ბლოგოპედია

Approved by Gourmet Guide

ბლოგოპედია
ბლოგის ენციკლოპედია და  განმარტებითი ლექსიკონი, „სიტყვის კონა“

ბაგირა - ინგლისელი მწერლის რედიარ კიპლინგის ნაწარმოების "ჯუბგლების წიგნის" პერსონაჟი.
ბლოგერავტორი - ბლოგის პოსტების ავტორი, იგივე მოდერატორი
ბლოგკოლეგია - ბლოგის სარედაქციო კოლეგია
ბრანვენი - გურუმი, კეთილშობილი წარმოშობის ყვავი ლონდონის ტაუერიდან  

გურუმები - (ანუ გურუს, ქურუმის და გურმანის სინთეზი) იგივე უხუცესთა საბჭო, იგივე ბრძენთაბრძენთა სათათბირო. ბლოგის უზენაესი ორგანო
გურუმი - გურუმების საბჭოს წევრი, ბლოგერავტორთა სინდისის მოდარაჯე არსება, მათთვის „ჰეის“ და „შეჩერდის“ შემძახელი. ცხოვრების მანძილზე არაერთხელ გამოცდილი და საქმეში გამობრძმედილი მრჩეველი, თანამდგომ-ზემდგომი, მანუგეშებელი და ყურისამწევ-კუთხეშიდამყენებელი

დედიკო რუ - ინგლისელი მეზღაპრის ალან მილნის მოთხრობების სერიის "ვინი პუჰი" პერსონაჟი კერნგურუ
დეიდა პოლი - ბლოგერავტორი, ბლოგკოლეგიის წევრი, ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის ნაწარმოების „ტომ სოიერის თავგადასავლის“ პერსონაჟი, მთავარი გმირის აღმზრდელი დეიდა
ვარდისფერი პანტერა გურიიდან - გურუმი, ამერიკული მულტ - და კინოსერიალის ცნობილი გმირი

იფიგენია დაუტფაიერი - ბლოგერავტორი, ბლოგკოლეგიის წევრი, ენ ფაინის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ამერიკული მხატვრული ფილმის „მისის დაუტფაიერის“ პერსონაჟი, ძიძა
ლურჯი მუხლუხო (blue caterpillar) - გურუმი, ლ. კეროლის ნაწარმოების „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ პერსონაჟი

მავნეები (გრცხვემოდეს, ნუიზამ, არგაბედო) - ინგლისელი საბავშვო მწერლისა და ჟურნალისტის დონალდ ბისეტის ნაწარმოების "ძია ტიკ-ტაკის მოგზაურობა" პერსონაჟები

მერი პოპინსი - ბლოგის ადმინისტრატორი, ბლოგერავტორი, ბლოგკოლეგიის წევრი, ინგლისელი საბავშვო მწერლის, პამელა ტრევერსის წიგნების პერსონაჟი, ძიძა
მის ენდრიუ - ბლოგერავტორი, ბლოგკოლეგიის წევრი, ინგლისელი საბავშვო მწერლის, პამელა ტრევერსის წიგნის „მერი პოპინსი ბრუნდება“-ს პერსონაჟი

მისის პოტსი - ამერიკული მულტიპლიკაციური ფილმის "მზეთუნახავი და ურჩხული" პერსონაჟი

ფრეკენ ხილდურ ბოკი - შევედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოების "ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი" პერსონაჟი, იგივე "შინამტანჯველი"
Черепаха Тортилла -  გურუმი, კ. კოლოდის ზღაპრის „პინოქიოს თავგადასავლის“  მოტივებზე შექმნილი ა. ტოლსტოის ნაწარმოების „ოქროს გასაღები, ანუ ბურატინოს თავგადასავლის“ პერსონაჟი