ჩინური ტორტი გოგლი-მოგლის კრემით

Approved by Natia Jinjolava


ჩინური ტორტი ერიკ ლანლარდისგან
6 პორცია
350 გ კენკრის ნარევი  (მაყვალი, მოცხარი, ჟოლო) და კიდევ ცოტა მოსართავად (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული კენკრა). 3 ს/კ შაქრის პუდრა და კიდევ ცოტა მოსაფრქვევად, 3 ს/კ ფორთოხლის ლიქიორი „Grand Marnier”, 12 ნუშის პატარა პეჩენია „ამარეტინი“, 6 ს/კ კენკრა სიროპში ან კენკრის მურაბა, 250 გრ ყველი მასკარპონე, 50 გრ შაქარი
გოგლი-მოგლის კრემითვის: 300 მლ ცხიმიანი რძე, 3 მსხვილი კვერცხი გული, 2 ს/კ სახამებელი, 2 ს/კ შაქარი, 3 ს/კ კვერცხის ლიქიორი „Advocaat“, 1 ვანილის ჩხირი (შეგიძლიათ შეცვალოთ ვანილიანი შაქრით ან ვანილით)
კენკრა, შაქრის პუდრა და ლიქიორი ჯამში კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. გავაჩეროთ 20 წუთი. პეჩენიები გავანწილოთ 6 კოქტეილის ჭიქაში. ზემოდან მოვასხათ თითო-თითო კოვზი კენკრის მურაბა და მოვასხათ შაქრიანი და ლიქიორიანი კენკრა (თანაბრად გავანაწილოთ ექვსივე ჭიქაში). ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ მასკარპონე და შაქარი და გავანაწილოთ ჭიქებში. შევდგათ მაცივარში 30 წუთით.
ამასობაში რძე ჩავასხათ ქვაბში და გავაცხელოთ, მაგრამ ნუ ავადუღებთ. ჯამში კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გულები, შაქარი და სახამებელი. ჩავათქვიფოთ რძე წვრილ ნაკადად. კარგად გავთქვიფოთ მერე კვერცხიანი რძე ისევ რძის ქვაბში ჩავაბრუნოთ და შემოვგათ საშუალო ცეცხლზე. ვურიოთ სანამ კრემი შეკვრა არ დაიწყებს - არ აგვიდუღდეს, თორემ კვერცხი მოიხარშება და შეიკვრება! კრემის თხელი არაჟნის კონსისტენციის გახდება თუ არა, გადმოვასხათ ჯამში და გადავურიოთ ლიქიორი და ჩხირიდან გამოფხეკილი ვანილის თესლი. ზედაპირზე ცელოფანი გადავაკრათ კრემმა ქერქი რომ არ გაიკეთოს და გასაგრილებლად დავდგათ. გაგრილებული კრემით შევავსოთ ჩავივებული ჭიქები, ზემოდან მოვრთოთ გადანახული კენკრით და მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.
©Eric Lanlard

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment