26.5.12
Macaroons - მაკარუნი
Approved by
მოგეხენებათ, უცხოელებს როგორ უყვართ ათასგვარი დღესაწაულების და სახელობის დღეების დაწესება. ალბათ ამ ჩვევის დამსახურებაა, რომ დღეს ერთ-ერთი ჩემი
უსაყვარლესი ნამცხვრის, მაკარუნის - ფრანგული საკონდიტრო საოცრების დღეა. დიდი ხანია
მაკარუნის (ანუ ნუშის ნამცხვრის ფრანგული ვერსიის) რეცეპტის გამოქვეყნებას ვაპირებდი და თავი ვერ მოვაბი, ამიტომ დღევანდელი
დღე ჩემი სიზარმაცის საწინააღმდეგო საბაბად გამოვიყენე და აი, ისიც:
ერთადერთი მომენტი გაითვალისწინეთ - მიუხედავად რეცეპტის სიმარტივისა,
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნამცხვარი ფრანგულია და ამიტომ საკმაოდ პრეტენზიული და კაპრიზებიანი "ხასიათი" აქვს. თქვენი გაზი ბეზეს კარგად თუ არ აცხობს, დიდი შანსია რომ არაფერი გამოგივათ.
მაკარუნი
მარწყვით
50
გრ დაფქული ნუში, 140 გრ შაქრის პუდრა, 2 დიდი ზომი კვერცხის ცილა, 1 ს/კ შაქარი, ვარდიფერი საღებავი, 3 ს/კ მარწყვის ჯემი
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. ორ ცალ დიდი ზომი საცხობ
თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. დაფქული ნუში და შაქრი პუდრა დიდი
ზომი ჯამში ერთმანეთში ავურიოთ. ცალკე ჯამში ჩავასხათ კვერცხის ცილა და ავთქვიფოთ სანამ
ბეზე ფორმის შენარჩუნება არ დაიწყებს. დავუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ სანამ ბეზე საბოლოოდ
არ გამაგრდება. ათქვეფილ ბეზეს ფრთხილად გადავურიოთ ნუში და შაქრის პუდრა და ვარდისფერი
საღებავი. ნუშის ჩარევისას ბეზე შეიძლება ცოტათი ჩავარდეს. ბეზე საკონდიტრო ტომსიკაშსი
ჩავასხათ და პერგამენტზე პატარა რგოლები დავსვათ (დაახლოებით 1 თავშედგმული ჩ/კ ბეზეს
ოდენობის). პორციებს შორის ადგილები დავტოვოთ, ერთმანეთს რომ არ მიეწებოს - დაახლოებით
50 ცალი უნდა გამოვიდეს. 10 წუთი შეშრობა დავაცადოთ და 5 წუთით ღუმელში შევდგათ გამოსაცხობად.
მაკარუნებს თავზე კიდევ ერთი ფენა პერგამენტი გადავაფაროთ და კიდევ 4 წუთი ვაცხოთ.
გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. გაცივებული მაკარუნები პერგამენტის ქაღალდს ავაცალოთ
და მარწყვის ჯემის მეშვეობით ერთმანეთს ორ-ორად შევაწებოთ.
თავდახურულ კონტეინერში მაკარუნები 3 დღის განმავლობაი
ინახება.
მაკარუნი
შოკოლადით
(ერიკ ლენლარდის რეცეპტებიდან)
140 გრ ნუში, 275 გრ შაქრის პუდრა, 25 გრ კაკაო, 4 დიდი
ზომის კვერცხის ცილა; კრემისათვი: 75 გრ შაქარი, 2 დიდი კვერცხის გული, 175 გრ დარბილებული
კარაქი, 75 გრ თეთრი შოკოლადი გამლღვალი და გაგრილებული, 4 ს/კ დაფქული ბუსტუღი (ფსტის
კაკალი)
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. ორ ცალ დიდი ზომი საცხობ
თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. დაფქული ნუში, კაკაო და შაქრი პუდრა
დიდი ზომი ჯამში ერთმანეთში ავურიოთ. ცალკე ჯამში ჩავასხათ კვერცხის ცილა და ავთქვიფოთ
სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნება არ დაიწყებს და საბოლოოდ არ გამაგრდება. ათქვეფილ ბეზეს
ფრთხილად გადავურიოთ კოვზით ნუში, კაკაო და შაქრის პუდრა. ნუშის ჩარევისას ბეზე შეიძლება
ცოტათი ჩავარდეს ან გათხელდეს. ბეზე საკონდიტრო ტომსიკაშსი ჩავასხათ და პერგამენტზე პატარა რგოლები
დავსვათ. პორციებს შორის ადგილები დავტოვოთ, ერთმანეთს რომ არ მიეწებოს. 10 წუთი შეშრობა დავაცადოთ და 8-10 წუთით ღუმელში
შევდგათ გამოსაცხობად, ოღონდ ღუმელი კარები ოდნავ გამოღებული დავუტოვოთ. გამოვიღოთ
ღუმელიდან, ქაღალდი ავაცალოთ და გავაგრილოთ. კრემისათვის შაქარი და 50 მლ წყალი პატარა
ქვაბში ჩავახათ და შევაცხელოთ შაქრის გალღობამდე. სანამ შაქარი დნება, კვერცხის გულები
ავთქვიფოთ კარგად. სიროპი ვადუღოთ, მანამ, სანამ წყალში ჩასხმული სიროპის წვენი ბურთად
შეკვრა არ დაიწყებს. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ათქვეფილ გულებში ჩავათქვიფოთ. ცალკე
ჯამში ავთქვიფოთ კარაქი კრემის კონისტენციამდე, ჩავათქვიფოთ გამდნარი შოკოლადი და ათქვეფილი
გულები. დავუმატოთ ბუსტუღი. მაკარუნებს წავუვათ კრემი და ერთმანეთს ორ-ორად შევაწებოთ.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
P.S. მსოფლიოში ყველაზე ძვირიან მაკარუნებს პარიზული საკონდიტრო
სახლი Pierre Hermé უშვებს
და ერთი კოლოფის ფასი 7,400 გირვანქა სტერლინგი ღირს
0 კომენტარი.:
Post a Comment