ინგლისური კლასიკა - ზღმარტლის ტორტი 1660 წლის რეცეპტების წიგნიდან

Approved by Natia Jinjolava


1660 წელს გამოცემულ რობერტ მეის (Robert May) კულინარიულ წიგნში „The Accomplisht Cook“ ზღმარტლის ტორტის უმარტივეს რეცეპტს გადავაწყდი, რომლის თანამედროვე ინტერპრეტაციაც დაახლოებით ასეთია:
ტორტის გამოსაცხობ ფორმაზე ამოვაფინოთ ნებისმიერი ცომი (ცომის 1/3 ზემოდან გადასაფარებლად შევინახოთ). გაფცქვნილი და საცერში გატარებული მწიფე ზღმარტლი ჩავყაროთ ქვაბში დავუმატოთ რამდენიმე კვერცხის გული, შაქარი, დარიჩინი, ჯანჯაფილი და ცოტა ხანი ვადუღოთ. ზღმარტლის კრემი ჩავასხათ ტორტის ფორმაში. დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ, ფიგურული საჭრელებით ორნამენტები ამოვჭრათ და ნამცხვარს ზემოდან გადავაფაროთ. შევდგათ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ. რომ გამოცხვება მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

ვისაც გაინტერესებთ, ორიგინალი რეცეპტი ასეთია: 
Take medlars that are rotten, and set them on a chaffing dish of coals, season them with sugar, cinnamon and ginger, put some yolks of eggs to them, let it boil a little, and lay it in a cut tart; being baked scrape on sugar”.
გემრიელად მიირთვით!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment