9.8.12
Job interview-ს ახალი ფორმა: ტესტირება ქართულად
Approved by
ამასწინდელმა სტატიამ სტაჟიორებზე მე კიდევ უფრო კომიკური
რამ გამახსენა. არა, თავად იდეა სულაც არ არის კომიკური, მე მის განხორციელების ფორმებზე
ვსაუბრობ. მხედველობაში ეგრეთ წოდებული ტესტირებები მაქვს, რომელსაც დიდი ხალისით უტარებენ
სამსახურის მაძიებლებს, ან უკვე შტატში ფესვებგადგმულ თანამშრომლებს - რეფორმებისა
თუ რეორგანიზაციების ეგიდით. თავისთავად, ტესტირების იდეაში ცუდი არაფერია, უბრალოდ,
მის ფორმასა და ჩატარები ხარისხს გააჩნია. თანაც, იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, რა
თანამდებობითვის რას ითხოვ.
რადგან სტაჟირება ვახსენე, ბარემ იმასაც დავამატებ,
რომ სულ რაღაც ორიოდე თვის წინ ფინანსთა სამინისტრომ სტაჟიორების მიღებაზე კონკურსი
გამოაცხადა და პირველი ორი ტური უნარ-ჩვევებსა და IQ-ში ჩაატარა. ვიმეორე, ორი, სხვადასხვა ტური. შეიძლება
უნარ-ჩვევებსა და IQ ტესტებს შორის რაღაც ნიუანსური განსხვავება იყოს, მაგრამ ორივე ადამიანი
ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი ცოდნის დონის გამოვლენას ემსახურება. ასეთი კონკურსი
კი მაინცდამაინც კარგად ვერ მეტყველებს თავად ფინანსთა სამინისტროს უკვე არსებული ხელმძღვანელების
IQ-ზე.
ნეტა, ტესტები ვინც მოძებნა ინტერნეტში (საკუთარი ტვინით შედგენაზე თავს არავინ იწუხებს)
იმას მაინც არ შეეპარა სულ პატარა, პაწაწკინტელა ეჭვი, რომ ერთიდაიგივეს აკეთებდა?
მაგრამ ქვეყანაში, სადაც ვაკანსიის განცხადებებიდან
თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი სერიოზული ფირმის იურისტს აზროვნების უნარს თხოვენ (იდეაში,
ადამიანმა უმაღლესი საწავლებელი საერთოდ თუ დაამთავარა, უკვე აზროვნებს), ქუთაისის
აეროპირტის იურიდიული სამსახურის უფროსს კი პირველ რიგში ინგლისურის ცოდნას B2 დონეზე და მხოლოდ
ამის მერე უმაღლეს განათლებას(!), ყურადღება მიაქციეთ, უბრალოდ უმაღლეს განათლებას
და არა იურიდიულ განათლებას, ამ და სხვა პოზიციების მაძიებლებს 3 და 5 ეტაპიან ტესტირებებს
და შერჩევა-სელექციას უტარებენ, თან ყოველგვარი ლოგიკის გარეშე.
პირდაპირ გეტყვით, ჩემს ნაცნობებში ორადორი ადამიანი,
რომელიც სამსახურში კონკურსის შედეგად მოხვდა, უცხოურ ოგანიზაციებში მუშაობს. დანარჩენებს,
ბანკის დეპარტამენტების უფროსებიდან დაწყებული სატელეფონო ოპერატორებით და უბრალო მენეჯერებით
დამთავრებული, ყველა სხვა გზით (მნიშვნელობა არ აქვს, როგორით) მოხვდა სამსახურში. უფრო
მეტიც, ერთმა ახლობელმა ერთ-ერთ სამინისტროში 5 ეტაპიანი, თვენახევარზე გაჭიმული საკმაოდ
სტრესული და მძიმე კონკურსი გაიარა საკუთარ თანამდებობაზე. მთელ სამინისტროში პირველ
ადგილზე გავიდა ქულებით და უფრო მეტიც, მეორე ადგილზე გასულთან შედარებით 32(!) ქულით
მეტი ქონდა. მის ადგილზე ხუთივე ეტაპზე ჩაჭრილი თანამშრომელი დანიშნეს... და მერე ერთ-ერთი
რეგიონის გუბერნატორის ჩარევა გახდა საჭირო, სხვა დეპარტამენტში ბევრად ნაკლებ თანამდებობაზე
რომ დაენიშნათ და "სამართლიანობა" აღედგინათ.
კიდევ ერთ სააფთიაქო ქსელში კონკურსი გამოცხადდა. სხვა
„ტალანტებთან“ ერთად კონკურსანტებს ნებიმიერი უცხო ენის ცოდნას სთხოვდნენ. წერით გამოცდაზე,
ვინც ინგლისური აირჩია რუსული ტექსტი ათარგნინეს და რუსულის მცოდნეებს ინგლისური.
ახლა საკუთარი გამოცდილებიდან: ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის მეგობართა საზოგადოებამ კონკურსი გამოაცხადა PR-მენეჯერის თანამდებობაზე.
მართალია, დაბალი ხელფასი, მაგრამ ნორმალური მოთხოვნები ქონდათ და ვინც ჩემს ფრი-ლანსერობას
და სახლიდან გაუსვლელად ფულის შოვნას ჯერაც ეჭვის თვალით უყურებს, იმათ დასამშვიდებლად,
გადავწყვიტე ბედი მეცადა და „ოფიციალური“ სამსახური მეშოვნა. თანაც, მართალია, ეს მეგობართა
საზოგადოება, ანუ რეალურად ხელნაწერთა ცენტრის სპონსორების ორგანიზაცია იყო, მაგრამ
თავად ცენტრის დირექტორი ჩემი კარგი ნაცნობი და სტუდენტობისდროინდელი მეგობრის ქმარი
გახლავთ. სიმართლე გითხრათ, ამ თანამდებობას და მის მოთხოვნებს სრულიად ვაკმაყოფილევდი
და დღესაც ვთვლი რომ პროტექცია არ მჭირდებოდა, მაგრამ ჩემი ანუ „მეგობრის“ და კარგად
აღზრდილი ადამიანის მოვალეობად ჩავთვალე, მეგობარს დავკავშირებოდი და საქმის კურსში
ჩამეყენებინა. და, კიდევ ერთი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც გამერკვია: მახსოვს
ადრე, ჩემს ყოფილ სამსახურში კანონით გათვალისწინებული მორიგი ტესტირების დროს, ჩემს ადგილზე,
რომლიდანაც არსად არ მიშვებდნენ, გოგომ, რომელიც ჩემს ხელქვეითობას მეხვეწებოდა განცხადება
როგორ შემოიტანა და ჩემი გაგდება მოინდომა. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ გავარვიო კონკრეტულ
ადგილზე უკვე არსებული ან სავარაუდო, მაგრამ რეალური კანდიდატი ხომ არ არის - არამც
და არამც არ მინდა, ვინმეს რამე წავართვა.
დავრეკე. ეს რა დღე დამადგა! ჩემ ქმარს ეს რა აკადრე,
უპატიოსნესი კაცია და ნაცნობობით სამსახურში ვინმეს როგორ აიყვანსო. მინდოდა დამეკვნესა,
კი მაგრამ მისი თანამშრომლების 70% ჩვენი სტუდენტობის მეგობრები და შენი ქმრის ყოფილი
თუ ახლანდელი სტუდენტები არიან-თქო, მაგრამ მომავალი „დამსაქმებლის“ მეორე ნახევრის
წყენინებას მოვერიდე, გაოცება გადვყლაპე და მეასეჯერ ჯიუტად გავიმეორე: ვინმე თუ გყავთ,
ტყუილად ნუ მაწვალებთ-მეთქი. ჩემი მეგობარი დაშოშმინდა და დამპირდა რომ სრულიად გამჭვირვალე
კონკურსში და თანაბარ პირობებში მომიწევდა დანარჩენ ბედისმაძიებლებთან შერკინება. მით
უმეტეს, რომ მისი ქმარი არაფერ შუაში იყო და საქმე მეგობართა საზოგადოების თანამშორემს
ეხებოდა (აჰა, როგორ არა?!)
განცხადებაში ვაკანსიის თაობაზე არაფერი ეწერა სავარაუდო
კონკურსის ან ვადების თაობაზე, მაგრამ მაინც მოვიხაზირე საჭირო საბუთები და გადავაგზავნე
ორ ერთიდაიგივენაირ ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოტაზე. ჩემი ახირება არ იყო, 3X4-ზე ფოტოს
ორი ასლის გაგზავნას ითხოვდნენ. რამდენიმე კვირის შემდგე, საღამოს 8 საათზე მობილურზე
ვიღაც გოგომ დამირეკა და მითხრა: 3 საათზე „ჩვენთან“ ტესტირებაა, მობრძანდითო და გამითიშა.
საბედნიეროდ, ნომერი დაფიქსირდა, გადავრეკე და დავინტერესდი, საიდან მირეკავდა, ეს
„ჩვენთან“ სად იყო, რა რიცხვის 3 საათზე იყო საუბარი და რაში იყო ტესტირება.
ტესტირება ხელნაწერთა ცენტრში აღმოჩნდა, ხვალ და რაში
არ იცოდა. მივედი, ერთმა მეორესთან გამაგზავნა, მეორემ მესამესთან, მესამემ რაღაც დარბაზში.
ვდგავარ მარტო, უპატრონოდ და ველოდები... გადის დრო, არავინ არ მოდის. ოთხის სამ წუთზე,
ის იყო ადმინისტრაციის მოძიება დავაპირე, რომ ვიღაც ორი გოგო შემოვიდა, ერთმა „ესენი
ხომ სულ ასეთები არიან, წავალ ნაცნობებს მოძვებნიო“ და გაბრუნდა. მალე ვიღაცასთან ერთად
ამოვიდა, მოყვანილმა ჩემთან ერთად მომლოდინეც გადაკოცნა და წამოდით, ტესტირება
უკვე დაიწყოო. ჩაგვათოხარიკა სამი სართულით ქვევით, სამკითხელო დარბაზში, სადაც დაახლოებით
10 კაცი უკვე წერდა უნარ-ჩვევებსა და ქართულს. ვიღაცეები კი (როგორც ჩანს ადგილობრივი
თანამშრომლები, ზოგი კომპიუტერს უჯდა, ზოგიც ჩაის სვამდა...). დაგვსხეს, რაღაც ფურცლები
მოგვცეს. ჩვენმა მეგზურმა წერეთ, რამე თუ დაგჭირდათ აგერ ეს მოგხედავთო, გოგონაზე გვანიშნა
(რომელმაც რა არ ვკითხე, არაფერი იცოდა), რამდენიმე კონკურსანტს თავლი ჩაუკრა, რაღაც
წაულაპარაკა და გავიდა.
თავად ტესტების დაბალ დონეზე და არაორგანიზებულობაზე
არ ვილაპარაკებ - მსგავსად შეურცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. ყველაზე პატრონიანი, ყველაზე
უპატრონოდ ვიყავი. უფრო მეტიც, იგივე დარგში სადმე სხვაგან რეკომენდაცია რომ დამჭირვებოდა,
აქაურ დირექტორ მივაკითხავდი, იმდენად კარგად მიცნობს მეც და ჩემს პროფესიონალიზმსაც.
ზოგს შემოხაზული ტესტები მიუტანეს (ვიღაცას შეცდომით მისცეს და მაგიტომ გაირკვა. ეს
რა არისო, რომ იკითხა, ერთს წაართვეს და სხვებს დაუტოვეს), ზოგს ტესტირების ეტაპი საერთოდ
არ გაუვლია და პირდაპირ გასაუბრებაზე მოხვდა, იქ არკვევდა რა წერეთ და რმდენ ხანს გრძელდებოდაო.
თითქმის ყველა იცნობდა იქაურ თანამშრომლებს, ისინიც ეხმარებოდნენ და გასაუბრების წინ
ასწავლიდნენ სასურველ პროტეჟეებს საკონკურსო თანამდებობის დასახელებას, რომლებიც მისმა
მაძიებლებმა რატომღაც არ იცოდნენ... დარწმუნებული ვარ დირექტორმა მართლა არ იცის რაც
ხდება, მაგრამ ზედამხედველობის და კონტროლის გარეშე მიტოვებული მისი „მარჯვენა ხელნი“
და დამქაშნი რომ ჩალიჩობენ ფაქტია. სხვათა შორის, ჩემს მერე კიდევ ერთი კონკური ჩატარდა
და კომისიის სხდომაზე ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავისი ახლობლის სივი მოიკითხა, მოიძიეს
და პირველი ეტაპის შემრჩევ კანცელარიის თანამშრომლებს „დაუბრაკავთ“. რომ გადახედეს,
ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დარწმუნებული ვარ, დირექტორს რომ არ მოეკითხა, მეც ვერ მოვხვდებოდი
ტესტირებაზე.
მოკლედ, გასაუბრებაზე აღმოვჩნდი სააქტო დარბაზში 30
კაციანი საატესტაციო კომისიის წინაშე მიკროფონიან ტრიბუნასთან (რაც გულზე ხელი დაიდეთ
და აღიარეთ, რომ მარაზმია, აბა, რა არის?). როცა სპონსორებმა მკითხეს ხელნაწერთა ცენტრის
სარჩენ ფულს შენ საიდან მოიტანო, ცოტა კი გავიოცე გულში ფული მე თუ ვიშოვე, შენ რად
მინდიხარ-მეთქი და ისიც მეხინჯა PR-თან
ფულის შოვნა რა კავშირში იყო, მაგრამ თანამდებობის დაკავები მწველი სურვილი გამო თავი
შევიკავე, საკუთარი კითხვები მომავლისთვის შემოვინახე და გასაუბრება გავიარე. დასაკავებელი
თანამდებობის და სამუშაოდ სად მიდიოდნენ იმ ორგანიზაციის სახელი რომ არ იცოდნენ მსგავსი
კონკურსანტების ფონზე, როგორც დირექტორმა იმავე საღამოს მომახსენა, ინტერვიუ ტრიმუფით
გავიარე და ერთხმად დავიმსახურე მეგობართა საზოგადოების წევრების და არა ხელნაწერთა
ცენტრის თანამშრომლების მოწონება...
სამსახურში მეორე დღესვე დამიბარეს და მითხრეს, რომ
მეგობართა საზოგადოებას გამგეობის გარდა არაფერი ყავს, გამგეობაში კი თბილისის ყველაზე
დიდი ბიზნესმენები, მინისტრები, პარლამენტარები, უნივერსიტეტის რექტორები, პრეზიდენტის
დედა, კათოლიკო-პატრიარქი, ხელნაწერთა ცენტრი დირექტორი რამდენიმე მეგობარი... ერთი
სიტყვით, ისეთ ხალხი შედის, ვისაც არ ცალია და ვინც არამცდარამც არ უნდა შევაწუხო და
მე უნდა ვიყო ამ ორგანიზაციის ბუღალტერიც, იურისტიც, მდივანიც, დამლაგებელი, დირექტორიც,
ვებ-დიზაინერიც, აიტიშნიკიც, ტელეფონისტკაც... არც საბუთები და არც ბუღალტერია წესრიგში
არაა და მე უნდა მივხედო (გამგეობის წევრები ერთიანი სიაც კი ვერ დამახვედრეს, დოკუმენტაციაზე
არ ვლაპარაკობ. ზოგიერთის მონაცემები ბოლომდე ვერ დავადგინე). ერთი სიტყვით, მთელი
ორგანიზაცია მე ვიყავი - რაღა დავით აღმაშენებელი და რაღა მე, ისეთი აღმშენებლური საქმიანობა
იყო განსახირციელებელი და თანაც თანხა სულ რამდენიმე თვის ხელფასისთვის გვაქვსო - რაც
კულტურულ ენაზე, ნაგავი გაგაწმინდე, საქმეს ააწყვე და აქედან დაახვიეს ნიშნავს. და
ყველაზე უარესი, ხელფასი თუ გინდა, მოსახლეობა ჩამოიარე, მეგობართა საზოგადოებაში გააერთიანე
და 5-5 ლარი მაინც გადაახდევინე, ამაზე უკეთესი რა უნდა ქნანო...
So, I can see you have several years experience working in collections ... |
ეს ყველაფერი კი არ მეამა, მაგრამ სერიოზულად ვერ მივიღე,
უფრო სწორად ჩავთვალე, რომ ბუღალტერიისა და იურიდიული პრობლემები მოგვარებას რამედ
მაინც ჩამითვლიდნენ და შეუძლებელი შევძელი - საზოგადოებისთვის უფასო ბუღალტერი და უფასო
იურისტი ვიშოვე. არაპროფესიონალურად დაწერილი დებულებები და წესდებები გავასწორე, რა
გავასწორე, ახლიდან დავწერე, ორგანიზაციის საქველმოქმედოს სტატუსის მინიჭებისათვი
(რაც ვინც ერკვევა, დამემოწმებიან რომ ძალიან რთული პროცედურაა) საბუთები მომზადება
დავიწყე, პარალელურად უცხეთში ქართულ სათვისტომოებთან
და საქართველოში უცხოურ საელჩოებთან გავმართე მოლაპარაკებები საკმაოდ დიდ პროექტებზე,
შემოწირულობებზე, მაგრამ თურმე უფრო მნიშვნელოვანი ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის
იეღოველივით ჩამოვლა და 2-2 ლარის შეგროვება აღმოჩნდა, მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა....
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
2 კომენტარი.:
ui she hachirvebulo ra dge gamogivlia.
აქ კიდევ ყველაფერს ხომ ვერ დაწერ :))))))
Post a Comment