30.1.13
ხორცის პაშტეტი ორნაირად
Approved by
ხორცის
პაშტეტი
გულსართისთვის:
1 კგ ხბოს ფარში, 3 კვერცხი, 1,5 ჩ/კ მარილი, 2 ჩ/კ დაფქული პაპრიკა, ½ ჩ/კ დაფქული
თეთრი პილპილი, ½ ჩ/კ ხმელი მაიორანი, 3 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები,
150 გრ ინდაურის ღვიძლი (ღვიძლი თუ არ გიყვართ, შეგიძიათ სულ არ დაუმატოთ, მე პირადად ლორის ნაჭრებით ვცვლი), 1 ს/კ კარაქი,
100 გრ შამპინიონები
ზევიდან
გადასასმელად: 2 კვერცხის გული
ფქვილი დავყაროთ დაფაზე და შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება,
ზემოდან მოვაყაროთ კარაქის ნაფლეთები, ჩაღრმავებაში კი ჩავყაროთ მარილი, ჩავასხათ წყალი
და ჩავაგდოთ კვერცხი. ცივი ხელებით რაც შეიძლება სწრაფად მოვზილოთ ფხვიერი ცომი, გავახვიოთ
ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 2 საათით.
მანამდე ფარში, სანელებლები, კვერცხები და ოხრახუში
კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ღვიძლი დავჭრათ კუბიკებად და დავბრაწოთ ტაფაზე გამდნარ
კარაქში. გავაგრილოთ. შამპინიონები გავჭრათ შუაზე ან ოთხად ზომისდა მიხედვით. გავახუროთ
ღუმელი 200°C-მდე. ცომი გავყოთ 2 ნაწილად. ერთი გავაბრტყელოთ და დავაფინოთ ცხიმწამულ
საცხობ ფირფიტაზე, ზედმეტები შემოვაჭრათ. ზემოდან დავახვავოთ ფარში, ოღონდ ირგვლივ,
2 სმ სიგანი კანტად ცომი ცარიელი დავტოვოთ. ფარშს ზემოდან მოვაყაროთ სოკო და დაბრაწული
ღვიძლის კუბიკები. ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ და ფარშს ზემოდან გადავაფაროთ,
ზედმეტი ცომი შემოვაჭრათ და ირგვლივ დატოვებული ცარიელი ცომის კიდე კარგად შემოვკეცოთ.
მორჩენილი ცომისგან ორნამენტები გამოვჭრათ და გავაფორმოთ ღვეზელი. ცომის ზედაპირი ხის ჩხირით რამდენიმე ადგილას
ჩავჩხვლიტოთ, ცხობისას შიგნით დაგრივებული ორთქლი რომ გამოვიდეს. კვერცხის გულები
ავთქვიფოთ და ცომს გადავუსვათ. ვაცხოთ 1 სთ და 20 წუთი.
ხორცის
პაშტეტი ფენოვან ცომში
300
გრ მზა ფენოვანი ცომი, 2 ხახვი, 30 გრ კარაქი, 1 კონა ოხრახუში, ცოტაოდენი კამა,
600 გრ შერეული ფარში, 3 კვერცხი, 125 გრ ცხიმიანი ხაჭო, მარილი, ახალდაფქული თეთრი
პილპილი, 1,5 ჩ/კ ხმელი ან ნედლი ქონდარა (Thyme), 200 გრ ყველი „ბრინზა“
ზევიდან
გადაასმელად: 1 კვერცხის გული, 2 ს/კ რძე ან მაწონი
გაყინულ ფენოან ცომს თუ ვიყიდით, ნახევარი საათის განმავლობაში
გავაჩეროთ გასალღვობად. მანამდე კი ხახი დავჭრათ წვრილად. კარაქი გავადნოთ ტაფაზე და
საშუალო ცეცხლზე ვთუშოთ 10 წუთის განმავლობაში, თან ვურიოთ. შევაგრილოთ. მწვანილი გავრეცხოთ,
დავფერთხოთ და დავჭრათ წვრილად. ერთმანეთში გადავურიოთ ფარში, მოთუშული ხახვი, მწვანილი,
კვერცხები, ქონდარა და ხაჭო. კარგად შევამარილ-შევაპილპილოთ (სანელებლები კარგად უნდა
იგრძნობოდეს). საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი ან გადავავლოთ ცივი
წყალი. ფქვილმოყრილ დაფაზე ცომი გავაბრტყელოთ 30სმX40სმ-ზე მართკუთხედის ზომაზე და
და უფრო ვიწრო მხრიდან ჩამოვაჭრათ 1 სმ სიგანის 2 კანტი. ცომი დავაფინოთ საცხობ ფირფიტაზე.
ფარში დავყაროთ ცომის ნახევარზე (სიგრძეზე). ყველი დავჭრათ კუბიკებად და მოვაყაროთ
ფარშს. გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. ცომის ცარიელი ნახევარი ფარშს გადავადაროთ და ცომის
კიდეები კარგად შევკრათ (შემოვუკეცოთ ყველა მხრიდან). გადავიტანოთ საცხობ ფირფიტაზე.
კვერცხის გული და რძე ავთქვიფოთ და გადავუსვათ ცომს. გავაფორმოთ ჩამოჭრილი ცომის ლენტებით.
ვაცხოთ 40 წუთი. შევაგრილოთ და მივირთვათ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი
მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment