27.1.13
ქათმის პაშტეტი ესპანურად
Approved by
ქათმის
პაშტეტი ესპანურად
გულსართისთვის:
4 პამიდორი, 1 ხახვი, 1 მწვანე ბულგარული წიწაკა, 100 გრ ლორი, 300 გრ ქათმის მოხარშული
ხორცი, 1 ს/კ ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით, 1 მწიკვი ნივრის ფხვნილი (იყიდება სუპერმარკეტებში)
ზევიდან
გადასასმელად: 1 კვერცხი
26 სმ დიამეტრის ტორტის საცხობი ფორმა დავცხიმოთ. გავადნოთ
კარაქი, შევაგრილოთ და ფქვილთან, რძესთან, მარილთან და საფუართან ერთად მოვზილოთ ცომი.
ცომი ვზილოთ სანამ პრიალა არ გახდება და ჯამის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. გადავაფაროთ
ჩაის ტილო და თბილ ადგილას გავაჩეროთ 40 წუთი. მანამდე პამიდორები დავმდუღღოთ და გავაცალოთ
კანი, დავჭრათ კუბიკებად. კუბიკებად დავჭრათ ხახვი და ბულგარული წიწაკაც. ასევე პატარა
უბიკებად დავჭრათ ლორი და ქათმის ხორციც და დავბრაწოთ ზეთში. დავუმატოთ პამიდორი და
ვთუშოთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოორთქლდება. ქათამს და ლორს დავუმატოთ დანარჩენი
ინგრედიენტები, სანელებლები და კარგად გადავურიოთ. დავდგათ შესაგრილებლად. ცომი გავყოთ
ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ 26 სმ დიამეტრის წრეებად. ცომის კიდეები დავასველოთ ცივი
წყლით. ცომის ერთი ფენა მოვათავსოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე და ზევიდან დავახვავოთ
გულსართი. ცომის მეორე ფენა სველი კიდეებით ქვევით ზევიდან გადავაფაროთ და ცომის ზედა
და ქვედა ფენების კიდეები კარგად შევაწებოთ ერთმანეთს. ჩვენს ღვეზელს ზევიდან ათქვეფილი
კვერცხი გადავუსვათ და გავაჩეროთ 30 წუთი სითბოში. მანამდე ღუმელი გავაცხელოთ 200°C-მდე
და ვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. მივირთვათ ცხლად.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment