2.4.13
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე
Approved by
დღეს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა და ამ თარიღმა
ჩვენში ორიოდე წლის წინ გერმანულიდან თარგმნილი, დიდი ზარ-ზეიმით გამოცემული და ცნობილი
მხატვრის მიერ საკმაოდ კარგად ილუსტრირებული მოთხრობა გამახსენა: „პატარა თხუნელა შესახებ,
რომელსაც უნდოდა გაეგო ვინ უქნა თავზე“. დიახ, დიახ, სწორად გაიგეთ გერმანელი მეზღაპრე
ვოლფგანგ ჰოლცვართი პატარებისთვის განკუთვნილ თხზულებაში ძილში თუ ღვიძლში თავზე არაერთგზის დაჯმული თხუნელას
გულისამაჩუყებელ ისტორიას გვიყვება. იტყვით ამხელა კაცი რამ გადარიაო, მაგრამ ეგ არაფერი.
კარგი, ის ვთქვათ გიჟია. ჩვენ სათარგმნად და საკუთარი შვილებისთვის წასაკითხად უფრო
საინტერესო სხვა ვერაფერი ვნახეთ? მით უმეტეს, რომ სწორედ ამ ნაწარმოებით დაიწყო გამომცემლობა
„დიოგენემ“ „საგულდაგულოდ შერჩეული თანამედროვე საბავშვო წიგნების სერიის გამოცემა“
(ციტატა). როგორც „დიოგენეს“ წარმომადგენლები აცხადებენ: „ეს წიგნები სხვადასხვა დროს
სხვადასხვა ქვეყანაში დაიბეჭდა. მათ საუკეთესო მწერლები და მხატვრები ქმნიდნენ. ამ
საბავშვო წიგნებში ტექტიც და ილუსტრაციებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია. რაც მთავარია,
ყველა წინგნში არის რაღაც განსაკუთრებული: უცნაური გმირი, საოცარი ამბავი, უჩვეულო
ილუსტრაცია“.
ნამდვილად, თხუნელას ისტორიაში გმირიც უცნაურია, რომელიც
იმის მაგივრად რომ სიბინძურე ჩამოებანა, მთელი წიგნი თავზე კუკით დარბის აქეთ-იქით.
ამბავიც საოცარია, იმიტომ რომ არამგონია ვინმეს
სადმე ან ოდესმე თავზედაკუკული თხუნელა ენახოს და ილუსტრაციებიც შესაშურად ლამაზად
ასახიერებენ მოსაქმების პროცესში მყოფ ღორს თუ ძროხას. ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია
წიგნის ავტორის მიზანი - ბავშვებისთვის სახალისო ისტორიის ფონზე ესწავლებინა, რომ ძროხის
განავალს ფუნა ქვია, თხისას კურკლი, კურდღლისას ცურცლი, ცხენისას ნეხვი და ა.შ. (რაც სხვათა შორის, თარგმანში დაკარგულია და ამ ყველაფერს კუკად მოიხსენიებენ), მაგრამ
იგივე აზრის სხვა ისტორიაში ჩადებაც ხომ შეიძლებოდა. მაგალითად: დილით სახლიდან გამოსული
და პირმაღზე ქაქში შემთხვევით ფეხჩაბიჯებული პატარა ბიჭუნას ამბავი ბევრად უფრო ბუნებრივი
და მისაღები იქნებოდა, ვიდრე მთელი დღე წინ და უკან მორბენალი თავსნაქნარი მღრნელი,
რომელიც გარდა იმისა რომ მიწის ზევით არ დარბის, პარალელურად ბრმაცაა. აღარ ვლაპარაკობ
წიგნის ფინალზე სადაც თხუნელა თავის „გამბედნიერებელს“ თავად აკუკავს თავზე. ანუ, ბავშვებს
ვასწავლით, რომ ვინმემ თუ დაგაჯვა, უნდა გაარკვიო ვინაა და შენც დააჯვა საპასუხოდ.
მერე, რა რომ წიგნში ძაღლმა სულ არ იცოდა თხუნელას თუ უქნა თავზე.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სიტყვას საქმე ჯობია
და თავად დატკბით ამ მშვენიერი წიგნით. იმედია, თქვენც ჩემსავით იხალისებთ:
თხუნელას შესახებ, რომელსაც უნდოდა გაეგო ვინ დააკუკა
თავზე
ერთ დილას თხუნელამ მიწიდან ამოყო თავი, რომ გაეგო, ამივიდა
თუ არა უკვე მზე. უცებ, ასეთი რამ მოხდა: თხუნელას პირდაპირ თავზე დაენარცხა უჩვეულო,
მომრგვალო, ძეხვისმაგვარი ყავისფერი მასა.
„ჩემი? როგორ გეკადრება! მე ვკუკავ ასე,“ - თქვა მტრედმა
და: - წკაპ-წკუპ - მიწაზე რაღაც თეთრი მიიშხეფ-მოიშხეფა და თხუნელას მარჯვენა ფეხზე
მთლიანად მოეცხო.
„ეს შენი კუკია?“ - კითხა მან ცხენს, რომელიც ახლომახლო
მდელოზე ძოვდა.
(წყარო: http://poochka.wordpress.com)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
P.
S. მეხორცეს რომ
ქართულად ყასაბი ან ხორცის გამყიდველი ქვია და საძაღლეს ძაღლის სახლი ამაზე პრეტენზია
აღარ მაქვს. ალბათ ბევრი ბავშვი თუ არა, მისი მშობელი მაინც ვეღარ შეჭამს ამ წიგნის
მერე კარგა ხანი ძეხვს და ლობიანს....
1 კომენტარი.:
pui ra dartkmuli da debilia amis sacodavi avtori, ar damakena ginebis xasiatze am mshvenier dges?magistaan motherfucked literaturis ra vutxari da magistana pantaziiss d...... c!!! ushvelet bashvebs dedebo da mascavleblebo.
Post a Comment