20.5.12
Allumettes - მარწყვის ნამცხვარი „ასანთის ღერები“
Approved by
ფენოვანი ცომის, კრემი მუსლინისა და მარწყვისაგან ოდესღაც
მარი-ანტუან კარემის მიერ შექმნილი უგემრიელესი პარიზული ნამცხვარი ცნობილი კონდიტერი ერიკ
ლანლარდის რეცეპტებიდან:
Les Allumettes
ინგრედიენტები: 350 გრ ფენოვანი ცომი, 1 ჩ/კ ლიმონის
წვენი, 1 კვერცხის ცილა, 500 გრ შაქრის პუდრა, მარწყვი
კრემი მუსლინისათვის: 400 მლ რძე, 4 კვერცხის გული,
150 გრ შაქარი, 50 გრ სახამებელი, 200 გრ კარაქი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ
4 მმ სისქეზე. ცომს ნუ გაწელავთ, ფრთხლად გააბრტყელეთ, გაწელილი ცომი გამოცხობისას
ისევ შეიკუმშება. შაქარი და კვერცხის ცილა (კვერცხის ზომისდა მიხედვით, შესაძლებელია მეორე ცილაც დაამატოთ) მოვათავსოთ დიდი ზომის ჯამში და მიქსერით კარგად
გავთქვიფოთ. ბეზე როგორც კი შემაგრდება დავუმატოთ ლიმონის წვენი. შეეცადეთ რომ ბეზე მაინცდამაინც
არ გათხელდეს, თორემ ცომი გამოცხობისა აღარ ამოვა. დანის ბრტყელი პირით ბეზე ცომზე გადავუსვათ.
ცომი 6X10 სმ-ზე მართკუთხდებად დავჭრათ. დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე და შევდგათ ღუმელში
50 წუთით. გამომცხვარი ბისკვიტები შევაგრილოთ 5 წუთის განმავლობაში და ბასრი დანით
ჰორიზონტალურად გავჭრათ. ბისკვიტის ორივე ფენას გაჭრილი მხარიდან წავუსვათ კრემი
მუსლინი, ქვედა ფენაზე დავალაგოთ მარწყვები და ზემოდან მეორე ფენა დავახუროთ კემიანი
ფენით ქვემოთ და ბეზეიანით ზემოდან. თავზე რამდენიმე მარწყვით მოვრთოთ და შაქრის პუდრა მოვაყაროთ.
კრემი მუსლინისათვის გავაცხელოთ რძე. სანამ რძე ცხელდება,
კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ და ბოლოს სახამებელი გადავურიოთ. გაცხელებული
(და არა მდუღარე) რძე წვრილი ნაკადით ჩავათქვიფოთ კვერცხის მასაში. რძიანი კვერცხი ისევ ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. ბოლოს დავუმატოთ კარაქის ნახევარი.
კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ, თქვეფა-თქვეფით შევაგრილოთ და ჩავათქვიფოთ დარჩენილი კარაქი.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment