდრო, 150 გრ ტყის მარწყვი, 150 გრ ჟოლო, 2 ლიმონის
წვენი, 150 გრ შაქარი, 250 მლ ვარდისფერი შამპანური, 10 ჟელატინის ფირფიტა დამბალი
100 მლ წყალში, 150 მლ ათქვეფილი ნაღები
მოსართავად: 50 მლ წითელი მოცხარი, 50 გრ ტყის მარწყვი,
50 გრ ენდრო, 50 გრ ჟოლო, შაქრის პუდრა
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. კვერცხის ცილები და გულები
დავაცალკევოთ. კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ
კვერცხის ცილები და ბეზე ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს, დავუმატოთ 20 გრ შაქარის
პუდრა და ვანილის შაქარი. ბეზე ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ გულებში, და ძალიან ფრთხილად
ჩავათქვიფოთ ფქვილიც. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ
პერგამენტის ქაღალდი, ცომი ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში და ქაღალდზე დავსვათ ქალის შუათითის
ზომის ჩხირები. 15 ჩხირი უნდა გამოვიდეს. მოვაყაროთ
შაქრი პუდრა. დარჩენილი ცომით პერგამენტზე დავსვათ 2 დსიკი, თითოეული 12 სმ დიამეტრის.
5 წუთი გავაჩეროთ და გამოშრობა ვაცალოთ, კიდევ ერთხელ მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გამოვაცხოთ
18-20 წუთის განმავლობაში.
გავრეცხოთ და შევაშროთ კენკრა. მოვათავსოთ ბლენდერში
ლიმონის წვენთან და შაქართან ერთად, გავთქვიფოთ კარგად და მერე ხშირ საცერზე გადავწუროთ. დავუმატოთ ვარდისფერი შამპანური. დამბალი ჟელატინი შემოვდგათ ცეცხლზე და გავადნოთ,
შემდეგ დავუმატოთ შამპანურისა და კენკრის ნარევს. ბოლოს გადავურიოთ ათქვეფილი ნაღებიც.
ავიღოთ ცელოფანჩაფენილი ტირტის ფორმა (12 სმ დიამეტრის)
და ფკერზე ჩავაფინოთ 1 ბუსკვიტის დისკი. ჩავასხათ ხილის პიურეს ნახევარი, ჩავაფინოთ მეორე დისკი და დავასხათ
პიურეს დარჩენილი ნაწილი. შევდგათ მაცივარში მთელი ღამით. ჭამის წინ, გადმოვაყირავოთ
ჩვენი შარლოტა ლანგარზე, მოვაშოროთ ფორმა. ირგვლივ შემოვულაგოთ გამომცხვარი ბისკვიტის ჩხირები, მსუბუქად მივაწვეთ რომ კარგად მიეწებოს, სილამაზისათვის შემოვაკრათ ლამაზი ლენტი. ზევიდან მოვრთოთ ხილით და მოვაყაროთ
შაქრის პუდრა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment