30.11.11
შოკოლადის კექსი შოკოლადის ჩიპსებით
Approved by
ინგრედენტები:
3 კვერცხი, 1,5 ჭ შაქარი, 200 მლ არაჟანი, 100 გრ კარაქი, 1ს/კ კაკაო, 1 ჩ/კ დარიჩინი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 1 ჩ/კ სოდა,
მწიკვი მარილი და ფქვილი (სქელი არაჟნის სისქის ცომს რამდენიც დასჭირდება), 100 გრ
შოკოლადის ჩიპსები ან 1 ფილა შავი შოკოლადი
კვერცხები და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, გოგლი-მოგლი რომ გათეთრდება, დავუმატოთ არჟანი. კარაქი გავადნოთ გაზზე, შევაგრილოთ
და ჩავასხათ ცომში. ერთმანეთში ავურიოთ 2,5 ჭ ფქვილი, კაკაო, დარიჩინი, ვანილის შაქარი, სოდა და მარილი და ნელ-ნელა
ჩავათქვიფოთ კვერცხებში. საჭიროების შემთხვევაში ფქვილი დავუმატოთ. ცომი სქელი არაჟნის
სისქის რომ გახდება, შოკოლადის ჩიპსები ან საკმაოდ წვრილად დამტვრეული შოკოლადის ფილის
ნატეხები გადავურიოთ. ჩავასხათ კარაქწასმულ ფორმაში და დაახლოებით 20 წუთი გამოვაცხოთ
გახურებულ ღუმელში.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი
P.S. ამ ნამცხვარს ერთადერთი სერიოზული ნაკლი აქვს, სტუმრებისთვის თუ აკეთებთ,
გამომცხვარი კექსის სურნელისგან „მთვრალი“ და გონებაარეული ოჯახის წევრების მოგერიება
მოგიწევთ. ჩემებმა ფორმიდან ამოღება ძლივს მაცალეს, სულ ცხელ-ცხელი მიირთვეს. ჩემს
შვილს კი ისე მოეწონა, რომ ყოველდღე მთხოვს.
P.P.S. ჩვენს ბლოგს დაბადების დღეს ვულოცავ! :)
P.P.S. ჩვენს ბლოგს დაბადების დღეს ვულოცავ! :)
0 კომენტარი.:
Post a Comment