27.5.12
მაკარუნის კოშკი ერიკ ლანლარდისაგან
Approved by
სახელგანთქმულმა ბრიტანელმა კონდიტერმა ერიკ ლანლარდმა
მე-18 საუკუნის კიდევ უფრო სახელგანთქმული მზარეული მარი-ანტუან კარემის რეცეპტების ინტერპრეტაციით
შექმნა მაკარუნის კოშკი, რომელიც მისი რწმუნებით თავადალი დედოფ მარია-ანტუანეტას წვეულებასაც
კი დაამშვენებდა.
მაკარუნის
კოშკი
110
გრ დაფქული ნუში, 225 გრ შაქრის პუდრა, 4 კვერცხი, 50 გრ შაქარი, ½ ვანილის ჩხირი; კრემისათვის:
150 გრ კარაქი, 57 გრ შაქრი პუდრა, 50 გრ ვანილის შაქარი
გავახუროთ ღუმელი 150°C-მდე. დაფქული ნუში და შაქრი პუდრა ჯამში ერთმანეთში ავურიოთ.
კვერცხები ცილა და გული დავაცალკევოთ. ცალკე ჯამში ჩავასხათ კვერცხის ცილა და ვთქვიფოთ
სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნება არ დაიწყებს. დავუმატოთ შაქარი და გავაგრძელოთ თქვეფა
სანამ ბეზე საბოლოოდ არ გამაგრდება. ვანილის ჩხირი გავჭრათ შუაზე, გამოვფხიკოთ თესლი
და ნუშთან და შაქრის პუდრასთან ერთად ბეზეს ფრთხილად გადავურიოთ კოვზით. მიღებული ცომი
შეგვიძლია ნებისმიერ საურველ ფერად შევაფერადოთ საკონდიტრო საღებავით.
ბეზე საკონდიტრო
ტომსიკაში ჩავასხათ და პერგამენტზე 3 სმ დიამეტრის რგოლები დავსვათ. პორციებს შორის
ადგილები დავტოვოთ, ერთმანეთს რომ არ მიეწებოს.
10 წუთი შეშრობა დავაცადოთ და 12-15 წუთით ღუმელში შევდგათ გამოსაცხობად. გამოვიღოთ
ღუმელიდან, ქაღალდი ავაცალოთ და გავაგრილოთ. კრემისათვის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში
ავურიოთ და კარგად ავთქვიფოთ. მაკარუნებს წავუვათ კრემი და ერთმანეთს ორ-ორად შევაწებოთ.
კარდონისგან დამზადებული კონუსი ფართო ლანგარზე დავდგათ და მაკარუნები კრემით მივაწებოთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment