14.5.11
შამპანური მარწყვით
Approved byდათბა და ჩაციებული სასმელების დროც მოვიდა. ცივ სასმელებთან ერთად მარწყვის სეზონიც შემოიპარა და გადავწყვიტე კოქტეილის ეს მარტივი, ძალიან გემრიელი, ეფექტური და თანაც საკმაოდ რომანტიული რეცეპტი შემოგთავაზოთ:
ინგრედიენტები (დაახლოებით 6 ულუფაზე) – 500 გრ გარჩეული მარწყვი, 100 გრ შაქრის პუდრა, 1 ბოთლი შამპანური
მარწყვი და შაქრის პუდრა გათქვიფეთ ბლენდერში (ან სულაც კოვზით დაჭყლიტეთ). მიღებული მასა გაწურეთ საცერში და ცოტა ხანი გააციეთ მაცივარში. მაღალი და ვიწრო ფუჟერის ერთ მესამედზე ჩაასხით მარწყვის პიურე და ზემოდან დაასხით ძალიან ცივი შამპანური.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment