10.5.11
Laurus nobilis
Approved by„კეთილშობილი დაფნა“, სუბტროპიკული ბუჩქი (ან მომცრო ზომის ხე), რომელიც ზღვისპირა რეგიონებში (საბერძნეთში, თურქეთში, სლოვაკიაში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და სხვათა შორის, საქართველოში) იზრდება და რომლის ფოთლები და ნოემბერში დამწიფებული მოლურჯო-მოშავო ფერის ნაყოფი კლასიკურ სანელებლად ითვლება.

ხუმრობანარევი ტონი იქით დარჩეს და ძველ საბერძნეთში დაფნის რტოებით სახლებსაც რთავდნენ და, „სასთუმალთან დაწყობილი ფოთლები წინასწარმეტყველური სიზმრებს იწვევსო“, ბალიშქვეშ ილაგებდნენ. იმავე საბერძნეთში ღრმად სჯეროდათ, რომ დაფნის ხე ერთადერთია, რომელსაც მეხი არ ეცემა (ეს რწმენა მათ რომაელებსაც გადაულოცეს - რომის იმპერატორი ტიბერიუსი ჭექა-ქუხილისას დაფნის გვირგვინს სასწრაფოდ თავზე იფხატებდა და საწოლის ქვეშ იკუნჭებოდა). დაფნა წმინდა ხედ ითვლებოდა და მისი გვირგვინებით აპოლონის, როგორც ხელოვნების მფარველი ღმერთის, „პროტეჟეებს“ - მუსიკოსებს, პოეტებს და მოცეკვავეებს, მოგვიანებით კი გმირებსაც და ათლეტებსაც ამკობდნენ (მოგვიანებით ეს ტრადიცია ალბიონის მკვიდრებმაც გადაიღეს და დღემდე შერჩათ) - გამარჯვების ქალღმერთ ნიკესაც ხელში სწორედ ასეთი გვირგვინი უჭირავს.
ანტიკურ რომში დაფნა იუპიტერის წმინდა ხედ ითვლებოდა და მონეტებზეც მის ატრიბუტად გამოსახავდნენ. ღმერთს გათანაბრებული იმპერატორებიც არ ჩამორჩნენ - რომაული „სამეფო გვირგვინებიც“ დაფნის ფოთლებისგან იქმნებოდა. იმპერატორის ხელიდან ასეთი გვირგვინის მიღება პოეტისა და ორატორისთვის დიდ პატივად ითვლებოდა (სიტყვა „ლაურეატიც“ ამ ტრადიციიდან და დაფნის ლათინური სახელიდან მოდის). ვესტას ქურუმებისთვის კი დაფნა ქალწულობისა და უბიწოების სიმბოლო იყო.
საკულტო დანიშნულების გარდა, ძველი რომაელები დაფნას ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ ფართოდ იყენებდნენ, მაგალითად, წყლის არომატიზატორად. მისი სანელებლად გამოყენება საკმაოდ გვიან, სულ რაღაც I საუკუნეში დაიწყეს - დაფნის ფოთლებს თავიდან დესერტებში (მოთუშულ ვაშლში, ფინიკებსა და ლეღვში) ამატებდნენ. გასტრონომიას მედიცინაც შეუერთდა და ამ მცენარის სამკურნალო საშუალებად გამოყენებაც დაიწყეს. იბნ სინას (ავიცენას) აზრით, დაფნა უამრავ დაავადებას შველოდა: სახსრების ტკივილიდან დაწყებული, თირკმლიდან კენჭების გამოყვანით დამთავრებული. შუა საუკუნეებში დაფნის ეთერზეთს პროფილაქტიკურ საშუალებად იყენებდნენ მალარიის, ქოლერისა და დიზინტერიის წინააღმდეგ. მედიცინაში ის დღესაც ძალიან ფართოდ გამოიყენება, მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციების, კრუნჩხვების და რევმატიზმის დროს და ასევე, როგორც სადეზინფექციო თუ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატი. დაფნა არომათერაპიაში, პარფიუმერიასა და საპნის წარმოებაშიც კი იხმარება, ხოლო მისი ფოთლების, ყვავილებისა და ნაყოფისგან კვების პროდუქტებში გამოსაყენებელ ეთერზეთებს ხდიან (1 კგ ეთერზეთის მიღებისთვის 30-35კგ დაფნის ფოთოლი, ან 100კგ-მდე ნაყოფი სჭირდება).

კულინარიული თვალსაზრისით დაფნის „პოპულარიზაციას“ ხელი მარია მედიჩის პირადმა მზარეულმა შეუწყო, როცა 1652 წელს რეცეპტების კრებული შექმნა, სადაც სხვა სანელებლებთან ერთად, დაფნაც დაწვრილებით აღწერა. ამ წიგნმა (იმ დროს საუკეთესომ) ჯერ ფრანგულ და მერე სხვა სამზარეულოებზეც დიდი გავლენა მოახდინა.
დაფნასთან ჩვენი „ნაცნობობა“ ძირითადად სწორედ სამზარეულოთი იფარგლება, არადა, ამ მცენარეს ანტიკური დროიდან მოყოლებული, ყველა კულტურაში მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: ელინურ ხანაში გამარჯვებას და დიდებას აღნიშნავდა, ქრისტიანობაში მარადისობისა და უკვდავების სიმბოლოდ იქცა. სხვათა შორის, საფრანგეთის რევოლუციის მერე დაფნა საფრანგეთის რესპუბლიკის გერბზეც აღმოჩნდა, მერე კი ალჟირის, ბრაზილიის, ისრაელის, კუბის და მექსიკის გერბებზეც მოკალათდა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment