საგაზაფხულო სალათა ჯეიმი ოლივერის კოლექციიდან

Approved by Natia Jinjolava


მოცარელა შებოლილი წიწაკით
ინგრედიენტები: 4 წითელი და 2 მწვანე წიწაკა, 2 პატარა თავი კამეჩის მოცარელა (დაახლოებით 300-400 გრ), შაშკვლამი, რეჰანი და ოხრახუში, ახალდაფქული პილპილი, 6-7 ს/კ ზეითუნის ზეთი, 3 ს/კ წითელი ღვინის ძმარი, 1 ლიმონის ცედრა, მარილი
წიწაკები რამდენიმე ადგილას ჩავხვლიტოთ დანის წვერით, ავანთოთ გაზი და წიწაკები შევტრუსოთ ღია ცეცხლზე ისე, რომ კანი დაიბეროს და ყველა მხრიდან კარგად დაიბრაწოს (სულ ცოტათი რომ დანახშირდეს კიდეც). წიწაკის დანით ჩაჩხვლეტა არ დაგავიწყდეთ, თორემ გახურებისას წიწაკა შეიძლება გასკდეს!  წიწაკებს კანი კარგად რომ დაუნახშირდებათ, ჩავყაროთ ჯამში, ჯამს ცელოფანი გადავაფაროთ (წიწაკები რომ ჩაიორთქლოს) და 5 წუთი გავაჩეროთ. სანამ წიწაკა იორთქლება, მოცარელას თავები დავფლითოთ ან დავჭრათ არცთუ მაინცდამაინც პატარა ნაჭრებად (თამამად შეცვალეთ რძიანი სულგუნით) და დავალაგოთ გაშლილ ლანგარზე. მწვანილს ფოთლები დავაპუტოთ, ერთმანეთში გადავურიოთ და დავყაროთ ყველთან, თან მარილი მოვაყაროთ. ყველს მოვაყაროთ ახალდაფქული პილპილი და სულ ცოტა მარილი (იმისდამიხედვით რამდენად მარილიანია ყველი). მერე, წიწაკებს კანი გავაცალოთ. შუაზე გავჭრათ, თელსლიც გავაცალოთ და წვრილ ჩხირებად დავჭრათ. დანახშირებული კანი წიწაკას შებოლილის არომატს აძლევს. ჩხირებად დაჭრილი წიწაკები ჩავყაროთ პატარა ჯამი და მოვასხათ extra virgin ზეითუნის ზეთი. კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ ძმარი და მარილი. ლიმონის ცედრა დავახეხოთ ყველს და მწვანილის ფოთლებს. წიწაკის ჩხირები ამოვიღოთ მარინადიდან და გავანაწილოთ ყველზე. მარინადის დიდი ნაწილი  მოვაწუწოთ მწვანილის ფოთლებს, შედარებით ცოტა კი ყველს და გემრიელად მივირთვათ.



საუკეთეო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment