როგორ მოხვდა ტიტა ჰოლანდიაში

Approved by Natia Jinjolava


ტიტების ისტორია როგორც უმეტესობას გვგონია, ჰოლანდიაში კი არა,  არამედ   მე- 11-12 საუკუნეების სპარსეთში იწყება. სწორედ სპარსეთიდან გადაიპარა ტიტა თურქეთში და მე-15 საუკუნისათვის ყველაზე „ხშირადმოყვანად“ ყვავილად იქცა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჭორი „მოყვავილე საოცრებაზე“ ევროპამდეც მივიდა და ისინი პირველად პრაღის „სამეფო ბაღებისთვის“ გაიგზავნა. ჰოლანდიამდე კი ტიტებმა მხოლოდ მე-16 საუკუნის ბოლოსთვის ჩააღწიეს.
ტიტეპის პირველი ფესტივალი მე-17 საუკუნეში გაიმართა. ისიც ევროპაში კი არა -ოსმალეთის იმპერიაში. მე-18 საუკუნეში აჰმად III მეფობის დროს ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ტიტების ყიდვა-გაყიდვა სასტიკად აკრძალული იყო. ასეთ დანაშაულში შემჩნეული ადამიანი ქვეყნიდან გაძევებით ისჯებოდა. იმ წლებს, როცა ყვავილი ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა იდგა გარკვეული ხნის შემდეგ „ყვავილების დრო“ უწოდეს.


როგორც ამბობენ, ევროპაში ტიტები პირველად  გერმანულ აუგსბურგში 1554 წელს  კონსტანტინოპოლიდან ავსტრიის კაიზერის ელჩმა ჩამოიტანა. თითქმის 80 წლის მანძილზე ამ უსუნო, მაგრამ უაღრესად ლამაზი ყვავილის შეძენა მხოლოდ  მაღალი წრის შეძლებულ წარმომადგენლებს შეეძლოთ. სიტუაცია 1630 წელს შეიცვალა. ჰოლანდიელმა სელექციონერებმა დაიწყეს ტიტის მასიური მოშენება და ოდესღაც ოქროზე ნაყიდი ბოლოქვების ფასი კატასტროფულად დააგდეს. სწორედ ნიდერლანდელები გაიტაცა ტიტის  უამრავი ახალი ჯიშის გამოყვანის იდეამ და მებაღეთა შორის სისხლისმღვრელი და დაუნდობელი „ბრძოლა“ გაჩაღდა შავი ფერი ტიტის მისაღებად. 

1637 წელს ჰარლემში შავი ტიტის გამოყვანის აღსანიშნავად დიდი ზეიმიც კი გაიმართა. ამავე წელს ჰარლემშივე მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ტიტებით სპეკულაცია სასტიკად ისჯებოდა. ეს იძულებითი ზომა იყო, რადგანაც საოცნებო ახალი ჯიშის ბოლქვებზე შემოთავაზებმა მოთხოვნებს გადააჭარბა და არნახულ მაქინაციებში გადაიზარდა. კანონის მიღების დღიდან კი ტიტამ თავისი პირველადი დანიშნულება და ფუნქცია დაიბრუნა - ის ხომ ლამაზი, ფერთა თითქმის მთელი პალიტრის მქონე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ყვავილია. 

ტიტების ისტორიამ კი ეს მხიარული უკრაინული მულტფილმი გამახსენა:


საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

Ratatouille - რატატუი ერიკ რიპერტისაგან

Approved by Natia Jinjolava


აი, გაზაფხულიც საბოლოოდ შევიდა ძალაში და ახალი ბოსტნეულის კერძების დროც მოვიდა. ჰოდა, განვიზრახე ასე ლეგენდარული და საიდუმლოებით მოცული რატატუის რეცეპტიც შემოგთავაზოთ, რომელიც სინამდილეში ბსოტნეულის რაგუა და ჩვენებური აჯაფსანდალის უფროსი ძმა თუ არა, ბიძაშვილი მაინცაა. მთლად აჯაფსანდალის სწავლებაც რომ არ დამეწყო, რატატუის ცოტა „დანავაროტკებული“ ვერსია მოვიძიე და ჩემი არჩევანი ნიუ-იორკის სახელგანთქმული რესტორანი „Le Bernardin“-ის ასევე სახელგანთქმული შეფ მზარეულის, ერიკ რიპერტის საავტორო რატატუიზე შევაჩერე.

რატატუი შემწვარი კვრცხით
4 პორცია
ინგრედიენტები: ¼ ჭ extra virginზეითუნის ზეთი, 1 დიდი ხახვი წვრილად დაჭრილი, 1 წითელი ბულგარული წიწაკა კუბიკებად დაჭრილი, 1 მწვანე ბულგარული წიწაკა კუბიკებად დაჭრილი, 4 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 1 ს/კ ტომატ-პასტა, 3 პამიდორი კანგაცლილი, თესლგაცლილი და კუბიკებად დაჭრილი, 2 პატარა ზომის ცუკინი (ყაბაყი) გათლილი და კუბიკებად დაჭრილი, 1 საშუალო ზომის ბადრიჯანი გათლილი და კუბიკებად დაჭრილი, 8 კვერცხი, ¼ ჭ გახეხილი ყველი პარმეზანი, ¼ ჭ წვრილად დაჭრილი შაშკვლამის ფოთლები (შეგიძლიათ შეცვალოთ რეჰანით), ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი
ტაფა შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და დავასხათ ზეთი. ზეთი რომ გახურდება დავყაროთ ხახვი, წიწაკა და ნიორი და ვთუშოთ სანამ ბოსტნეული არ დარბილდება, დაახლოებით 5-7 წუთი. დავუმატოთ ტომატპასტა და ვთუშოთ კიდევ 3-5 წუთი. დავამატოთ პამიდორი, ცუკინი და ბადრიჯანი და ვთუშოთ ბოსტნეულის დარბილებამდე დაახლოებით 10 წუთი. ძალიან თუ ამოშრა, დავუმატოთ ცოტა წყალი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი ჩვენი გემოვნებით. გავახუროთ ღუმელი. გამზადებული რატატუი ცეცხლგამძლე კერამიკის ან მინის ფორმებში გადავიტანოთ და დავახალოთ კვერცხები. შევდგათ ღუმელში და ვბრაწოთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ კვერცხის ცილა მსუბუქად არ შეიკვრება. გამზადებულ კერძს თავზე გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი შაშკვლამი მოვაყაროთ და ცხლადვე მივირთვათ.




საუკეთესო ურვილებით, თქვენი მერი პოპინი

საგაზაფხულო სალათა ჯეიმი ოლივერის კოლექციიდან

Approved by Natia Jinjolava


მოცარელა შებოლილი წიწაკით
ინგრედიენტები: 4 წითელი და 2 მწვანე წიწაკა, 2 პატარა თავი კამეჩის მოცარელა (დაახლოებით 300-400 გრ), შაშკვლამი, რეჰანი და ოხრახუში, ახალდაფქული პილპილი, 6-7 ს/კ ზეითუნის ზეთი, 3 ს/კ წითელი ღვინის ძმარი, 1 ლიმონის ცედრა, მარილი
წიწაკები რამდენიმე ადგილას ჩავხვლიტოთ დანის წვერით, ავანთოთ გაზი და წიწაკები შევტრუსოთ ღია ცეცხლზე ისე, რომ კანი დაიბეროს და ყველა მხრიდან კარგად დაიბრაწოს (სულ ცოტათი რომ დანახშირდეს კიდეც). წიწაკის დანით ჩაჩხვლეტა არ დაგავიწყდეთ, თორემ გახურებისას წიწაკა შეიძლება გასკდეს!  წიწაკებს კანი კარგად რომ დაუნახშირდებათ, ჩავყაროთ ჯამში, ჯამს ცელოფანი გადავაფაროთ (წიწაკები რომ ჩაიორთქლოს) და 5 წუთი გავაჩეროთ. სანამ წიწაკა იორთქლება, მოცარელას თავები დავფლითოთ ან დავჭრათ არცთუ მაინცდამაინც პატარა ნაჭრებად (თამამად შეცვალეთ რძიანი სულგუნით) და დავალაგოთ გაშლილ ლანგარზე. მწვანილს ფოთლები დავაპუტოთ, ერთმანეთში გადავურიოთ და დავყაროთ ყველთან, თან მარილი მოვაყაროთ. ყველს მოვაყაროთ ახალდაფქული პილპილი და სულ ცოტა მარილი (იმისდამიხედვით რამდენად მარილიანია ყველი). მერე, წიწაკებს კანი გავაცალოთ. შუაზე გავჭრათ, თელსლიც გავაცალოთ და წვრილ ჩხირებად დავჭრათ. დანახშირებული კანი წიწაკას შებოლილის არომატს აძლევს. ჩხირებად დაჭრილი წიწაკები ჩავყაროთ პატარა ჯამი და მოვასხათ extra virgin ზეითუნის ზეთი. კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ ძმარი და მარილი. ლიმონის ცედრა დავახეხოთ ყველს და მწვანილის ფოთლებს. წიწაკის ჩხირები ამოვიღოთ მარინადიდან და გავანაწილოთ ყველზე. მარინადის დიდი ნაწილი  მოვაწუწოთ მწვანილის ფოთლებს, შედარებით ცოტა კი ყველს და გემრიელად მივირთვათ.



საუკეთეო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

El laberinto del fauno - ფავნის ლაბირინთი

Approved by Natia Jinjolava

2006 წელი
ესპანეთი
რეჟისორი: გილიერმო დელ ტორო
სცენარის ავტორი: გილიერმო დელ ტორო
როლებში: ივანა ბაკერო, არიადნა გილი, სერხი ლოპესი...
ფილმს 3 ოსკარი და 75 ჯილდო აქვს 62 ნომინაციაში.
(ამ ფილმის აიუთუბებისთვის კომპანია "Warner Brothers"-ისაგან სასტიკი გაფრთხილება მივიღე, ჩვენს საავტორო უფლებებს არღვევო. ამიტიმ მის ონლაინ ვერსიას გთავაზობთ - ვიღაცეებს აშკარად ჩემზე მეტად გაუმართლათ)


El Laberinto del Fauno (Online)

Schindler's List - შინდლერი სია

Approved by Natia Jinjolava

1993 წელი 
ამერიკის შეერთებული შტატები
რეჟისორი: სტივენ სპილბერგი
სცენარის ავტორები: ტომას კენელი, სტიენ ზელიანი
როლებში: ლიამ ნისონი, რალფ ფაინსი, ბენ კინგსლი






Schindler's List (Online)


La vita è bella - ცხოვრება მშვენიერია

Approved by Natia Jinjolava

1997 წელი
იტალია
რეჟისორი: რობერტო ბენინი
სცენარის ავტორები: ვინჩენცო კერამი, რობერტო ბენინი
მთავარ როლებში: რობერტო ბენინი, ნიკოლეტა ბრასკი, ჯორჯო კანტარინი


А зори здес тихие

Approved by Natia Jinjolava

1972 წელი
რუსეთი
რეჟისორი: სტანისლავ როსტოცკი
სცენარის ავტორები: ბორის ვასილევი, სტანისლავ როსტოცკი
მთავარ როლებში: ანდრეი მარტინოვი, ირინა შევჩუკი, ოლგა ოსტროუმოვა, ელენა დრაპეკო...


(1 სერია)





 (მეორე სერია)